x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134574
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ნაპოლეონის მიერ ჟოზეფინასადმი მიძღვნილი წერილი

დღემდე, მსოფიოში უამრავ ადამიანში გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ იმპერატორებსაც კი გააჩნდათ გრძნობები, იყვნენ ემოციურები და საყვარელ ადამიანებს წერილებსა და ლექსებსაც კი უძღვნიდნენ. ისტორიაში, ერთ-ერთი ასეთ იმპერატორად კი ნაპოლეონ ბონაპარტი გვევლინება. სწორედ, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდნენთ მის, ერთ-ერთ, წერილს, რომელიც მან დაწერა 1796 წლის 30 მარტს და მიუძღვნა მის გულისწორს, ჟოზეფინა პონაპარტეს.

image

ნიცა, 10 ჟერმინალი, IV წელი


ერთი დღეც არ გამიტარებია შენდამი ტრფობის გარეშე; ერთი ღამეც არ გამითევია ისე, რომ მკლავებში არ მყოლოდი მოქცეული; ჭიქა ჩაიც არ დამილევია, რომ არ შემეჩვენებინა დიდება და პატივმოყვარეობა, რომლებიც მაიძულებენ ჩემი ცხოვრების სულსა და გულს მუვშორდე.



რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჯარს მივუძღვები წინ თუ ბანაკს ვათვალიერებ, მხოლოდ, ჩემი სათაყვანებელი ჟოზეფინა მყავს გულში, ის იპყრობს ჩემს გონებას, შთანთქავს ჩემს ყველა ფიქრს. დღეს თუ ისე სწრაფად გშორდები, როგორც მდინარე რონა მიედინება, ეს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მალე დაგიბრუნდე. თუ შუაღამეზე ვდგები სამუშაოდ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოვიახლოვო ჩემს ტკბილ მეგობართან შეხვედრის დღე.


და მაინც, ბოლო წერილში შენ თქვენობით მომმართავ. თქვენობით მე უნდა მოგმართავდე! ოჰ, საძაგელო! როგორ შეგეძლო ასეთი წერილი მოგეწერა! როგორი ცივია ის!....


ჟოზეფინა! გაიხსენე, რას გეუბნებოდი, ზოგჯერ: ბუნებამ მე ძლიერი და მტკიცე სულის ადამიანად შემქმნა, შენ კი - ნარმისა და მაქმანისაგან. აღარ გიყვარვარ? მშვიდობით! თუ უწინდელზე ნაკლებად გიყვარვარ, ესე იგი, არასდროს გყვარებივარ. მაშინ, მართლაც, ძალზე საბრალო ვყოფილვარ.


ბონაპარტი

პ.ს. წელს ომი სულაც აღარ არის ისეთი, როგორიც ძველად იყო. მე მოვიპოვე პური და ფურაჟი. შეიარაღებული კავალერია მალე დაიწყებს გადმოსვლას. ჩემი ჯარისკაცები ენით გამოუთქმელ ერთგულებას მიმტკიცებენ. მხოლოდ, შენ მადარდებ, მხოლოდ შენ, ჩემო ცხოვრების სიამევ და ტანჯვავ!....


0
63
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0