x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ასეთ კაცებზე იდგა საქართველო: თედო სახოკიას ნაამბობი დავით სარაჯიშვილზე

image
"ერთხელ, მეუღლე ცუდად გახდა და აუცილებელი იყო მისი ექიმთან ვიზიტი, მაგრამ, სამწუხაროდ იმხნად ფული არ მქონდა, გადავწყვიტე დავით სარაჯიშვილისაგან სესხის აღება და გავეშურე, როდესაც მასთან მივედი, დავითი სტუმრებთან: ილია ჭავჭავაძე, იაკობ მანსვეტაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, - ნარდს თამაშობდა, მივესალმე მათ და ცოტა ხანში გამოვბრუნდი, შემრცხვა, ფული ვერ ვთხოვე...




კიბეებზე რომ დავეშვი, დავითის ხმა მომესმა: "თედო, ცოტა ხნით დამელოდე", ჩამოვიდა, "ხომ არაფერი გიჭირს!"..."არა-თქო", ჯიბიდან 100 თუმანი ამოიღო და გამომიწოდა, - "ეს წაიღე, დაგჭირდება" - გახარებულმა ფული გამოვართვი და მეუღლე ექიმთან წავიყვანე.




ერთი კვირის შემდეგ, ფულის დასაბრუნებლად დავითთან მივედი, სარაჯიშვილმა გაიღიმა და მითხრა: "თედო, ჩემდენი ფული რომ გექნება, მაშინ დამიბრუნე, იმ დღეს რომ შემოგხედე, მივხვდი, რაღაც გიჭირდა"...- თედო სახოკია (ქართველი ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, ფოლკლორისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და პედაგოგი)

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0