x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ტრამპმა კორონავირუსის გამო ტრილიონი დოლარის რეპერაცია მოითხოვა ჩინეთისგან

image



ჩინეთმა კორონავირუსის პანდემიისთვის სხვა ქვეყნებს უნდა გადაუხადოს რეპერაცია მინიმუმ ათი ტრილიონი დოლარი, განაცხადა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინას რესპუბლიკელების კონგრესზე.






"დადგა დრო, რომ ამერიკამ და მთელმა მსოფლიომ მოითხოვონ ანაზღაურება და პასუხისმგებლობა ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან. ჩვენ ერთხმად უნდა განვაცხადოთ, რომ ჩინეთმა უნდა გადაიხადოს." - თქვა მან.





ექსპრეზიდენტმა ასევე მოუწოდა დაუყოვნებლად დაწესდეს ასი პროცენტიანი გადასახადი ყველა ჩინურ საქონელზე.





ტრამპი ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებაში ადანაშაულებს, ოფიციალური პეკინი ამას უარყოფს და ირწმუნება, რომ მან სხვა ქვეყნებზე უკეთ გაართვა თავი ეპიდემიას.

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0