x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გელა ზედელაშვილი: მისტერ ,,მუსტანგის'' პატიოსნური აფიორა!

image

ჩვენში წესად იქცა, ჩათლახმა პატიოსნებაზე ილაპარაკოს, ბოზმა პატიოსანს ბოზი ეძახოს, ინდაურმა იადვოკატოს, კრეტინმა განათლების საკითხებზე იმუშაოს, აბუეტმა კულტურის საკითხები განიხილოს, ჭკუას აცდენილმა ქვეყნის ეკონიმიკის გაორმაგებაზე ტელევიზორში იმსჯელოს.
აგერ საუკეთესო მაგალითი, გუშინ მამუკი ხაზარაძეს “წამოუწვენია'', ზამთარში გამოსახლება დაუშვებელია, ჩემ დროს ეგეთი რაღაცები არ ხდებოდაო.
(აქ უნდა გავიცინოთ, სავალდებულოა!)
ამოცანა გვეკითხება: რას ნიშნავს “ჩემ დროს''? როდის იყო მისი დრო, სააკაშვილის ზეობის ხანაში?
კაი, ჯანდაბას, თავის არეულ დროს თვითონ მიხედოს, მაგრამ ამოცანა ისევ გვეკითხება, არ გვასვენებს: ზამთარში გამოსახლება არ შეიძლება და ზაფხულში შეიძლება? თვითონ ზამთრის გარდა ყველა დროში ასახლებდა?
მე არ ვიცი, კეკელიძის ქუჩაზე დატრიალებულ “გაწი-გამოწიში'' ვინ მტყუანია და ვინ მართალი, მე ერთი ვიცი - თუ ისესხე, უნდა დააბრუნო კიდევაც, თუ ვერ აბრუნებ (ასეც ხდება), ეცადო, სარფიან გარიგებაზე წახვიდე, ამ დროს ვირზე შეჯდომა დამღუპველია. ესაო, უკანონო გამოსახლება იყოო. რანაირად იყო უკანონო გამოსახლება, როცა პოლიციას სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭირა ხელში?
ჰოდა, იმის თქმა მინდოდა... ბატონ მამუკის ეგრევე ამოუყარეს, რამდენი ადამიანი ჰყავს “თავის დროს'' გამოსახლებული და რამდენი ქონება აქვს “თავის დროს'' წაღებული. ეს არ გახლავთ ერთი, ორი და სამი, ეს არის ასობით და ათასობით.
წარმოგიდგენიათ? ასობით და ათასობით! მე ახლა მოგიყვებით, როგორი “პრინციპულია'' მისტერ “მუსტანგი'' თავისი საბანკო პოზიციებიდან, მხოლოდ იმას მოვყვები, როგორ მიანგარიშა მისმა კანტორამ ვალის დაბრუნება.
მართალია, ჩემი ვალი სხვა ვალებთან შედარებით (ალბათ) სასაცილოა, მაგრამ მე ვლაპარაკობ მიდგომაზე, წაგლეჯვასა და დამოკიდებულებაზე, ანუ იმაზე, როგორ ლაპარაკობს ჩათლახი პატიოსნებაზე. ბოლო-ბოლო, ძველებმა ხომ თქვეს, აქლემის ქურდიც ქურდია და ნემსის ქურდიცო?!
“თიბისის'' ბარათი მქონდა, რომლის საშუალებითაც კაი ხანს ხაზარაძეს “ხარკს'' ვუხდიდი.
დიახ!
ეს ის ბარათია, რაღაც თანხას “საჩუქრად'' რომ დაგისვამენ ანგარიშზე, სანამ დახარჯავ, გიხარია და მერე ყოველი თვის ბოლოს თუ ვერ შეავსებ, პროცენტებს იხდი.
