x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ზოდიაქოს ნიშნების ფარული თვისებები


image
ვერძი

*
1. ვერძი არავის კრავს ხელს. ის ყველა კატეგორიის ადამაინს აფასებს მდიდარს თუ ღარიბს;
2. მისითვის მთავარი ადამაინობაა და თუ როგორ ექცევიან მას, ისიც დამსახურების მიხედვით სცემს სხვასაც პატივს;
3. ვერძი ქვაზე უტეხია, მას საკუთარი პრინციპები და მორალი აქვს და ქედს ვერავინ მოახრევინებს;
4. ვერძი არაა ოცნებებში გადავარდნილი. მუდამ თავისი შრომით აღწევს ყველაფერს;
5. ის დაუღალავი, დაუზარელი და დაუშრეტელი ენერგიის წყაროა;
6. მას იმდენი ენერგია აქვს, რომ არ გირჩევთ მასთან გაჯიბრებას, ვიღაც თუ შუა გზაზე დაეცემა ქანც გაწყვეტილი, ვერძი მაინც მხნედ და ენერგიულად იქნება და მიაღწევს მიზანს;
7. ვერძი ყოველთვის დაგანახებს ბნელი გვირაბის ბოლოსაც კი სინათლეს;
8. ის გასწავლის ბრძოლას, მეგობრობას, პოზტიურად ხედვას და ერთგულებას;
9. მას არ უნდა ისეთი მეგობრები გვერდით ვის გამოც სიტყვების შერჩევა მოუწევს. არამედ ისეთები სჭირდება ვინც მის პირდაპირობას დააფასებენ;
10. ვერძი საკამოდ ფხიანია, ის ყოველთვის გამონახავს ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც გამოსავალს, იტვირთავს ლიდერობას და წინ წაურღვება;
11. ვერძის პირდაპირობა დასაფასებელია თუნდაც სიმართლეს უხეშად გეუბებნოდეს დააფასე რადგან ის არასდროს არის ყალბი.

image
კურო

*

1. კურო ყველაზე ერთგული, მშვიდი და გაწონასწორებულია;

2. თუმცა არ ნიშნავს ყველაფერს გაგიტარებს, სანამ მის მოთმინებას გამოცდი დაფიქრდი სირბილი რამდენად შეგიძლია;

3. კურო ყოველთვის დამოუკიდებელია, არასდროს იქნება ვინმეს შემყურე;

4. კურო საშინლად ჯიუტია, რაც არ უნდა ძალით ვერავინ გააკეთებინებს;

5. კურო მესაკუთრეა, საზიარო არავისთან არაფერი არ უნდა;

6. კურო რომანტიკოსია, მაგრამ გონება ყოველთვის უჯიკებს ხოლმე მის გულს და ძაან უწი პუწი სიყვარულობანაში არასდროს დაკარგავს თავს;

7. კუროს მეოჯახეა, მისი პრიორიტეტი ოჯახი და მყუდრო გარემოა, ოჯახის წევრების გამო თავსაც გაწირავს;

8. კურო კაი ხუნხულა და მყუდრო ატმოსფეროს შემქმნელია, უყვარს მშვიდი გარემო, გემრიელი საჭმელები და გიჟდება მოფერებაზე;

9. კუროს სიყავრულში ბადალი არ ყავს, რაგდან მისი მართველი პლანეტა ვენერაა, მასზე თავდადებულს და ერგულს სხვას ვერ ნახავ;

10. კურო ემოციური და მგრძნობიარეა, თუმცა ერთი შეხედვით შეიძლება ვერ ავლენდეს თავს და თავიდან ცივიც მოგეჩვენოთ. როცა ახლოს გაიცნობ მერე მიხვდები რაოდენ თბილი და ტკბილია;

11. კურო რაც არ უნდა იყოს საკუთარ ცრემლს არავის დაანახებს. ყოველთვის სხვისი დახმარების გარეშე წამოდგება ფეხზე;

imageტყუპები

*

1. როდესაც ტყუპები დაიღლებიან, ისინი მიდიან ჩხუბის, კამათის გარეშე, ხშირად ეს დამშვიდობების გარეშეც ხდება;

