x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
უძველესი ცივილიზაციების კვალი ანტარქტიდაზე

image

ანტარქტიდაზე ბოლო დროს კვლევებმა ინტერესი მიიპყრო, აღმოაჩინეს 3 ცალი წაგრძელებულ თავისქალიანი ჩონჩხი, ასევე ცხოველების გენეტიკური მასალები და სხვა. ასევე ალბათ გახსოვთ რომ ბოლო წლებში ბრიტანელებმა აღმაოჩინეს დიდი გვირაბი ყინულების ქვეშ, რომლის სიმაღლეც 250 მეტრია, ხოლო სიგრძე 100 კმ.
როგორც მაშინ თქვეს მათი აზრით ყინულქვეშ გვირაბების მთელი ქსელია გამოჭრილი. ეს აღმოჩენა სატელიტური ფოტოსესიის დახმარებით და თვითმფრინავების რადარული სკანირებით მოხდა. ექსპერტების აზრით გვირაბის ტექნიკური პარამეტრები გამორიცხავს მათ ბუნებრივობას. მათ აქვთ მკვეთრად გამოჭრილი კონტურები, რაც მიანიშნებს მათ ხელოვნურად შექმნაზე. მათ შესაქმნელად საჭირო იქნებოდა ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც ჯერ არ აქვს კაცობრიობას.
ბრიტანელების აზრით ყველაზე დიდი გვირაბი მიდის უძველეს მიტოვებულ ქალაქთან ყინულის ქვეშ, რომელზეც დადის ლეგენდები. მეცნიერებმა სცადეს ამ გვირაბებში გზის გაკვლევა მაგრამ არ გამოუვიდათ. ყოველ შემთხვევაში სახალხოდ ასე დაწერეს. რა იპოვეს სინამდვილეში კი უცნობია, საერთოდ ანტარქტიდა იმდენად ძნელად მისადგომია რომ ადვილად მანიპულირებენ ნებისმიერი ინფორმაციით რომლის გადამოწმებაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის თითქმის შეუძლებელია. არ მოიპოვება დასურათებული მასალაც, ან ზოგი მათგანი არაინფორმატიულია. უკვე ბევრი ექსპედიცია ჩატარდა და ბევრი რამე იპოვეს მაგრამ ჩვენამდე არ მოდის რეალური ინფორმაცია.
თუმცა დროდადრო ყინულის ფენები კლებულობს ხოლმე სხვადასხვა ადგილას და ზოგჯერ მიწის ფენებსაც კი გამოაჩენს რაც მანამდე ყინულის ქვეშ იყო შემდეგ კი ისევ იფარება თოვლით და ყინულით, როგორც უდაბნოში ქარის დროს ქვიშის ფენები ცვლიან სურათს რადიკალურად. ანტარტქიდაზე უამრავი ყინულქვეშა მდინარე და ტბა არის, ასევე გვირაბებიც, ისინი ძირითადად წყლის ქვეშ არიან მოქცეული.
დაახლოებით მსგავსი კვლევები ანტარქტიდაზე ბევრად ადრე დაიწყო ვიდრე ჩვენს ისტორიის წიგნებში წერია. ნაცისტების ერთერთი ყველაზე საიდუმლო მიმართულება ამ ყინულოვანი კონტინენტის კვლევა და ათვისება იყო. მათ სჯეროდათ რომ უძველეს არიელებს -ანტარქტიდაზე იპოვიდნენ, ამიტომ გამალებით ეძებდენ აქ ნებისმიერ უძველეს ცივილიზაციების კვალს. როგორც წიგნის ავტორი აღგვიწერს ამ კონტინენტის გამიზნული კვლევებისთვის მსვლელობები ნაცისტებმა 1935 წელს დაიწყეს.
პირველად ექსპედიციებში მათ აღდგომის კუნძულები აღმოაჩინეს, შემდეგ ჰქონდათ ვერსია რომ ეს მოაის ქანდაკებები თეთრმა რასამ დატოვა და ამ რასის კვალის ძიება ანტარქტიდაზე დაიწყეს. როდესაც ისინი კონტინენტის ერთერთ ნაპირს მიადგნენ იქ დაარსეს ერთერთი პირველი სადგური ეხლა ცნობილია სახელით "სან მარტინი" და ისევ განაგძეს გემებმა გზა. ამ სადგურიდან მათი მზვერავი თვითმფრნავები გამუდმებით მიფრინავდენ გამოსადეგი ადგილების დასაზვერად. მათ იპოვეს ოაზისი, რომელიც უბრალოდ ოაზისი არ იყო, როდესაც სურათები გაამჟღავნეს ჩანდა რაღაც ნაგებობების კვალი. შემდეგ როცა შეისწავლეს სურათები მიხვდნენ რომ ეს იყო პატარა ქალაქის რუინები შემორტყმული კლდეებით და მთებით. მათ გადაწყვიტეს წასულიყვნენ უკვე ორი თვითმფრინავით დასაჯდომად.
