x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ნასრალა: "არც ერთი ბირთვული შეთანხმება არ დაიცავს ისრაელს ჩვენი თავდასხმებისგან"

image
პროირანული დაჯგუფის "ჰიზბალას"ლიდერმა, ჰასან ნასრალამ, პარასკევს საღამოს, 19 აგვისტოს, «Аль-Маядин-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების მოახლოებული ხელმოწერა არანაირად არ იმოქმედებს მისი ორგანიზაციის ისრაელზე თავდასხმაზე, ან, მის განზრახვაზე დაიცვას ლიბანის ინტერესები ისრაელთან ხმელთაშუა ზღვაში გაზის საბადოების გამო დავაში.



როგორც The Jerusalem Post-ის ვებსაიტმა განმარტა, მიზეზი, რის გამოც ნასრალამ ჩათვალა საჭიროდ ამ განცხადების გაკეთება ახლა, არის ის, რომ 2022 წელს სიტუაცია განსხვავებულია, ვიდრე 2015 წელს, როდესაც შეთანხმება პირველად იქნა მიღწეული. იმ დროს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავდაპირველად და გამომწვევად თქვა უარი 'ჰიზბალას" შეკავების პრობლემის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებაზე და განმარტა, რომ ირანს ესაჭიროება „მანევრირების ადგილი“. ამ პოზიციის შედეგი იყო ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის „გადატვირთვა“ 2016-2017 წლებში (რუსეთის მხარდაჭერით), ერაყის ზეწოლა ქურთისტანზე და იემენის ჰუსიტების მძლავრი სარაკეტო არსენალის შექმნა.



ახლა ასეთი სიცხადე არ არსებობს ირანულ მარიონეტულ ფორმირებებში და მათი ლიდერები არ არიან დარწმუნებულნი, რომ მათი აქტივების გაყინვის სანაცვლოდ, ირანი არ დათანხმდება თავისი მილიციის (ადგილობრივი თავდაცვითი ქვედანაყოფების) აყვანას, სულ მცირე, გარკვეული ხნით. როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეები წავიდნენ ორმხრივ დათმობებზე და 2015 წლის გარიგებაზე დაბრუნების შანსი უფრო დიდი იყო, ვიდრე ოდესმე, ნასრალა ჩქარობდა ავტონომიური casus belli-ის უზრუნველყოფას. მან თქვა, რომ ირანის ბირთვულ ურთიერთობებს აშშ-სთან და ევროპასთან არანაირი კავშირი არ აქვს ლიბანთან და "გაზის" კრიზისთან.



„თუ ლიბანის უფლებები ირღვევა აკვატორიის არეალის დაყოფაზე, სადაც გაზის საბადოებია განთავსებული, ჩვენ წავალთ ექსკალაციაზე, იმის მიუხედავად, გაფორმდება თუ არა შეთანხმება ირანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. სიონისტები მიიღებენ დამანგრეველ პასუხს ლიბანის ბუნებრივი რესურსების მოპარვის მცდელობაზე."- თქვა ნასრალამ.

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0