2. შენ შეიძლება რთული დრო გქონდეს, თუმცა როდესაც მის გულს მოიპოვებ, ის შენია სამუდამოდ;

3. შეეკითხე ტყუპებს თუ როგორ ხასიათზე არიან და ისინი ამ შეკითხვას თავს აარიდებენ;

4. მათ ადვილად არ უყვარდებათ, თუმცა ისინი სხვებს ადვილად აყვარებენ თავს;

5. ტყუპები ცდას მხოლოდ ერთხელ არ აკეთებენ, ისინი ცდიან ორჯერ;

6. მათი ნდობის მოპოვება ადვილი არაა, თუმცა თუ ისინი მოგენდობიან, ეს ნდობა იქნება სამუდამო. მაგრამ თუ შენ ამ ნდობას არასასარგებლოდ გამოიყენებ, მაშინ შენ ამას ვეღარასდროს დაიბრუნებ;

7. მათ სხვა ზოდიაქოებისგან განსხვავებით გამორჩეული აზროვნება აქვთ;

8. თუ შენ მასზე შეყვარებული ხარ, ჯობს წახვიდე და ახლავე უთხრა. მათ ამის გაგონება სიამოვნებთ;

9. ისინი ვერ უთმენენ იმ ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ საუბრის გაგრძელება;

10. ისინი არიან ძალიან ქარიზმატულები. ასე რომ შეუძლიათ მალევე გამოგტაცონ ის, რაც მათ თქვენგან უნდათ;

11. თუ შენ გვერდით ტყუპები გყავს, ის არავის მისცემს უფლებას ვინმემ შენს ზურგს უკან შენზე ილაპარაკოს;

12. ისინი სვამენ შეკითხვებს ყველაფერზე;

13. ტყუპები შეიძლება იყვნენ მოუთმენლები, ისინი მოითხოვენ მოკლე და არა გრძელ, გადაუწყვეტელ პასუხებს.

imageკირჩხიბი

*

1. ეჭვიანი არაა, უბრალოდ მუდამ უნდა რომ იცოდეს მისი სიყვარულის ობიექტის შესახებ ყველაფერი, ხომ კარგადაა, ხომ არაფერი უჭირს, ნიავი ხომ არ უბერავს, რამდენს სუნთქავს, სად სუნთქავს და ასი კილომეტრის მანძილზე ვინ უახლოვდება;

2. კირჩხიბი მუდამ ხვდება როდის ატყუებენ, თუ გგონია რომ მოატყუე იცოდე რომ ის უკვე მიხვდა და უბრალოდ აკვირდება რა დონემდე შეიძლება დავიდეს ესა თუ ის პიროვნება;

3. საუკეთესო მსმენელია და საკუთარ თავზე ლაპარაკის ნაცვლად უყვარს სხვები რომ გულს უშლიან;

4. მოწყენის დროს არ უყვარს მიზეზის თქმა, არც ის, რომ ვინმე ჩააცივდეს გინდა თუ არა მითხარი რა გჭირსო;

5. მიეცი თავისუფალი სივრცე თავად დალაგდება დამშვიდდება და მერე შეიძლება თავადაც მოგიყვეს მისი გულის ტკივილი;

6. ხასიათი ძალიან სწრაფად ეცვლება და არ გაგიკვირდეს ერთ წუთას მოღუშული მეორე წუთას გულიანად იცინოდეს;

7. ის წყენას ძნელად ივიწყებს და არაა გასაკვირი წლების წინანდელი ნებისმიერი წვრილმანი ზედმიწევნით ახსოვდეს;

8. მას შეუძლია იმითაც კი იყოს ბედნიერი როდესაც მისთვის ძვირფას ადამიანს ხედავს გახარებულს, მერწმუნე ეს დიდებული უნარია რომელიც ყველას არ შეუძლია;

9. კირჩხიბი მუდამ ინტუიციის მიხედით იქცევა. სულ რომ ზეცა იქცეოდეს ის მაინც თავის ინსტინქტებს ენდობა და სულ არ ადარდებს რას ფიქრობს სხვა;

10. თუ გულმა იგრძნო რომ რაღაც ვერაა და ცუდი პირი უჩანს ის აუცილებლად მართლა ასე იქნება;