ისინი ცენტრალურ გზაზე დაჯდნენ რომელიც ისეთი სიგანის იყო რომ პატარა ასაფრენ ზოლად გამოდგებოდა. ეს იყო მკდარი ქალაქი, შენობების ნანგრევები, სხვადასხვა საფანჯრე და საკარებე ადგილებით დარჩენილი, კიბის საფეხურები, შავი ობელისკები. მიწაზე სადაც ისინი იდგნენ ვერ ხვდებოდნენ ხელოვნურად დამუშავებული კლდე იყო თუ ქვის ბლოკები ერთმანეთთან იდეალურად მიბჯენილი. ქალაქში ჩანდა საფეხურებიანი ტაძარი აცტეკების პირამიდის მსგასი. ქალაქი შედგებოდა ქვის სახლებისგან, ზოგი განადგურებული იყო, ზოგი გადარჩენილი, კვარტლები მართკუთხა ფორმით იყო განლაგებული. ცენტრალური ქუჩა რომელიც ასაფრენ ზოლად გამოიყენეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა, ქუჩის ერთი ბოლო საფეხურებიან პირამიდის მსგავს ტაძრამდე მიდიოდა, ხოლო მეორე რაღაც დიდ შენობამდე რომელსაც სასახლე უწოდეს პირობითად. ტაძრის წინ მოედანზე იდგა გრძელი შავი ობელისკი, დაფარული ნახატებით და ნაწერებით. მეცნიერები იეროგლიფებს ელოდებოდნენ თუმცა აღმოჩნდა რაღაც გაურკვეველი ალფავიტი, გერმანელებმა რუნებს მიამსგასეს მაგრამ ვერაფერი გაუგეს.
მოედნის კიდეებში იდგა ოთხი დიდი სკულპტურა გოლიათური ზომის. ტაძარს შესასვლელი ვერ უპოვეს. ცენტრალურ ქუჩის პერპედიკულარულად იყო მეორე ქუჩაც, როდესაც ამ ქუჩას გაუყვნენ ბოლომდე ის მიდიოდა პატარა გვირაბში, რომლის დასაწყისშიც იდგა ორი ქვის ობელისკი. ისინი შევიდენ გვირაბში სადაც ნახეს რომ პოლზე ორი ჩაღრმავებული კანაო მიუყვებოდა როგორც სარელსე ადგილი, კედლებს კი უცანური ორნამეტი მიუყვებოდა გადახლართული ხაზებისგან. გვირაბი გაუვალი იყო და გადაწყვიტეს გამოსაკვლევად შემდგომში დაბრუნებულიყვნენ. უძველესი ქალაქის დათარიღება ვერ შეძლეს. ამ ქალაქს გერმანელებმა პირობითად ეაროდრომი უწოდეს და გადადეს შემდგომი კვლევებისთვის ამ კლდოვან ხეობაში დაბრუნება.
ამ დროს გემებმა, რომლებიც კონტინენტის ნაპირებს მიუყვებოდნენ, მალე აღმოაჩინეს თბილი დინება, რომელიც ყინულების ქვეშიდან გამოდიოდა, ასევე ჩამქრალი ვულკანი რომლის შორიახლოსაც ეს დინება იყო. აქ იპოვეს მათ პირველად გიგანტური ყინულქვეშა გვირაბები რომლებითაც შიგნით შევიდნენ როდესაც უკვე წყალქვეშა გემებით იყვნენ მომზადებული. შიგნით იყო დიდი ტბები, ხოლო ამ ტბების ქვეშ მღვიმეების კიდევ ერთი საფეხური ცარიელა ადგილები სადაც დასახლება შეიძლებოდა, ფატიურად იდეალური ადგილი ბაზის ასაშენებლად.
image
გასათვალისწინებელია ის ბოლო აღმოჩენა, რომელიც რუსებმა ეხლა ბოლო წლებში გააკეთეს, მათ აღმოაჩინეს ანტარქტიდაზე მიწისქვეშა ტბა და იმის ქვეშ კიდევ დინებით უკავშირდება იმის ქვედა კარსტულ მღვიმეებსო, სწორედ იგივინაირი სისტემები აღმოაჩინეს მაშინაც გერმანელებმა. სადაც დიდი ცარიელი ადგილები ნახეს იქ მომავალში განათავსეს გერმანელბმა თავიანთი ბაზები და მაგ ადგილს ვალჰალა დაარქვეს, თუმცა საინტერესო სულ სხვა რამე იყო აქ.
