x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
მნიშვნელოვანი ფაქტები მასონების შესახებ
ჩვენ ყველას გვსმენია ახალი მსოფლიო წესრიგის (NWO) მიხედვით გლობალური ბატონობის შესახებ, ასევე მასონების შესახებაც გარკვეული სამოყვარულო დონეზე ინფორმაცია მოგვეპოვება, მაგრამ რამდენმა ჩვენგანმა იცის მათი ზუსტი დანიშნულების შესახებ?
ქვისმთლელთა საძმო არის ერთ–ერთი უძველესი და უდიდესი საძმო მსოფლიოში. სინამდვილეში, ეს საზოგადოება არც ისე საიდუმლოა როგორც ბევრ ჩვენგანს წარმოუდგენია.
image
მასონები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი უმთავრესი მიზანი და დანიშნულებაა გახადონ ხალხი უფრო უკეთესი, ვიდრე აქამდე, ხოლო მათი მეგობრობის წყალობით და სიყვარულის იდეალებით საუკუნეების მანძილზე გადარჩნენ, თუნდაც ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ, სამხედრო თუ რელიგიურ კონფლიქტებში.
მასონობა - ეს არ არის უბრალოდ შეხვედრა ან თაყვანისცემის ადგილი. ეს არ არის რელიგია, როგორც ბევრი ფიქრობს, საძმო არ ასწავლის რელიგიური ფილოსოფიას. მაგრამ მაინც არსებობს უამრავი კითხვა ამ საძმოს შესახებ.
1. მასონების რიცხვი მთელ მსოფლიოში დაახლოებით 5 მილიონამდეა (აქედან დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 480 ათასი და 2 მილიონი აშშ).
image
2. ბევრი მიიჩნევს, რომ მასონობა ეს არის საიდუმლო საზოგადოება, მაგრამ ეს ასე არ არის. მასონებს თავისუფლად შეუძლიათ განაცხადონ თავის საკუთრების შესახებ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ცხადი გახადონ ორდენის საიდუმლოებები.
image
3. მასონებითვის საყოველთაოდ მიღებული თარიღი არის 1717 წლის 24 ივნისი, როდესაც შეიქმნა ლონდონის დიადი ლოჟა. ამ დროიდან მოყოლებული დიადი ლოჟა გახდა მმართველი დანარჩენი სხვა ლოჟების.
image
4. მასონთა საზოგადოება იყენებს მეთოდებს და ქვისმთლელთა ინსტრუმენტებს მორალის პრინციპების, მეგობრობის და ძმური სიყვარულის ასახსნელად. ამიტომ საზოგადოების ძირითად სიმბოლოებად გვევლინება ფარგალი და გონიო.
image
5. ზოგადად ითვლება, რომ მასონები იყენებენ სიმბოლოებს მათი საქმიანობის კლასიფიკაციისთვის. ამასთან, ეს სიმბოლოები საძმოს ფორმირების ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჩნდა, როდესაც მისი მრავალი წევრი ვერც კი ახერხებდა მის ამოკითხვას. უხვი სიმბოლიკა საძმოს გაკვეთილების შეხსენებად იქცა.
image
6. ყველაზე ძველ მასონურ სიმბოლოებად შეგვიძლია დავასახელოთ ფარგალი და გონიო. ის ასევე არის ყველაზე მრავალმხრივი ცნობადი ნიშანი, თუმცა მისი ზუსტი მნიშვნელობები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია.
image
7. მასონური ლოჟა არ არის მხოლოდ შენობის სახელი, არამედ ხალხის ჯგუფი, რომელიც შეხვედრებს მართავს ამ შენობაში. თითოეული ლოჟა იღებს წერილებს დიადი ლოჟიდან, მაგრამ ძირითადად მაინც ვრცელდება თვითმმართველობის პრინციპი. შეხვედრების ჩატარების არც ერთი ცერემონია არ არსებობს, ხოლო რიტუალები კი განსხვავდება.
image
8. შეუძლებელია მასონი გახდეს ათეისტი. ძირითადი მოთხოვნა პოტენციური წევრების მიმართ არის რომელიმე უმაღლესი ძალის რწმენა.
image
9. არსებობს მასონობის ორი ცნობილი მიმართულება: რეგულარული, რომელსაც განაგებს ინგლისის დიადი ლოჟა და ლიბერალური, რომელიც წარმოდგენილია საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთის მიერ.
image
10. მასონები, როგორც წესი, ერთმანეთს ცნობენ სხვადასხვა "საიდუმლო" ნიშნით, მაგალითად ბეჭდები მასონური ემბლემით, პატჩები ტანსაცმელზე და ასევე ცნობილი მასონური ხელის ჩამორთმევა (ხელის ჩამორთმევის დროს ცერა თითის შეხებით), თუმცა ეს უკანასკნელი ძირითადად ეხება მაინც სან-ფრანცისკოს და ვაშინგტონის მასონებს.
image
11. 2011 წელს ნორვეგიაში მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ავტორი ანდერს ბრეივიკი პრაქტიკული მასონი იყო.