11. კირჩხიბი არასდროს გაგიცრუებს იმედს თუ ის დაკარგე იცოდე რომ ეს შენი ხასიათის გამო იყო, რადგან ის სულ მუდამ ცდილობს ადამიანები არ გაანაწყენოს.

imageლომი

*

1. ლომს როგორც ძლიერ ნატურას, არ უყვარს როცა ვინმეზეა დამოკიდებული. პირიქით, სიმაოვნებს როცა ვინმეს ბედი მის ხელთაა;

2. ფულს ლომი ძალიან თავისუფლად ხარჯავს, ხანდახან ზედმეტადაც კი. ამიტომ სიღატაკის ზღვართან არაერთხელ დგას, მაგრამ გამოსავალს ყოველთვის პოულობს ფინანსური კრიზისიდან;

3. ლომებს ზომიერების გრძნობა არასოდეს და არაფერში არ გააჩნიათ. თუ მუშაობენ მუშაობაში ვერავინ აჯობებთ. ასევეა დროს ტარებაშიც და სიზარმაცეშიც კი;

4. ნამდვილი განსაცდელისას ლომი არასოდეს დაიხევს უკან და სხვებსაც გადაარჩენს. გმირობა მისი დამახასიათებელი თვისებაა;

5. ლომი იშვიათი და საიმედო მეგობარია და საშიში მოწინააღმდეგე. იგი შემოქმედებითი, აქტიური, ძლიერი და ნათელი პიროვნებაა. იგი ბედს არასოდეს შეურიგდება. მას გარდაუვლად სჯერა რომ მზე თავისი ოქროსფერი სხივებით მის გზას ყოველთვის გაანათებს;

6. ლომის საქციელში იშვიათი მოქნილობა და მეფური სიზარმაცე ერთმანეთს ერწყმის. ლომს სძულს სიბნელე და მარტოობა, ვერ იტანს მოწყენილობას, გასართობად მიპატიჟებას კი სიამოვნებით ღებულობს;

7. ლომებს შორის ინტროვერტს თითქმის ვერ ნახავთ. ყველანი უკლებლივ ექსპენსიურები, ამაყნი და საკუთარი ღირსების გრძნობით აღსავსენი არიან. აბა სცადეთ და ჯეროვან ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ზარმაცი, ალერსიანი ფისუნია მყისვე მძვინვარე, ამაყ, ფაფარაქოჩრილ მხეცად გადაიქცევა;

8. ლომის თანავარსკვლავედში დაბადებულ ადამიანებს აქვთ გარეგნული მსგავსება ლომთან. ჩვეულებისამებრ მათ ხშირი, ურჩი ქოჩორი აქვთ, ხოლო სიარულის მანერაში კატისებური სიმსუბუქე და სიამაყე გამოსჭვივის;

9. ყველა ლომში მბრძანებლობის სურვილი იგრძნობა. უბრალო მოკვდავთ ზემოდან დასცქერიან. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა;

10. ლომი თქვენი საუკეთესო მეგობარი იქნება, ზოდიაქოს არცერთ ნიშანზე არ მოქმედებს სიკეთის დაფასება ისე, როგორც ლომზე.

imageქალწული

*

1. ქალწული ისე გაგშიფრავს, თმის ღერზევე მიხვდება და გამოიკვლევს ვინ ხარ ამიტომ არ ეცადო მის მოტყუებას;

2. ქალწული გრძნეულია. წინასწარ იცის რა როდის უნდა მოხდეს;

3. ცხვირი ყოველთვის თავის საქმეში აქვს, სხვების ცხოვრება ნაკლებად აინტერესებს, თავის საქმეში კი მუდამ მოწესრიგებულია და ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს;

4. ყოველთვის ასრულებს დანაპირებს. საკუთარი სიტყვის პატრონია;

5. სარკაზმს ყოველთვის დაახვედრებს რაც სულელურად მიაჩნია, სისულელეებზე მისგან დანდობას და ზოგადად პირფერობას ნუ ელით;

6. ყველაფრის კონტროლი შეუძლია, ემოციებიდან დაწყებული, რთულ სიტუაციებში გამოსავლის პოვნით დაამთავრებული;

7. არასდროს მოიტყუება გრძნობებში;

