x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ჰუსიტები შურისძიებით იმუქრებიან: რა მოხდება იემენზე აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ
image
მოძრაობა "ანსარ ალაჰის "პრესსამსახურის უფროსის მოადგილემ, ნასრედინ ამერმა განაცხადა, რომ "ამერიკელების ყოფნა რეგიონში არალეგიტიმურია". აქედან გამომდინარე, ჰუსიტები ( შიიტი-ზეიდიტების გასამხედროებული დაჯგუფება, მოქმედებს იემენის ტერიტორიაზე) თვლიან, რომ „ამერიკის სამხედრო ობიექტები მათ კანონიერ სამიზნეები არიან“.



ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მიერ იემენზე სარაკეტო თავდასხმების გამო ისინი ჰუსიტებისგან სწრაფ პასუხს მიიღებენ- განაცხადა ამერმა.




ამერის თქმით, აშშ-ს საზღვაო ძალების ყოფნა წითელ ზღვაში არ არის საქმის ნორმალური მდგომარეობის ნიშანი და ჰუსიტებმა ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ ამერიკულ სამიზნეებზე თავდასხმით.



მოგვიანებით, მოძრაობის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იემენის დედაქალაქ სანააზე ამერიკის ბოლო სარაკეტო დარტყმას არანაირი ზიანი არ მოჰყოლია - არანაირი მატერიალური ან ადამიანური ზარალი არ ყოფილა.




"ანსარ ალაჰის" განცხადებებს ყურადღებით მოუსმინეს შეერთებულ შტატებში: გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა თქვა, რომ ამერიკელები და მათი მოკავშირეები ჰუსიტების მხრიდან ახალი თავდასხმების ტალღას პროგნოზირებენ. მან ასევე აღიარა, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობით სამხედრო ოპერაციამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი შეაჩეროს.



- ჩვენ ველით, რომ ჰუსიტები შურისძიებას შეეცდებიან. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, თუ ეს მოხდება.“- თქვა სიმსმა.


ამავდროულად, აშშ თვლის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არსებულმა ვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირი დაპირისპირება ამერიკელებსა და ირანს შორის. თუმცა, პოლიტოლოგების უმეტესობის აზრით, ორივე მხარე შეეცდება თავიდან აიცილოს ესკალაცია.


1
182
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
182
  
15 იანვარი, 1:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1