ერთერთ ასეთ მღვიმეში აქაც წააწყდნენ ადამიანურ კვალს, ერთ-ერთი მღვიმის შესასვლელთან იდგა ორი ობელისკი ნაწერებით. აქ გადმოგზავნილი იქნენ ის მკვლევარები რომლებმაც მკვდარი ქალაქი უკვე აღმოაჩინეს და სპელეოლოგბთან ერთად ამ მღვიმეების კვლევას შეუდგნენ. ამ მღვიმეებში ბევრი ცარელა ადგილი აღმოაჩინეს და ნაყოფიერი მიწაც კი, მაგრამ არანაირი მცენარეულობა არ იყო მზის სინათლის არ არსებობის გამო. შემდეგ მოხდა უფრო საინტერესო, მღვიმეების ბოლოში იპოვეს შახტა, რომელიც ქვემოთ მიდიოდა, მის შესასვლელთან იდგა ქვის სტატუა - ოთხფეხა ფრთებიანი ცხოველის ლომის მსგვსი. ამ დღეებში მთელი ხალხი გრიპის ვირუსმა მოიცვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ შახტაში გაგზავნეს მკვლევარები, მაგრამ ისინი არ დაბრუნდენ, შემდეგ მეორე ჯგუფი გაგზავნეს რომლებმაც ისინი დახოცილები იპოვეს თუმცა მიზეზები ვერ დაადგინეს, მეორე ჯგუფის სიღრმეში გაგზავნის შემდეგ როდესაც ისინის დაიკარგნენ სულ 17 ადამიანი დაიკარგა ანუ დაიღუპა გაურკვეველი მიზეზით, ამის მერე შეწყვიტეს მაგ შახტის კვლევა.
ამ დროს უკვე დაიწყეს გერმანელებმა ამ ადგილის ზემოდან კვლევაც, იმავე დროს ქვედა მღვიმეებიდან ეძებდენ ამოსასვლელს ზემოთ. ამ მღვიმეების თავზე მათ იპოვე მსგავსი მიტოვებული ქალაქი როგორიც მანამდე აღმოაჩინეს, ოღონდ ეს უფრო მეტად იყო დაზიანებული და თოვლით დაფარული, ამიტომ ზემოდან შორი ხედიდან არაფერი არ ჩანდა. აქ შექმნეს მეორე პოლარული სადგური. ამ ქალაქშიც იპოვეს ერთი მსგავი გვირაბი კანაოებით და კედლის უზორებით, რომელიც უკავშირდებოდა მათ მიერ უკვე აღმოჩენილ ქვედა კარსტულ მღვიმეებს, ანუ ქვედა და ზედა ადგილები დაკავშირებული იყო ერთმანთთან.
ეს ექსპედიციები ზოგჯერ მიადგებოდა ისეთ ადგილებს სადაც ხდებოდა უცნაური მოვლენები და ამოუხსნელი ფაქტბი, სხვადასხვა გაურკვეველ მოვლენებთან ერთად კვდებოდენ ადამიანები და იკარგებოდენ თვითმფრინავები, თუმცა ნაცისტებს ეს არ აშინებდათ და სხვა ადგილას აგრძელებდენ ხოლმე კვლევებს, ასე აღმოაჩინეს მათ ზემოთ აღწერილი ადგილები სადაც შემდგოში თავიანთი ბაზები განათავსეს, რომლებიც ფუნქციონირებდა ნახევარი საუკუნის წინ, მაგ ადგილებს ახალი შვაბია უწოდეს. იქვე გააკეთეს დიდი მადნის კარიერი, რომლითაც ომის პერიოდში მარაგდებოდა გერმანია.
რაც შეეხება ადმირალ ბერდის ექსპედიციას, მათ დავალებული ჰქონდათ გერმანელების ბაზის პოვნა და განადგურება, თუმცა ნაცისტები მომზადებული დახვდენენ და ალყაში მოაქციეს ისინი, თავიანთი ტექნიკის დემონსტრაციით დააშინეს და საბოლოოდ უკან გაუშვეს მოლაპარაკებების წყალობით. ამერიკელებმა რა თქმა უნდა ამის შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაცია გაავრცელეს. ბერდი რამდენიმე წელი საგიჟეთშიც ჩასვეს რომ მისთვის ჟურნალისტებს აღარ დაეჯერებინათ.
ასევე ავტორი ეხება ჟაკ-ივ კუსტოს ისტორიასაც, ერთ დროს ის თანამშრომლობდა ფრანგულ დაზვერვასთან და დავალებული ჰქონდა ეპოვნა ანტარქტიდაზე გერმანული ბაზები. თუმცა კუსტომ ვიდრე ბაზების კვალს დაადგებოდა საინტერესო რამე იპოვე - ერთერთი დიდი მიწისქვეშა გვირაბი რომელიც ასევე შიგნით შედიოდა სხვა კარსტულ მღვიმეებთან, იქ კი სიცარიელე და ტბა იყო, ეს დიდი აღმოჩენა იყო კუსტოსთვის და კარგად იკვლევდენ ამ ადგილს, ტბა იმდენად ამოუცნობი იყო რომ ეშინოდათ კიდევაც მისი, ერთ დღეს მან ნათება დაიწყო, რომელიც ვერავინ ვერ ახსნა რითი იყო გამოწვეული, ასევე ტბაში ქვემოდან დინება ამოდიოდა.