8. იცის ყველაფრის ყადრი, ფუჭად არც გრძნობებში და არც ისე არ იხარჯება;

9. პირდაპირი და სამართლიანია;

10. ქალწული წინდახედულია, ყოველთვის წინასწარ აქვს ყველაფერი გათვლილი;

11. ქალწულის გულის მოგების ფორმულა უცნობია, ერთი მეცნიერი მუშაობდა მის გამოგონებაზე და მოულოდნელად სადღაც გაუჩინარებულა.

image

სასწორი
*
1. სასწორს ყველაზე მარტივად პოულობს და იცავს ბალანსს. ყოველთვის, როცა რთულ სიტუაციაში იქნები შეგიძლია დახმარება სასწორს სთხოვო, რადგან მას შეუძლია ვითარების გონივრულად შეფასება და საჭირო დასკვნების გამოტანაც;
2. სასწაულად მომხიბვლელები არიან. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს მარტივად შეუძლია ვინმეს მოაწონოს/შეაყვაროს თავი, რადგან თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს;
3. ძალიან ემოციურები არიან. განიცდიან, როგორც საკუთარ, ასევე სხვის გასაჭირსაც. არ უყვართ კონფლიქტურ სიტუაციაში ყოფნა. ასე, რომ თუ კი რამეზე გაგანაწყენებს აუცილებლად შეეცდება კამათის მიზეზის გარკვევასა და მის გამოსწორებას;
4. უყვარდებათ მთელი გულითა და არსებით. თუ კი ცხოვრებაში ისე გაგიმართლა, რომ სასწორს შეუყვარდი, ჩათვალე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხარ;
5. ნებისმიერი ხათაბალადან გამოძვრებიან. იდეალური დიპლომატები არიან. შეუძლიათ ყველაზე უცნაური, მოუგვარებელი და აბდაუბდა ამბავიც კი მოაგვარონ;
6. ულამაზესია! მართალია, სილამაზე ცოტა საკამათო თემაა, რადგან ყველა სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებს მას. თუმცა, სასწორის სილამაზე არა მხოლოდ გარეგანი, არამედ სულიერია, რომელსაც ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი შეამჩნევს და მოეწონება;
7. მასზე კარგ თანამშრომელს ვერსად იპოვნი. არ ვიცი, გიყვარს თუ არა შენი თანამშრომლები, მაგრამ მათ შორის თუ კი ვინმე სასწორია, არამგონია გამოგპარვოდა. თუ კი ასეთი არავინ გყავთ, აუცილებლად გამოაცხადეთ ვაკანსია! ერთი სასწორი ყველა ოფისში უნდა იყოს;
8. სილამაზესთან ერთად ჭკუაც აქვს. მუდმივად ცდილობს რაიმე ახლის სწავლას და მისი მიზანი თვითგანვითარებაა;
9. რამდენადაც ლამაზები თვითონ არიან, იმდენად შეუძლიათ სხვისი სილამაზის დაფასებაც. უყვართ ყველაფერი რაც მშვენიერია;
10. დიახ, ის იდეალისტია! თუ რამეს აკეთებს ზუსტად უნდა იცოდე, რომ მასზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებდა.

imageმორიელი

*

1. ის ყველაზე მზრუნველია ზოდიაქოს ნიშნებს შორის;
2. იშვიათად უყვარდებათ და თუ შეუყვარდით, ბოლოდე ეყვარები და დაიხარჯება. ყველაფერი საუკეთესო მხოლოდ ახლობლებისთვის ემეტება;
3. ყველანაირად გაგიგებთ. შესანიშნავი ინტუიცია აქვს, ფსიქოლოგიური უნარები და კარგად იცნობს ადამიანის შინაგან სამყაროს ბუნებას;
4. არასდროს არის ყალბი. იმიჯი ნაკლებად ედარდება და არასდროს თამაშობს;
5. უანგაროა როცა გასცემენ სანაცვლოდ არაფერს ელიან. ის გაცემით იღებს სიამოვნებას;

