x
image
თორ ნიკე
Mediator image
საინტერესო ფაქტები შავ ხვრელებზე მოკლედ
საინტერესო ფაქტები შავ ხვრელებზე მოკლედ


შავი ხვრელი არის არე სივრცეში, რომელშიც კოლოსალურად დიდი გრავიტაციაა, ვინაიდან, ზოგადად, ისინი სამყაროში ყველაზე მასიური ობიექტებია - არა ყველა მათგანი, არსებობს უამრავი მცირე ზომის შავი ხვრელი, მაგრამ მასიური შავი ხვრელები ნამდვილად ყველაზე მასიური ობიექტებია სამყაროში. ის ასეთი "მძიმე" იმიტომაა, რომ მატერია ძალიან "ჩაპრესილია" პატარა სივრცეში. შავი ხველი "შავი" იმიტომაა, რომ კოლოსალური გრავიტაციის გამო სინათლესაც კი არ შეუძლია მისგან თავის დაღწევა. მეცნიერთა ვარაუდით, მარტო ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 100 მილიონი ან მეტი შავი ხვრელია. თვით ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე გიგანტური შავი ხვრელის მასა 4 მილიონ მზის მასას უტოლდება. შავი ხვრელი დროის მსვლელობას ანელებს - მისი კოლოსალური გრავიტაცია სივრცე-დროს ამრუდებს, რაც დროის შენელებას იწვევს. ტენისის ბურთის ზომის შავ ხვრელს 3 დედამიწის მასა აქვს. შავი ხვრელის "მოვლენათა ჰორიზონტი" ის ჰორიზონტია, ის მანძილია, შავ ხვრელთან მიახლოების ის საზღვარია, რისი გადალახვის შემთხვევაშიც, უკან ვეღარაფერი დაბრუნდება და ის საბოლოოდ შავი ხვრელის "მსხვერპლი" გახდება. შავი ხვრელის პირველი ფოტო 2019 წელს გამოქვეყნდა - ეს გიგანტური კოსმოსური ობიექტი ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული და მისი მასა ჩვენი მზის მასას 6, 5 მილიარდჯერ აჭარბებს.



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III


4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
190
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0