x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
თავაშვებულები: 5 პიროვნება, რომელიც არა მხოლოდ სახელმწიფოს მართვით იყო ცნობილი
image


საიდუმლო არ არის რომ მსოფლიოს მრავალი მმართველი არა მხოლოდ პოლიტიკასა და ბრძოლის ველზე, არამედ სასიყვარულო ასპარეზზეც ბრწყინავდა. ბევრი მათგანი საგმირო საქმეების გარდა, იგივე წარმატებით ასევე საპირისპირო სქესის მოხიბვლასაც ახერხებდა. აი, იმ 5 ისტორიული პიროვნების ვინაობა, რომელმაც სახელი სასიყვარულო საქმეებით გაითქვა.




ჯონ კენედი


image


ექსპერტების მტკიცებით, ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი "სექს - გიგანტი" იყო. ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე ხელიდან არცერთ ქალს არ უშვებდა - მის საწოლში ხვდებოდნენ როგორც ჟურნალისტები, ასევე მსახიობები, მომღერლები და მდივნებიც კი. მისი მეუღლე ქმრის სასიყვარულო თავგადასავლებს კი მორჩილად იტანდა.





ნაპოლეონი


image


მიუხედავად მისი პატარა სიმაღლისა, ნაპოლეონ ბონაპარტი განსაკუთრებული ქარიზით გამოირჩეოდა. ქალები მასზე გიჟდებოდნენ. საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერს შეეძლო ლამაზად საუბარი და თავაზიანი არშიყობა - ყველა ქალს ის თავს დედოფლად აგრძნობინებდა. ისტორიული ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ, ნაპოლეონს ცხოვრების მანძილზე 51 საყვარელი ჰყავდა.





მარკიზა დე პომპადური


image


ჟანა ანტუანეტა პუასონი ეფექტური გარეგნობის გოგონა გახლდათ, ამიტომ ის მდიდარ და გავლენიან თაყვანისმცემელს ეძებდა. ლუი XV-სთან პირადი გაცნობის შემდეგ კი, ჟანა მისი ოფიციალური საყვარელი გახდა, თუ მეფე რომელიმე მინისტრისთვის მადლობის გადახდას მოისურვედა, ის მარკიზა დე პომპადურს მის საძინებელში უშვებდა.





ჰენრი VIII


image

ინგლისის მეორე ტიუდორი მეფე და ცნობილი მთავარსარდალი ჰენრი VIII, რომელიც ისტორიაში "ლურჯწვერას" სახელით არის ცნობილი, ექვსჯერ იყო დაქორწინებული. როდესაც ის მეუღლის მიმართ ინტიმურ ინტერესს კარგავდა, მისი სიკვდილით დასჯის საბაბს ეძებდა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ თავისი მრავალრიცხოვანი საყვარლებიდან ერთ - ერთს არჩევდა, რომელიც ცოლად მოჰყავდა. დროთა განმავლობაში ისტორია მეორდებოდა.





კლეოპატრა


image


კლეოპატრას ინტიმური კავშირის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და მამაკაცებთან გართობის გზებს ყოველთვის პოულობდა. ამბობენ, რომ დედოფალი იმდენად კარგი იყო საწოლში, რომ მის მკლავებში მოხვედრაზე ყველა კაცი ოცნებობდა.









0
409
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
409