x
image
თორ ნიკე
Mediator image
საინტერესო ფაქტები მზის შესახებ
საინტერესო ფაქტები მზის შესახებ


მზის ადგილას თავიდან მისი მშობელი ე.წ. "მზის ნისლეული" არსებობდა რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში. თავად ჩვენი სამყარო 13, 8 მილიარდი წლისაა, ხოლო ჩვენი გალაქტიკა 13, 6 მილიარდი წლის. ამ დროის განმავლობაში ჩვენს გალაქტიკაში "დევის ნამუხლარში" წარმოიქმნებოდა უამრავი ვარსკვლავი და ფეთქდებოდა. ასეთმა აფეთქებებმა წარმოქმნა უამრავი ნისლეული, სადაც ყალიბდებოდა მრავალი ახალი ვარსკვლავი. მზის ნისლეულიც მილიარდობით წლის განმავლობაში არსებული ვარსკვლავების აფეთქებების და დიდი რაოდენობის სხვადასხვა ნივთიერების კოსმოსში ამ გზით გამოტყორცნის შედეგად ფორმირდა. ამ აფეთქებული ვარსკვლავების ნისლეულის ბაზაზე წარმოიქმნა პროტო-მზე დაახლოებით 5 მილიარდი წლის წინ. "ახალდაბადებულმა" მზემ თავის წინამორბედთა "ნაშალი მასალის", ახლო-მახლო არსებული გაზის და კოსმოსური მტვრის 99, 8% მიითვისა და ჩამოყალიბება დაასრულა 4.6 მილიარდი წლის წინ. დანარჩენი მასალით ჩამოყალიბება 5 მილიარდი წლის წინ დაიწყო მზის სისტემის სხვა ობიექტებმა - პლანეტებმა და მათაც ჩამოყალიბება დაასრულეს 4.6 მილიარდი წლის წინ.

თავდაპირველი ღრუბელი, რომლისგანაც ფორმირდა მზის სისტემა რამდენიმე სინათლის წლის მანძილზე გახლდათ გადაჭიმული და რამდენიმე ვარსკვლავიც წარმოქმნა. რადგანაც ეს ტიპიური მოლეკულური ღრუბელი იყო, ის შედგებოდა უმეტესწილად წყალბადისგან, რაღაც რაოდენობით ჰელიუმისგან და მცირე რაოდენობით მძიმე ელემენტებისგან, რომელთა თერმობირთვული სინთეზი მზის წინამორბედი, წინა თაობის ვარსკვლავების მიერ მოხდა მაშინ, როდესაც მოხდა კოლაფსი რეგიონისა, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეტ 4.6 მილიარდი წლის წინ საბოლოოდ ფორმირდა მზის სისტემად.


საინტერესო ფაქტები მზის შესახებ



მზის დიამეტრი 13, 900, 000 კილომეტრია. მისი მასა კი 333, 000 დედამიწის წონის ტოლია. მისი წონა მთელი მზის სისტემის წონის 99.86%-ს შეადგენს. თუკი მზეს სისხლის თეთრი უჯრედის (ლეიკოციტის) ზომამდე დავაპატარავებთ, მაშინ იგივე მასშტაბში ირმის ნახტომის გალაქტიკა იქნება აშშ-ს ზომის.

მზის ბირთვის ტემპერატურა 15 მილიონ ცელსიუსს უდრის. მზის ზედაპირის ცელსიუსი კი 5 მილიონ ცელსიუსს, რაც ტოლია დედამიწის ბირთვის ტემპერატურის. საფოსტო მარკის ტოლი მზის ზედაპირის ფართობი ისე ანათებს, როგორც 1, 500, 000 სანთელი ერთობლივად.

მანძილი დედამიწიდან მზემდე 150 მილიონი კილომეტრია. შედარებისთვის ვენერასა და დედამიწას შორის მანძილი არის 38 მილიონი კილომეტრი. მზე 400-ჯერ უფრო შორსაა დედამიწიდან, ვიდრე მთვარე.

მზის სრული დაბნელების გასაოცრად ლამაზი სიმეტრია განპირობებულია იმით, რომ მზე ზუსტად 400-ჯერ უფრო დიდი ფართობისაა, ვიდრე მთვარე და ამავე დროს ზუსტად 400-ჯერ შორსაა დედამიწიდან ვიდრე მთვარე. სწორედ ამ საოცარი დამთხვევის წყალობით ეს ორი ციური სხეული ერთი ზომის ჩანს დედამიწის ცაზე.


საინტერესო ფაქტები მზის შესახებ


ვინაიდან მზე ჩამოყალიბდა 4.6 მილიარდი წლის წინ, მას თავისი ცხოვრების ნახევარი აქვს გავლილი. 4 მილიარდი წლის წინ მზე 25%-ით ფერმკრთალი იყო. თავისი არსებობის მანძილზე მზემ ირმის ნახტომის გარშემო 20 სრული ბრუნი გააკეთა. აქედან მხოლოდ 1/250 ნაწილი მოდის იმ პერიოდზე, როდესაც დედამიწაზე ჰომო საპიენსი გაჩნდა. ერთ სრულ ბრუნს ირმის ნახტომის გარშემო მოგზაურობისას მზე ასრულებს ყოველ 225 მილიონ წელიწადში. როდესაც მზემ ბოლო ბრუნი დაასრულა ჩვენი გალაქტიკის გარშემო, დედამიწაზე მაგ დროს დინოზავრები ახალი გაბატონებულები იყვნენ. (250 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ და რამდენიმე მილიონი წელი დასჭირდათ, სანამ პლანეტის დომინანტ არსებებად იქცეოდნენ).