6. თბილია, სულ ჩახუტება და მოფერება უნდა. გულგრილად ვერასდროს ჩაგივლით გვერდზე;
7. საოცრად ერთგულია, შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ. მიუხედავად იმისა, რომ არაადეკვატური ქცევები ახასიათებს;
8. უპირობოდ უყვარხართ, შეუძლია ნაწყენიც იყოს, გაბრაზებულიც და მაინც უყვარდეთ და მაინც ზრუნავდეს თქვენზე;
9. მის გვერდით დაცული ხართ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ;
10. იგი ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩანს, ის ადამიანის სახლია! შედიხარ_შინ ხარ. მყუდროდ მშვიდად ხარ;

11. როდესაც რთულ სიტუაციაში ხართ, ვერავინ მოგცემთ მასზე კარგ რჩევებს, როგორიც არ უნდა მწარე იყოს, პირში გეტყვით ყველაფერს, იმიტომ რომ ტყუილი ბევრად უარესია;

12. ნებისმიერ სიტუაციაში დაიცავს თავის საყვარელ ადამიანს.

imageმშვილდოსანი

*

1. მშვილდოსნები ხშირად იცვლიან ხასიათს, თუმცა მათ გულში მხოლოდ ერთი არსებობს;

2. რამდენიმეს ხვდება ერთდროულად, რომ გადაწყვიტოს რომელი უფრო უკეთესია;

3. არის ძალიან მეგობრული და შეუძლია მტრებიც მეგობრებად აქციოს;

4. არასოდეს ჰკითხო, რას ფიქრობს შენს შესახებ, თორემ იმ პასუხს ვერ მიიღებ, რასაც მოელოდი;

5. არის ძალიან მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ;

6. ისეთი მომხიბვლელია, რომ თუ კი ფულის სათხოვნელად მიმართავ, ეს იმით დამთავრდება, რომ აქეთ შენ მისცემ ფულს;

7. მართალია, ჩანს, რომ სულ ჰაერში დაფრინავს, მაგრამ მიწაზეც მშვენივრად მოგინადირებს;

8. სიბერეში ქალი მშვილდოსანი: ახალგაზრდა და თავგადასავლების მოყვარული ბებია;

9. ადვილად ბეზრდება ყველაფერი და თუ არ შეგიძლია მისი მუდმივად დაინტერესება, სჯობს აორთქლდე;

10. არასოდეს ფიქრობს თავის საქციელსა და შედეგებზე: აკეთებს იმას, რაც უნდა და როცა უნდა;

11. მშვენივრად შეუძლია გვერდში დგომა, რადგან იცის, თუ რა გრძნობაა, როცა გვერდით არავინ გყავს სიძნელეების დროს;

12. არასოდეს ეცადო მისი გაკონტროლება, თუ პრობლემები არ გინდა;

13. შეგიძლია თავისუფლად იყო მასთან ისეთი, როგორიც ხარ;

14. თავისუფლად გადადის საზღვრებზე: იცის, რომ სიმართლე მწარეა, მაგრამ აი, დარდი;

15. მშვილდოსანი – ფილოსოფოსი, კომიკოსი, ოპტიმისტი, მოხეტიალე, თავისუფალი სული, დაუღალავი, სიმართლის მაძიებელი;

16. თუ კი მის ნდობას დაკარგავ, ვეღარც იპოვი;

17. მისი თავდაცვის ყველაზე კარგი იარაღი არის ის, რომ ახლოს არავისთან მიდის.

imageთხის რქა

*

1. თხის რქა – მინიმუმ ხუთ ენას ფლობს: მშობლიური, უხამსი, სარკაზმი, სიმართლე და სიყვარული;

2. თხის რქა მიერ მონიშნულ ტერიტორიას არ გადააბიჯოთ;

3. მისთვის რამეს თუ გაიმეტებ, ოთხმაგად დაგიბრუნებს;

4. თხის რქა თავის ოჯახსა და მეგობრებს კბილებით იცავს;

5. ხანდახან ავიწყდება, რომ ადამიანია და შეუძლებელს ეჭიდება;

6. იპოვე მისი სუსტი წერტილი(ნდობა, ალერსი) და გაიგებ, რა არის სიამოვნება;

7. იმ საქმეში ძალისხმევას არ დებს, რომლისგანაც წარმატებას არ ელის;

8. თხის რქა გულის კარნახით მოქმედებს;