საინტერესო რაც იყო აქ ტბის ნაპირზე იდგა ორი ობელისკი, ერთი მათგანი კუსტომ უბრძანა რომ საფრანგეთში წაეღოთ, მაგრამ ვერანაირი იქ არსებული ტექიკით ვერ მოხსნეს იგი ადგილიდან და დაანებეს თავი. გვირაბების ქსელში კუსტოს ჯგუფმა იპოვა ერთერთი ისეთი გვირაბი რომელიც სიღრმეში მიდოდა, მის წინ კი ფრთიანი ლომის მსგავსი ცხოველის ქვის სტატუა იდგა. პირველი ჯგუფის გაგზავნის შემდეგ რომელიც არ დაბრუნდა მეორე ჯგუფი გააგზავნეს, მათ ისინი მკვდები იპოვნეს და მათი გამოტანაც ვერ მოახერხეს ისე წამოვიდნენ უკან. ამ ექსპედიციიდან 5 ადამიანი დაიკარგა და დაიხოცა გაურკვევლად ამ გვირაბში, ამის გათვალისწინებით კუსტოს იქ აღარავინ გაუგზავნია.
image
XX საუკუნის მეორე ნახევარში ანტარქტიდის ოაზისის საკვლევად რუსებმაც მოიცალეს. მათი აღწერით აღმოჩენილი ოაზისი 4-5 ათას კვ.კმ.-ს შეადგენდა, ტბა ოაზისში ტემპერატურას ასტაბილურებდა და ათბობდა. ტბის შორი ახლოს იპოვეს ნაგებობები ბეტონისგან როგორც აღწერეს ზემოდან გადაღებილი შენიღბვის მიზნით. ადამიანური კვალი ყველგან იყო. მეორე დღეს რუსებმა გვირაბიც იპოვეს და იქ შესვლისას ეს უკანასკნელი აფეთქდა ჩამოინგრა და მოკვდა იქ 3 ადამიანი. მათ გადაწყვიტეს ექსპედიცია გადაეტანათ და რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუდნენ შეაიარაღებულები ტექნიკით, თუმცა აღარც ტბა დახვდათ, აღარც ოაზისი და ის ადგილიც საერთოდ ვეღარ იპოვეს, როგორც ჩანს ყინულმა და თოვლმა ყველაფერი გადაფარა.
შემდგომში რუსულმა დაზვერვამ შეიტყო ინფორმაცია კუსტოს ექსპედიციიდან და 1979 წელს ამ ადგილის გამოსაკვლევად გადმოგზავნილი იყო 3 გემი, მას შემდეგ რაც წყალქვეშა დინებები აღმოაჩინეს, წყალქვეშა ნავებით შევიდნენ კარსტულ მღვიმეებში და ადვილად იპოვეს ოდესღაც კუსტოს ექსპედიციის ადგილი. მათაც იპოვეს ის გვირაბი რომლიც სტატუასთან იწყებოდა და მის სირრმეში შეღწევა სცადეს. ისინი აღწერდნენ: ყველას უკვირდა კარგად დამუშავებული კედლები გვირაბში, თითქოს მათ დიდი ხანია ამუშავებდენ. მათ იპოვეს ფრანგული ექსპედიციის წევრების ჩონჩხები გვირაბში და გააგრძელეს გზა, ნახევარ კილომეტრში მათ ქვის ბლოკი დახვდათ ჩახერგილი გვირაბში. დინამიტით სცადეს აეფეთქებინათ ეს ქვა, თუმცა დინამიტმა ვერაფერი უყო მას, ისევე როგორ გვირაბის კედლებიდან ერთი ქვაც არ ჩმოვარდნილა აფეთქებისას. მოკლედ ჩათვალეს რომ ეს ქვის ბლოკი არაა და რაღაც გაურკვეველი მასალაა, რომლსაც ვერაფერს უზავენ და წამოვინენ უკან.
ყველა ეს ექსპედიციაები არ იქნა გასაჯაროებული და შეიძლება კიდევ იყო სხვებიც რომლებზეც ჩვენ არაფერი ვიცით. ერთი რამ ცნობილია რომ ანტარქტიდის ძეგლები ხალხისთვის ოფიციალურად ჯერ კიდევ აღმოუჩენელია.
*
*
*
0
181
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0