x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
როგორ დავბერდეთ კარგად
image

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანების უმრავლესობის მიზანია შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და სისხარტე. მაგრამ ადამიანების ერთ ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც "სუპერეიჯერები" (SuperAgers ), როგორც ამბობენ, შენარჩუნებული აქვს ეს ყველაფერი მთელი ცხოვრების მანძილზე, გვიანი ხანდაზმულობის წლებშიც კი.


ტერმინი "სუპერეიჯერები" ეკუთვნის ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევარებს, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ასაკობრივ კატეგორიას, როგორც „80 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ სამი ათწლეულით უმცროსი ადამიანებისთვის დამახასიათებელი მეხსიერების უნარი “.


ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ "სუპერეიჯერები" არ არის იგივე კატეგორია, რაც დღეგრძელი ადამიანები. მათ შორის მთავარი განსხვავებაა ადამიანის ტვინი. კვლევებმა აჩვენა, რომ "სუპერეიჯერები" -ს ტვინი ჰგავს ბევრად უფრო ახალგაზრდებისას.



კონკრეტულად, ტვინის მოცულობის ნაკლები დაკარგვა შეიმჩნევა "სუპერეიჯერებში", უბრალოდ დღეგრძელ ადამიანთან შედარებით. მაგალითად, დღეგრძელ ადამიანს, რომელიც, ვთქვათ, 87 წლისაა, შეიძლება ჰქონდეს ტვინი, რომელიც ასევე ემთხვევა მის ასაკს.


სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გერონტოლოგიის ასოცირებული პროფესორის, ჯენიფერ ეილშირის თქმით, ზოგიერთ "სუპერეიჯერს" შეიძლება ჰქონდეს გარკვეული თვისებები.


„ჩვენ ვფიქრობთ "სუპერეიჯერებზე", როგორც ადამიანებზე, რომლებიც 85 წლის ასაკს აღწევენ, ასე რომ, ისინი აჭარბებენ სიცოცხლის ხანგრძლივობის ჩვეულებრივ ან საშუალო ხანგრძლივობას“, - თქვა ეილშირმა. ”ჩვენთვის "სუპერეიჯერი" არ არის მხოლოდ ის, ვინც დიდხანს ცოცხლობს, ეს არის ადამიანი, ვინც ასევე ინარჩუნებს ფიზიკურ, კოგნიტურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობის საკმაოდ მაღალ დონეს. ”


გერიატრიები იზიარებენ მოსაზრებას, რომ ვიღაც კარგად ბერდება, ვიღაც კი მათ ასაკს ვერც მიაღწევს. რა ინდიკატორებია, რომლებიც უზრუნველყოფს კარგად დაბერებას, ანუ „სუპერეიჯერობას“? გზები, თუ როგორ ახერხებენ ადამიანები ამ თვისებების მიღწევას, შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს.


„ზოგისთვის ეს არის ლუდის დალევა ღამით. სხვებისთვის ეს არის მანკიერებებისგან თავის შეკავება. ზოგი ჯერ კიდევ წარმატებულ ბიზნესს აწარმოებს, ზოგი კი უკვე წლებია პენსიაზე გავიდა“, - თქვა გეფენმა. „ვვარაუდობ, რომ საერთო მნიშვნელია ის, რომ უმეტესობა სოციალურად აქტიურია ან ჩართულია უწყვეტ, შინაარსობრივ საქმიანობაში. მაგრამ არის გამონაკლისებიც. ”


მკვლევარებმა, რომლებთანაც ჩვენ ვისაუბრეთ, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არ არსებობს ცალსახა საგზაო რუკა, რომ გახდე "სუპერეიჯერი". როგორც ითქვა, არსებობს რამდენიმე დადებითი ჩვევა, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ მათგან, რათა გააძლიეროთ თქვენი შემეცნებითი და ფიზიკური ფუნქციონირება ხანდაზმულ ასაკში. ქვემოთ მოცემულია ძირითადი ჩვევები, რომლებიც მათ ახასიათებთ:


  • რეგულარულად ამოძრავეთ სხეული.
ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ სხეულის ყოველდღიური მოძრაობა ასოცირდება, როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ასევე ჯანსაღ დაბერებასთან. თუმცა, არ არის აუცილებელი სპორტდარბაზებში ვარჯიში, ყველას არ აქვს დრო და საშუალება დაკავდეს ისეთი დატვირთვით, როგორიცაა სპორტული დარბაზი, ცურვა ან სხვა სახეობა. თუმცა, ყველას შეუძლია აირჩიოს ისეთი აქტივობები, როგორიცაა სახლში ან სახლის გარეთ ფიზიკური მუშაობა, მებაღეობა, ველოსიპედის ტარება და სხვა. სიარულიც კი ითვლება მოძრაობად, აქ მთავარი არის უმოძრაო, მჯდომარე ცხოვრების წესის თავიდან აცილება. ყველა ჩვენგანისთვის ცოტა რთულია ცხოვრების მჯდომარე წესის თავიდან აცილება - უმეტესობას კომპიუტერთან უწევს მუშაობა, მაგრამ მთავარია ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები, როგორებიც „სუპერეიჯერები“იყვნენ და არიან ცხოვრების მანძილზე.


  • ჩაერთეთ სოციალურ აქტივობებში.
ადამიანები, რომლებიც კარგად ბერდებიან, რეგულარულად ახდენენ სოციალიზაციას, იქნება ეს მეგობრებთან თუ ოჯახთან ურთიერთობა, მოხალისედ მუშაობა თუ სამსახურში დროის გატარება კოლეგებთან.


კვლევებმა აჩვენა, რომ ძლიერი სოციალური კავშირების მქონე ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ და აქვთ უკეთესი კოგნიტური და ფიზიკური ჯანმრთელობა.

ძლიერი სოციალური ქსელის ქონა ჯანსაღი დაბერების მნიშვნელოვანი ნაწილია.


  • გააკეთე რაც შეგიძლია კონტროლირებადი სტრესის შესამცირებლად.
სამსახურს, ფულს, სამედიცინო საკითხებსა და ოჯახურ პრობლემებს შორის ცხოვრება არსებითად სტრესულია. მაგრამ თქვენი ტვინისა და სხეულის მკვეთრი შენარჩუნება ნიშნავს არასაჭირო სტრესის შემცირებას ნებისმიერ ფასად.


  • ტვინის გამოწვევა.
კოგნიტური სტიმულაცია ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი დაბერებისთვის და არსებობს მრავალი გზა, რომლითაც შეგიძლიათ თქვენი გონების გამოწვევა ასაკის მატებასთან ერთად.


„არასდროს ხარ ძალიან მოხუცი იმისთვის, რომ ისწავლო ახალი ენა, ისწავლო ინსტრუმენტზე დაკვრა ან გააკეთო ისეთი რამ, რაც ნამდვილად გიბიძგებს შემეცნებითად თუ გონებრივად.


მთავარია ის გონებრივ სტიმულირებას იწვევდეს თქვენში. თუ რაიმე, მაგალითად კროსვორდის შევსება თავსატეხია, რომელიც თქვენში იწვევს პანიკას, არ ინერვიულოთ, ნუ შეავსებთ.

დაუთმეთ დრო რაიმე ახლის შესწავლას. რაც უფრო ვბერდებით, მით ნაკლებია ახალი ინფორმაციის ათვისების შანსი; ბევრი ჩვენგანი დიდი ხანია შორს არის სამსახურიდან. ამიტომ, რაიმე ახლის სწავლის შესაძლებლობები შეზღუდულია, თუ ეს შესაძლებლობები არ არის საკუთარი ნებით მოძიებული.


აქტიური ხანდაზმულების კოგნიტურ ჯანმრთელობას პრობლემები ნაკლებად ექმნება, ისინი რჩებიან გონებრივად ძლიერები, ისინი ამუშავებენ გონებას, ერთვებიან ვარჯიშში გონების სტიმულირებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ისინი სწავლობენ და ითვისებენ ახალ უნარებს. ისწავლეთ რაიმე ახალი, იქნება ეს ახალი თამაში, ვარჯიში, ენა თუ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. ეს ხელს შეუწყობს ტვინში ახალი გზების ჩამოყალიბებას, რათა გააძლიეროთ კოგნიტური უნარები.


image


  • დაუთმეთ დრო იმას, რაც გსიამოვნებთ.
გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე, ისევე როგორც „სუპერეიჯერების“ გამოკითხვებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჯანმრთელი ხანდაზმული ადამიანები არიან, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც მათ თავს ბედნიერად და სრულყოფილად აგრძნობინებს.


იმის მიხედვით, თუ რისი ფუფუნება აქვს ადამიანს, რეკომენდებულია ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, რომლებიც არის საინტერესო, სასიამოვნო და არა სტრესის გამომწვევი.