9. თუ ხმა ჩაიკმინდა, ვეღარაფერი გაუხსნის პირს;

10. თხის რქა ფლირტისას - ესაა თევზი წყალში, მაგრამ მისი გული მხოლოდ ერთს ეკუთვნის;

11. შეიძლება უხეშად მოგეჩვენოს, მაგრამ თხის რქა რასაც ფიქრობს, იმას ამბობს, შეულამაზებლად... როგორც ყოველთვის;

12. ბრწყინვალე ინტუიცია აქვს, მარტივად ვერ მოატყუებ;

13. შეგნებით არჩევს სანაცნობო წრეს, ამჯობინებს სანდო და მოაზროვნე კამპანიას;

14. ის ბუნებრივად ეძებს მოვლენებში ნათელ მხარეს, ამიტომაა მხიარული;

15. სძულს დროებითი ხალხი. მის ცხოვრებაში ხანმოკლე პერსპექტივით ნუ შეიჭრებით;

16. თხის რქა ყველაფერზე მეტად სჭირდება პირადი სივრცე და თავისუფლება;

17. ბევრი ისეთი საიდუმლო აქვს, არავის რომ არ სმენია;

18. საჭირო დროს, ძალიან გამგები ადამიანია;

19. თუ სიმართლეს ვერ აიტან, თხის რქა აზრი არ დაეკითხო;

20. თხის რქა ადამიანს იმიტომ არ შორდება, რომ აღარ ადარდებს. მიზეზი ისაა, რომ მისგან სითბოს ვეღარ გრძნობს;

21. ხანდახან უამრავი ფიქრი აწუხებს და სიტყვებს თავს ვერ უყრის;

22. მისი ბედნიერებისთვის მცირედიც კმარა: გულში ჩაკვრა, ხელების ჩაკიდება, დეტალების დამახსოვრება;

23. საკმაოდ გულწრფელია, ტყუილი ეზიზღება;

24. გულუხვია და ამავდროულად, ეგოისტიც;

25. მასზე ცუდად მოქმედებს უარყოფითი ემოციები, ინარჩუნებს პოზიტიურ ტალღას. უყვარს სასიამოვნო და რომანტიკულ გარემოში ყოფნა;

26. თხის რქა ის გრძნობა დღემდე ახსოვს, თქვენთან პირველი საუბრისას რომ დაეუფლა;

27. იმას აკეთებს, რაც სურს, მთავარია მის მორალში ჯდებოდეს;

28. თხის რქა მოთმინების ძაფი ძალიან წვრილია შეუგნებელ ხალხთან;

29. უკმაყოფილო, კრიტიკული ხალხი აღიზიანებს;

30. კარგი მოტივატორია. დაგარწმუნებს, რომ მიუღწეველი არაფერია. თხის რქა სურს, მის გვერდით მყოფი ადამიანები ბედნიერები იყვნენ.

imageმერწყული

*

1. როდესაც მერწყული ცუდ განწყობაზეა, ჯობია არ დაელაპარაკოთ, რადგან ამან შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს;

2. მერწყულები ყოველთვის ცდილობენ გვირაბის ბოლოში სინათლის დანახვას, ყველაზე ცუდ პერიოდშიც კი;

3. მერწყულები უგულო, ზოგჯერ გულგრილი, მაგრამ გულწრფელი და პატიოსანი ადამიანები არიან;

4. მერწყულები, ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის ასრულებენ პირობას;

5. როდესაც მერწყულს უყვარს, ეს ყოველთვის გულწრფელი სიყვარულია;

6. თავდაპირველად მერწყული შეიძლება მორცხვი ჩანდეს, მაგრამ როდესაც მას გაიცნობთ, ეს ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდება მჟღერი ხმით და მხიარული განწყობით;

7. თუ ერთხელ მოატყუებთ მერწყულს, მეტი აღარ გენდობიან;

8. მერწყული არავისგან არაფერს არ მალავს. თუ რამე აზრი აქვს, ის მას გამოთქვამს;

9. მერწყული ყველაფერს თავის თავზე იღებს;

10. შეგიძლიათ მერწყულს თავი დაადოთ მხარზე და იტიროთ. ის ყოველთვის მზად არის თქვენს მოსასმენად;