ამას წინებზე, როცა უკვე ძალიან ამომივიდა ყელში და მთლიანი თანხაც მოვიგდე ხელში, ეგრევე მივედი ერთ-ერთ ფილიალში ე.წ. კრედიტის გასაუქმებლად და ე.წ. “ერთგული ბარათის'' დასაჭრელად. ვიფიქრე, რაღა ხაზარაძეს ვაძლიო ყოველი თვის ბოლოს 70-80 ლარი პროცენტად, სჯობს, ჩემ შვილიშვილებს ვუყიდო კანფეტები-მეთქი და... ალბათ დამეთანხმებით, არცა ვტყუოდი. თან ამ შემთხვევაში ერთი “საინტერესო'' მომენტიც იყო - ბანკი პერიოდულად ამ ე.წ. საკრედიტო თანხას ზრდიდა, ვითომ მასაჩუქრებდა, თუ იყო 2 ათასი, ცოტა ხანში გახდა 4 ათასი, მერე 6 ათასი და აეგრე, რააა. ამ დროს შენც გიხარია, ამაყობ, რომ გენდობიან.
ჰოდა, მივედი, მივიტანე მთლიანი თანხა და ოპერატორს ასევე ამაყად განვუცხადე, რომ ამიერიდან აღარ მსურდა მამუკა ხაზარაძესთან რაიმე სახის ურთიერთობა, ახლავე, ამ წუთას ჩემ თვალწინ ბარათი დაჭერით-მეთქი. იმ წამსვე წარმოვიდგინე, როგორ გავულაწუნე ბატონ მამუკის კაუჭიან ცხვირში თავისი ბარათი და როგორ დახარა თავი შერცხვენილმა.
ოპერატორმა გოგონამ - არ არი პრობლემაო.
ძალიანაც კარგი-მეთქი! მან ჩემი მონაცემები კომპიუტერში შეიყვანა, ცოტა ხანს იჩირთიფირთა და მეუბნება, ძირითადი თანხისა და პროცენტის გარდა კიდევ 240 ლარი გექნებათ გადასახდელიო.
მე მთლიანი თანხა მოვიტანე, პროცენტსაც გადავიხდი, ეს 240 ლარი რაღაა-მეთქი? იცით, ესაო, ისაო, აისერიო, მაისერიო, მისერი და მისერო.
რა-მეთქი?
აი, მთლიანი თანხა ხო არი, მერე არი პროცენტი და კიდე იმის პროცენტიო.
ვერ გავიგე-მეთქი!
აი, ეს ხო წრე არიო? დიახ-მეთქი. ჰოდა, ლაუაზიეს კანონის, ანუ ხაზარაძის კანონის თანახმად, დამატებით 240 ლარი გაქვთ გადასახდელი, ფეხები ეტევა და ტანი ვერაო.
ვერაფერი გავიგე, მაგრამ ჯანდაბას, დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია სიმართლე-მეთქი?
ჯიბეები კარგად მოვიქექე, გონებაში მივდექ-მოვდექ და 239 ლარი მოვაგროვე.
დიახ, მეგობრებო, 6 ათასი ლარის გარდა, კიდე 239 ლარი მოვაგროვე, 1 ლარი მაინც დამაკლდა!
ოპერატორ გოგონას მივაჩერდი, რა ვქნა, მეტი არ მაქვს-მეთქი.
ჰოდა, ბარათს ვერ გავაუქმებო.
გავიჭედე! მაიცა, “საქართველოს ბანკის'' ანგარიშზე მაქვს რაღაც თანხა, 1 ლარი იქიდან წამოვიღოთ-მეთქი.
არა, წადით, სადმე მაგ ბანკის ბანკომატი იქნება, გამოიტანეთ და მოდით, დაგელოდებითო.
დამელოდები, აბა სად წახვალ-მეთქი? - გავიფიქრე გულში და წავედი. ბედი არ გინდა? გზის მეორე მხარეს იმ ბანკის ბანკომატი არ მუშაობდა. დავბრუნდი.
ერთი იდეა მაქვს, მე რომ ხშირად თანხა მეტობით შემომქონდა, ის სადღაც უნდა იყოს დაგროვილი, 1 ლარი იქიდან წამოვიღოთ-მეთქი - ვეუბნები ოპერატორ გოგონას.