ექიმები ამბობენ, რომ არსებობს მრავალი ქცევა, რომელიც ხელს უწყობს თქვენს ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას ასაკის მატებასთან ერთად და აშკარაა, რომ თქვენ ამ გზით ზრუნავთ საკუთარ თავზე.


იყავით გულწრფელი ხართ თქვენი საჭიროებების შესახებ. ხშირად, ადამიანები კარგად არ ბერდებიან, რადგან ისინი ვერ აცნობიერებენ თავიანთ საჭიროებებს.


ამ ასაკობრივი ჯგუფის მიმართ არასწორი დამოკიდებულება ადამიანებს თავს ტვირთად ან უხილავ არსებებად აგრძნობინებს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მათ ჩუმ ტანჯვას. მაგრამ მნიშვნელოვანია ამის წინააღმდეგ ბრძოლა და გაცნობიერება, რომ ეს რთული პერიოდია და ანგარიშგასაწევი. ასე რომ, თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია აზრები და საჭიროებები გაუზიაროს ოჯახს და მეგობრებს, ეს კარგი ნიშანია.


მაგრამ, თუ თქვენ ებრძვით დეპრესიას და შფოთვას, მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს. ხშირად არსებობს მცდარი რწმენა, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ შფოთვა ან დეპრესია „ნორმალურია“, მაგრამ სპეციალისტები თვლიან, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.


„დეპრესიის მკურნალობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება და არა მხოლოდ მედიკამენტებით, კონსულტაციებით და სხვა ინტერვენციებით. ასე რომ, ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმის, თუ როგორ დაბერდები, რამდენად ღია ხარ იმისთვის, რომ აღიარო: „ეს არის ის, რაც მე ვარ, ხოლო ეს არის ის, რაც მე მჭირდება“.


image


მნიშვნელოვანია საჭირო დოზით საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

ხანდაზმულობის მარტოობა და იზოლაცია დიდი პრობლემაა, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში.

როგორც მოგეხსენებათ, COVID-ის პანდემიასთან ერთად ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა მსოფლიოში. აღმოჩნდა, რომ გერიატრიულ პაციენტებს შორის ბევრი სოციალურ იზოლაციაში იყო, რადგან ისინი საკუთარ სახლებში იყვნენ გამოკეტილები.


მარტოობისა და იზოლაციის გრძნობებთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია თქვენი სოციალური კავშირების გაძლიერება, იქნება ეს მეგობრებთან, ოჯახთან, საეკლესიო მრევლთან თუ საზოგადოების სხვა ჯგუფებთან.


imageimageimageimage



გერიატრები თვლიან, რომ სოციალიზაცია ასევე ეხმარებათ ხანდაზმულებს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

„ჩვენ ვფიქრობთ ტვინზე, როგორც კუნთზე, ასე რომ, თუ მთელი დღე ოთხკედლიან ოთახში ზიხართ და არავის ელაპარაკებით, თითქოს მოხუცთა თავშესაფარში გიცხოვრიათ... თქვენი ტვინი ტალახად იქცევა, რადგან არ იღებს არანირ სტიმულაციას“, - თქვა დოქტორმა ლი ლინდკვისტმა, ჩიკაგოს „ნორსვესტერნ მედიქალ გრუპ“-ის გერიატრიის სპეციალისტმა.


„სოციალიზაცია, იქნება ეს ადამიანებთან პირადად საუბარი თუ ტელეფონით, ადამიანებთან ურთიერთობა Zoom-ით ან წიგნების კლუბში გაწევრიანება, არის გზა თქვენი ტვინის ვარჯიშისა და გაძლიერებისთვის’, დასძინა მან. თუმცა, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები იყოს სასიამოვნო და არა სტრესული.


შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და ნებისყოფა.

ქვემოთ იხ. ვიდეო: ინდოელი დინეშ მოჰანი, დიაბეტით იყო დაავადებული, ჯანმრთელობა იმდენად ჰქონდა გაუარესებული, რომ სიარულიც კი უჭირდა. მან იპოვა საკუთარ თავში ძალა, 50 კგ. დაიკლო, გამოჯანმრთელდა და 60 წლის ასაკში წარმატებული მოდელი გახდა, შესანიშნავად გამოიყურება და პოდიუმზეც მშვენივრად დადის.


0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0