x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ესაა რუსული “მართლმადიდებლობა” მოკლედ და ლაკონურად" - რა ხატს აზიარებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე
image

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში რუსულ ხატს აზიარებს, რომელზეც ტანკია გამოსახული:


"რუსული ეკლესიის წმინდანის, მე-14 საუკუნეში მცხოვრებ მოსკოვის მთავარ დიმიტრი დონელის რუსული დიპტიხი (ორკარედი) ხატი, რომელზედაც გამოსახულია ტანკი! ხატი მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო ნაკეთობათა ქარხანა “სოფრინო”-ს გამოშვებაა. ესაა რუსული “მართლმადიდებლობა” მოკლედ და ლაკონურად"-წერს ილია ჭიღლაძე;



თუმცა დეკანოზს იქვე შეეწინააღმდეგნენ, სადაც აღნიშნეს, რომ თუ ხატებზე სხვა იარაღი გამოხატვა არის კანონიკური, ვითომ ტანკის რატომ არ შეიძლება?


დეკანოზს და მომხმარებელს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:


მომხმარებელი:-არ გეკაიფებით და სერიოზულად გეკითხებით. თუ ხატზე შუბი ან ხმალი დაშვებულია, ტანკმა ან ბომბდამშენმა რა დააშავა? ტრადიციის გარდა, რა თქმა უნდა? თუ კავალერისტი შეიძლება წმინდანი იყოს, არტელერისტმა რა არასწორი სამხედრო სპეციალობა შეირჩია?


დეკანოზი:გამოსახულების მიზანდასახულობაა და კონტექსტია არსებითი.


:კონტექსტი ჩვეულებრივ ორია. ან იწამა სარწმუნობისათვის ან იბრძოდა სამშობლოსთვის(ქრისტიანობისათვის).


დ:ხოდა აქ ტანკი რაიმე კონტექსტში ჯდება? ერთადერთი კონტექსტი და აზრია- ვხოცოთ “რუსეთის მტრები” და ვემსახუროთ რუსულ არმიას.


:ჩვენ ასე ავ ვფიქრობთ, მაგრამ მათი აზრით აქ საუბარი უნდა იყოს სამშობლოს დაცვაზე.


დ:მაგათი “სამშობლოს დაცვა” ნიშნავს სხვების დახოცვას და დაპყრობას.


:მეთოთხმეტე საუკუნის წმინდანზეა საუბარი, ისე ეკაიფე, სერიოზულ კითხვას მაინც არ გავს.თქვენი აზრით მე-14 საუკუნეში პისტოლეტი ან ავტომატი რომ ყოფილიყო შერცხვებოდა მხატვარს მათი ან აბჯრის მაგივრად ბრონეჟილეტით არ დახატავდა?....


მ:იმ შუაშია, რომ გამოსახულია იმ დროინდელი იარაღი ჰოდა 21-ე საუკუნის შეიარაღება რატომ არ შეიძლება იყოს გამოსახული, ეს იყო შეკითხვა!




1
477
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
477
  
14 თებერვალი, 19:24
ანგლო საქსური შხამ საწამლავით გაჟღენთილი "მართლმადიდებელი" ილია ჭიღლაძე. ხატზე გამისახული ტანკი დიდი სამამულო ომის დროინდელი ის2-ია.

ნებისმიერი აღვირახსნილი ფობია, - რუსოფობია, დასავლოფობია და ა.შ.,
ძირს უთხრის და უდიდეს საფრთხეს უქმნის ამ საზოგადოების/ქვეყნის სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან, საზოგადოების აზროვნება და რეალობის აღქმა სიყალბეზე და მცდარ წარმოდგენებზე გადაჰყავს; წარმოქმნის ყალბ საფრთხეებს, აყალიბებს მტრების შესახებ ყალბ წარმოდგენებს და ნიღბავს უპასუხისმგებლობას, სრულ უმეცრებას პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში.
ყალბ საფრთხეებსა და მუდმივ ხურუშიან და ატრუებულ მისწრაფებას იყო მუდმივ კონფლიქტში ისე, რომ არ ესმოდეს კომფლიქტის საფუძველი, ფლანგავდეს საკუთარ შესაძლებლობებს და აფერხებდეს საკუთარ განვითარებას.
აი, ეს უმწიფარი და უზნეო, დამანგრეველი და უსაშველოდ პრიმიტიული წარმოდგენები ღრღნის დღეს საქართველოს და მას დასასრულისკენ მიაქანებს!
0 1 1