x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვინ შეცვალა გარდაცვლილი ჟორა შავგულიძე ფილმში

image
"ჟორა შავგულიძე რომ გარდაიცვალა ცნობილი ავარიის დროს, ფილმი იყო დასამთავრებელი, სადაც მთავარ როლს სწორედ ის ასრულებდა. საჭირო გახდა შემცვლელის პოვნა.
რამდენიმე ეპიზოდიღა იყო დარჩენილი გადასაღები და დაიწყეს ისეთი ადამიანის ძებნა, რომელიც ჟორას ემგვანებოდა. ბევრი ეძებეს და მართლა მიაგნეს ერთ კაცს, რომელიც საოცრად ჰგავდა გარდაცვლილ მსახიობს. დაიწყეს მოლაპარაკება. იმ კაცმა რომ გაიგო, რაშიც იყო საქმე, მთელი ფილმის ბიუჯეტის ლამის ერთი მესამედი თანხა მოითხოვა. დაფიქრდა თურმე გიგა ლორთქიფანიძე, მაგრამ ვერ გასწვდებოდა ამ თანხას.
ერთ დღესაც, ერთი კაცი მისულა გიგასთან და უთქვამს, არ დაიჯერებ ახლა, ვის შემოგიყვან ოთახშიო. ბატონი გიგა ყვება, კინაღამ გული გამისკდა, ის კაცი რომ მანახეს - გამოხოხებული ჟორა იდგა ჩემ წინო. რომ დაულაპარაკია, ისე ჰგავდა თურმე ხმის ტემბრითაც, რომ მეორე შოკი მაშინ დამართვია რეჟისორს. თურმე ეს კაცი ყოფილა სომეხი ტაქსის მძღოლი, ფიზიკურად კი გაცოცხლებული ქართველი ჟორა შავგულიძე იყო.
გიგას შიშით უკითხავს, ფილმში რომ გადაგიღოთ ჟორას შემცვლელად რამდენიმე ეპიზოდში, რამდენს მოითხოვო. ის ტაქსისტი გადარეულა – რა ფული უნდა მოვითხოვო, ისეთ კაცს ვცვლი, რომ ფული აქეთ უნდა მოგცეთ, ჯიგრებოო. ფილმის დასრულებისას 12 ათასი მანეთი მაინც გამოუწერეს. იმ კაცს აუღია ეს ფული და მთელი თანხა ჟორა შავგულიძის ოჯახისთვის გადაუცია." ნიკოლოზ წულუკიძე
0
298
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0