image
12. მასონებს აქვთ წესი – არ მისცენ საწინააღმდეგო ჩვენება მასონის წინააღმდეგ. ისინი თვლიან რომ ეს შეიძლება გახდეს სიცრუის მიზეზიც, მაგრამ არ დაიცვა შენიანი – ეს უფრო დიდი ცოდვაა მათთვის.
image
13. არ არსებობს არცერთი ადამიანი, ყველა მასონის აზრთა გამომხატველი. საძმო შედგება ხალხიდან და მრავალი ორგანიზაციიდან, რომლებიც ემორჩილებიან თავის ტერიტორიულ დიად ლოჟებს. არცერთ მათგანს არ შეუძლია ილაპარაკოს ყველა მასონის სახელით. ეს პირდაპირი მოვალეობაა ლოჟების, რომელიც მათ აერთიანებს.
image
14. კავშირი არსებობს მასონებსა და თავისუფლების ქანდაკებას შორის. ავტორი ქანდაკების ფრედერიკ ბარტოლდი მასონი იყო.
image
15. ქვისმთლელები გამოიყენებდნენ საიდუმლო ხელის ჟესტიკულაციას და პაროლებს, რათა გამოერჩიათ საკუთარი თავი უცხო ხალხისაგან, ამით ორდენის საიდუმლოებები შეინარჩუნეს. ამჟამად ეს რიტუალები უკავშირდება მასონებს.
image
16. ასტრონავტი ბას ოლდრინი იყო ტეხასის № 1417 ლოჟა "სუფთა ტბის" წევრი. მან პილოტირება მოახდინა მთვარის მოდულის "აპოლო 11"–ზე ადამიანის მთვარეზე პირველად მოგზაურობს დროს. მთვარეზე დაშვებისას მან განსაკუთრებული დავალება მიიღო თავისი დიდი ოსტატისგან – მთვარე ტეხასის დიადი ლოჟის ტერიტორიულ იურისდიქციად გამოცხადდეს. ჯონ გლენიც ასევე მასონი გახლდათ.
image
17. მრავალთა შორის ყველაზე ცნობილი მასონები არიან: ჩარლზ დარვინი, მარკ ტვენი, უინსტონ ჩერჩილი, ბენჟამინ ფრანკლინი და შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი.
image
18. შეთქმულების თეორიის მომხრეები მასონების ასოცირებას ახდენენ ილუმინატებთან, მაგრამ ეს არ არის ბოლომდე მართალი, რადგან ილუმინატების საზოგადოებაც ისეთივე ფარულია, რომ ზოგიერთებს მათი არსებობის არც ჯერავთ, ხოლო მასონები ამ მხრივ თავისუფლები არიან და მათ შეუძლიათ თავიანთი არსებობის შესახებ განაცხადონ.
image
19. ჰიტლერს სჯეროდა რომ მასონებს ებრაელები მართავდნენ. ნაცისტების რეჟიმის პერიოდში ამ ნიშნით განადგურდა 80–დან 200 ათასამდე მასონი.
image
20. შეერთებულ შტატებში ისევე როგორც ევროპაში ქალებს არ შეუძლიათ გახდნენ მასონები, თუმცა მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ ინიცირება მოახდინონ.
image
21. არსებითად მასონობაში და ასევე სხვა საზოგადოებებშიც დევს მზის თაყვანისცემა.
image
22. შეერთებული შტატების მასონობის მრავალფეროვნება მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზაციის წევრებს ნებისმიერი ფორმით შეუძლიათ სწამდეს ღმერთის.
image
23. მასონური ტაძარი ილინოისის შტატში, ქალაქ ჩიკაგოში აშენდა 1892 წელს. თავის დროზე ის იყო ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში – 22 სართულის სიმაღლე გააჩნია.
image
24. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, ჯარისკაცებმა, რომლებიც საბრძოლო მხარეებს წარმოადგენდნენ და რომლებიც ასევე მასონები იყვნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ ომის პერიოდში და ერთმანეთის ბევრი სიცოცხლე გადაარჩინეს. ომის დროსაც კი, ძმობის მასონური ლოიალობა არ დასუსტებულა.
image
4
289
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
289
  
3 მარტი, 16:44
ბუნებრივია,ქალებს და კაცებს ცალ-ცალკე ლოჟები გააჩნიათ. რაც შეეხება ათეისტებს, ბევრმა ლოჟამ დაუშვა მათ რიგებში ათეისტების მიღება.მეტწილად კი,გეთანხმებით, მოთხოვნებში რჩება სამყაროს შემოქმედის რაიმე სახით რწმენა.
ქალებს აქვთ თავიანთი ლოჟები - კაცების ლოჟებში მათ საქმე არ აქვთ, რაც შეეხება ათეისტებს მათი შეხედულებები და ფილოსოფია მასონურთან შორს დგას ამიტომაც მასთან საძმოს საქმე არ აქვს.
3 მარტი, 10:00
თანამედროვე მასონურ ლოჟებში უკვე დაშვებულია ქალების მიღებაც და ასევე ათეისტებისაც
3 მარტი, 2:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4