არა, ეგეთი რამე არ არსებობს, თუ თანხა მეტობით შემოგქონდა, ძირითად თანხას ემატებოდაო.
კი მივხვდი, რაღაცას მატყუებდა, ან უცოდინრობით მოსდიოდა, მაგრამ რავი, მაინც თავი დავუქნიე. ბოლოს ცოლს გადავურეკე და 1 ლარი მომიტანა.
განა წუთისოფელი ერთბაშად გაახარებს ვინმეს? ოპერატორი გოგონა მეუბნება, ორ დღეში მობრძანდით და ბარათს გავაუქმებო. ახლა რა უჭირს-მეთქი? ვერაო, ორ დღეში გელოდებითო.
მივედი... ზუსტად ორ დღეში! ისევ წარმოვიდგინე, როგორ გავულაწუნე ხაზარაძეს ბარათი მოკაუჭებულ ცხვირზე.
ოპერატორმა გოგონამ მონაცემები შეამოწმა, ვიღაცას დაურეკა, ცოტა ხანს ისევ იჩირთიფირთა და ოპერატორ ბიჭთან გამაგზავნა, იქვე მეზობლად.
ოპერატორმა ბიჭმა - ბატონო გელა, მეტობით რომ თანხა შემოგქონდათ, ის არის დაგროვილი ერთ-ერთ ანგარიშზე და უნდა გაიტანოთო. ვახ, რამდენია-მეთქი?
45 ლარიო. მერე, 1 ლარზე რატომ მაწვალეთ-მეთქი? ეგ მე არ ვიციო.
კაი, არ იცი, ნუ იცი... აი, დარდი-მეთქი. გონებაში გადავიანგარიშე, 240-ს 45 გამოვაკელი და გული დამწყდა, ხაზარაძემ 195 ლარი მაინც ამახია.
არა, მე იმას კი არ ვამბობ, ვალი არ უნდა დააბრუნოთ-მეთქი, რასაკვირველია, უნდა დააბრუნოთ, მაგრამ რაღაცას რომ გახევენ, ხომ უნდა იცოდე, რას გახევენ?
ჰოდა, ახლა ესა, ეს ხაზარაძე გველაპარაკება, ჩემ დროს ეგეთები არ ხდებოდაო.
ჰა, ჰა, ჰა! ჩემ დროსო.
შენ დროს კი არა, შენ ბანკში ახლაც იგივე ხდება, რაც მუდამ ხდებოდა!
1 ლარს არავის აპატიებ, ბიჭო, 1 ლარს! 1 საათით რომ ვინმემ გადაგიცილოს, ეგრევე 20-ლარიან ჯარიმას ააკრავ! ეგ კი არა, ბოლოს 13 თეთრი ნაშთი დარჩა და ბარათი ვერ დაჭრეს, სანამ შენს რომელიღაცა ანგარიშზე არ დასვეს, ამის გამო კიდე 1 საათი მალოდინეს. 13 თეთრი, გესმის?!
P.S. “მუსტანგი'' რაღა შუაშიაო? იკითხავთ ალბათ თქვენ და მართლებიც იქნებით.
ამას წინებზე ხაზარაძემ თავისი გარაჟიდან ამერიკული “მუსტანგი'' გამოაგორა, სოფელ-სოფელ ამით უნდა ვიარო, მოსახლეობას შევხვდე და ბიძინა ივანიშვილი დავამარცხო-ვო.
თან იმავე ბიძინა ივანიშვილს დროს უთვლის, ამდენი და ამდენი დღის შემდეგ მოსკოვში იქნებაო.
ჰა, ჰა, ჰა!
მოსკოვშიო... განა ჩელიაბინსკში ან სტავროპოლშიო? პირდაპირ მოსკოვშიო!
აბა, ნორმალურია ესა?!" - გელა ზედელაშვილი
0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0