მზის სისტემა აერთიანებს 8 პლანეტას და 5 ჯუჯა პლანეტას. 165 ამ პლანეტათა თანამგზავრს (მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი მთვარეა). ასევე შეიცავს მილიონობით კომეტას და ასტეროიდს.


საინტერესო ფაქტები მზის შესახებ


მზის 0, 0000000006%-ს შეადგენს ძვირფასი ლითონი ოქრო. ეს პროცენტული შემცველობა რომ წონაში გადავიყვანოთ მივიღებთ 1, 200, 000, 000, 000, 000, 000, 000 კილოგრამს. გამოდის, რომ იმ ოქროს საერთო მასა, რომელიც მზეშია, ტოლია მზის სისტემაში მდებარე ჯუჯა პლანეტის - ცერერას წონის, რომლის დიამეტრიც 974, 6 კილომეტრია.

ჩვენ ყველანი, როგორც დედამიწაზე მყოფი კოსმოსური მგზავრები დავფრინავთ მზის გარშემო ჩვენს პლანეტასთან ერთად 107 ათასი კმ/სთ სიჩქარით. ესეიგი დედამიწა მზის გარშემო გადის წუთში 1783 კილომეტრს, და წამში 29.7 კილომეტრს.

ყოველ 24 საათში დედამიწაზე არსებული მცენარეები მზის სინათლის იმ რაოენობას ენერგიას გარდაქმნიან, რასაც ერთი წლის განმავლობაში (მაგ. 2016 წლის განმავლობაში) გამოიმუშავებს დედამიწაზე არსებული ყველა ელექტროსადგური ერთად.

ცნობილი გამომგონებლის და ფუტუროლოგის რეიმონდ (რეი) კურცვეილის გამოთვლით, ყოველდღიურად დედამიწაზე ადამიანების მიერ მოხმარებული ენერგიის სრული რაოდენობა მხოლოდ და მხოლოდ 1/10, 000 (ერთი მეათიათასედი) ნაწილია მზის იმ სხივების ენერგიისა, რომლებიც ჩვენს პლანეტას ყოველდღიურად ეცემა. მზიდან დედამიწამდე ყოველდღიურად მოღწეული ენერგიის სიმძლავრე არის 126 ტრილიონი ცხენის ძალა.


საინტერესო ფაქტები მზის შესახებ


საინტერესო ფაქტია ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ნივთიერებისგან იქნებოდა შემდგარი მზე. მაგალითად მზე რომ შედგენილი იყოს მთლიანად მაგალითად ყველაზე აბსურდული ნივთიერებისგან - ბანანის მზისხელა, გიგანტური ფაფისგან, ის მაინც ისეთივე ცხელი იქნებოდა, როგორც დღესაა. მზის მცხუნვარების მიზეზი მისი უკიდურესად დიდი მასაა - 2 ნონილიონი (2-იანი 30 ნულით) ტონა. ეს წონა წარმოშობს უძლიერეს გრავიტაციას და მის შუაგულს კოლოსალური წნევით აწვება. საბურავის გაბერვისას ტუმბო თბება, ვინაიდან წნევა ტემპერატურას ზრდის. ანალოგიურად, მზის წონით გამოწვეული უზარმაზარი წნევა, შესაბამისად მაღალ სიცხეს ქმნის. შესაბამისად, ტემპერატურის საკითხში, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მნიშვნელობა არ აქვს მისი წყარო აირია, ბანანი, თუ საოფისე ავეჯი. თუმცა აქვე აღსანიშნავია ერთი რამ: შიდა წნევით გამოწვეული ტემპერატურა მზის მსგავსი იქნებოდა, მაგრამ რადგან მასალა არ იქნებოდა წყალბადი, არ მოხდებოდა ბირთვული რეაქციები, რომელიც მზეში მუდმივად მიმდინარეობს. ამიტომ ბანანის ან ნებისმიერი არაწყალბადისგან შემდგარი ვარსკვლავი სწრაფად დაიწყებდა გაციებას და ვერ შეძლებდა მილიარდობით წლის განმავლობაში ბირთვულ აქტივობას.


საინტერესო ფაქტები მზის შესახებ


მზის აღსასრული დაახლოებით მაშინ დადგება როცა გაასრულებს 10 მილიარდ წელიწადს. ახლა დაახლოებით 5 მილიარდი წლისაა, ესეიგი დარჩენილი აქვს კიდევ დაახლოებით 5 მილიარდი წელიწადი. მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა და აფეთქდება. ამასთან ერთად დაწვავს ყველა პლანეტას და ყველა ფიზიკურ სხეულს მზის სისტემაში. სულ რაღაც 1, 5 მილიარდი წლის შემდეგ დედამიწა ადამიანებისთვის საცხოვრებლად სრულიად გამოუსადეგარი გახდება მზის სიკაშკაშე და მცხუნვარება იმდენა დგაიზრდება, რომ შეზლებს აადუღოს დედამიწის ოკეანეები, ვინაიდან ყოველ მილიარდ წელიწადში მზის სიკაშკაშე დაახლოებით 10%-ით მოიმატებს, რაც ტემპერატურას დედამიწის ზედაპირზე ძალიან გაზრდის. იმ დონემდე, რომ ზედაპირზე დაიღუპება ხმელეთის დიდი ცხოველების უდიდესი უმრავლესობა და ზედაპირზე საბოლოოდ მხოლოდ ექსტრემოფილი ბაქტერიები იცოცხლებენ. ამ დროს დედამიწის გადასატანი ტექნოლოგიები დაგვჭირდება, მზეს უნდა დააშორონ მაშინდელმა არსებებმა პლანეტა ან მოწყვიტონ ორბიტას და სხვა ვარსკვლავისკენ დაიძრან(თუ ასეთი რამ იმ დროში მცხოვრებ ცივილიზაციას ხელეწიფება).






კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
289
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0