11. გულგატეხილი მერწყული ისე მოიქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა;

12. მერწყული შეიძლება მოწყვეტილი და განცალკევებული აღმოჩნდეს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრი ზრუნვა და მიჯაჭვულობა შეუძლია;

13. თუ გააბრაზეთ მერწყული, მერე ინანებთ ამას;

14. მერწყულები თავის გონებას სხვა ადამიანებზე მეტად იყენებენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები არიან, მაგრამ ხშირად ზედმეტად ბევრს ფიქრობენ;

15. მერწყული – ხაზს გადაგისვამთ, შეგიძულებთ ან შეგიყვარებთ დრამის მოწყობის გარეშე;

16. მერწყულები ძირითადად მეგობრული და კეთილი ადამიანები არიან, მაგრამ მკაცრი გამომეტყველება აქვთ, რომელიც გაფიქრებინებთ, რომ ყოველთვის უხეში არიან;

17. როგორც კი უპატივცემულოდ მოეპყრობით მერწყულს, ის გადაგზახავთ თავისი ცხოვრებიდან;

18. მერწყულებს არ აკლიათ ემოციები, ისინი უბრალოდ ცდილობენ თავისი ემოციების განცალკევებას საგნების და სიტუაციების უმეტესობისგან;

19. მერწყულებს შეუძლიათ გაცნობის მომენტშივე იგრძნონ, დაუმეგობრდებიან თუ არა ადამიანს;

20. მერწყულები იმდენად მდიდარ და რთულ ფანტაზიას ფლობენ, რომ ზოგჯერ მათ უჭირთ იმის ახსნა, თუ რას გრძნობენ და ხედავენ;

imageთევზები

*

1. ყველაზე უწყინარი, უჭკვიანესი, გენიალური მომხიბვლელი;

2. ყველაზე კეთილშობილი, მეგობრული, ინტელექტის მაღალი დონის მქონე;

3. წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებული და უძლიერესი ინტუიციის მქონეა;

4. ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი, საოცნებო თანამშრომელი, მეუღლე და შვილი;

5. მშვიდობისმყოფელი ნამდვილი დალაი ლამა;

6. ყველაზე მგრძნობიარე, ყველაფერს აკეთებს რომ მის გარშემო ყველა ბედნიერი იყოს;

7. მათთან ურთიერთობა მარტივია, არავის დასცინის, არ განიხილავს და არ მიუთითებს ნაკლზე;

8. უყვარს საკუთარი ახლობლების გახარება, მუდამ ყურადღებით და ზრუნვით ავსებს;

9. რბილი ხასიათის მიუხედავად საშინლად ფხუკიანია და სოციუმისგან განსხვავებულია;

10. თევზებმა თუ მოინდომა და ერთი გაფხუკიანდა, ჯიბრზე სულ დინების საწინააღმდეგოდ დაიწყებს ცურვას, იმის დასამტკიცებლად, რომ მას ბევრი რამის მიღწევა შეუძლია დამოუკიდებლად, მაშინაც კი, როცა სულ მარტოა;

11. შეიძლება სახე სევდიანი აქვს, მაგრამ გული აქვს იმდენად ამტანი, ნებისმიერ ტკივილს გარდაქმნის და გაძლიერდება;

12. თევზების მოთმინების უნარის წყალობითაა რომ ბევრს ითმენს, თორემ ერთ დღესაც რომ დაფიქრდება ამას ნერვები რატომ უნდა შევაჭამოვო, მერე არ გაგიკვირდეთ დამშვიდობების გარეშე თუ გაუჩინარდეს;

13. მისმა წყნარმა გამოხედვამ არ მოგატყუოთ, თევზები იმაზე მეტს ხვდება, ვიდრე შენ წარმოგიდგენია და იმაზე მეტს აზროვნებს, შენ შეიძლება ვერც კი"გაქაჩო";

14. თევზები არაა ზარმაცი, უბრალოდ ბოლოსთვის უყვარს საქმის შემონახვა და რატომაც არა, თუ ერთ საათში გააკეთებს იმას, რასაც შენ მთელი დღე მოანდომებ.

*

*

წყარო: horoskopi.ge ზოდიაქო Club ასტროლოგიური ფაქტები


0
316
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0