x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მღვდელი იაკონ მესტვირიშვილი: "სხვა კიდევ რა უბედურება უნდა მოხდეს, რომ გამოფხიზლდე ერთაოზ?!.."
image
"12 პუნქტიანი" სამოქმედო მიზეზი, გეგმა თუ რატომ და როგორ უნდა წავიდეს დღევანდელი ჭეშმარიტად ღირსეული ქართველი სასწრაფოდ, მდუმარედ და "ღირსებით ევროპის მოედნისკენ...!!!"
!) გარეჯი გაიყიდა სდუმხართ...
2) საქართველო დაიცალა ქართველებისგან სდუმხართ...
3) სხვადასხვა ეთნოსი ყიდულობს ქართულ მიწა-წყალს, ქართულ ნასახლარებზე სახლდებიან უცხო ტომელნი სდუმხართ...
4) ბანკებმა და მევახშეებმა სული ამოჰხადეს ქართველ ადამიანს სდუმხართ..
5) სააფთიაქო ბიზნესით გამდიდრდენ ერთეულები ხალხი სულს ჰღაფავს, ისმის მარტო განცხადებები ასე ვიზავთ, ისე ვიზავთ, რეალურად კი არაფერი არ კეთდება ამაზეც სდუმხართ...
6) სათამაშო ბიზნესმა, კაზინოებმა გახრწნა და გადააგვარა, გააღატაკა ქართველი კაცი, დაინგრა ოჯახები, ამაზეც სდუმხართ...
7) ნარკოტიკებმა გააჩანაგა ქართული გენოფონდი სდუმხართ... ტელე-ეთერებიდან და სხვადასხვა საშუალებებით მიდის სიბილწის პროპაგანდა, ერის გახრწნა, სდუმხართ...
8]სკოლიდან რელიგია გააძევეს, ხატის დაკიდების უფლება არ აქვთ სკოლაში ბავშვებს, სდუმხართ....
9) წმინდანები პრეზერვატივებზე გამოგვისახეს, ათასნაირად შეურაცხყვეს, ამაზეც სდუმხართ...
10) ხატებზე საღებავი შეასხეს, დაამტვრიეს და ათასი უბედურება ჩაიდინეს სდუმხართ...
11) ხატის დაზიანება შეურაცხყოფა 300-500 ლარი ჯარიმა ყოფილა, და გამოხატვის თავისუფლება, სოდომიტური დროშის დაწვა კი 6 წლით ციხე, ამასაც ატარებთ და სდუმხართ...
12 ) დასავლეთის დავალებით პირდაპირი დევნა და შევიწროვება, რეპრესიები მიდის მათი ვინც ხმას ვიღებთ ამ ყოველივე სიბინძურის წინააღმდეგ, სდუმხართ...
რავი, სხვა კიდევ რა უბედურება უნდა მოხდეს, რომ გამოგხიზლდე ერთაოზ?! კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ ეს 12 პუნქტი საკმარისი მიზეზია, იმისთვის რომ ყველა ღირსეულ ქართველს მიეცეს სტიმული, სანამ სუფრასთან დაჯდება და ღირსებით; ღირსების, სიწმინდის, საქართველოს და ქართველობის სადღეგრძელოს დალევს.
თავდაპირველად გაიაროს "ევროპის მოედანზე, " ვინაიდან, როგორც ამბობენ ევროპიდან დიდი ოდენობით ყანწებისა და ფიალების ახალი პარტია ყოფილა შემოსული გასაყიდად "ევროპის მოედანზე, " ხო და იჩქარეთ, სანამ სულ გაიყიდება, რა ქართველი ხარ მინიმუმ სამი წყვილი ყანწი და ფიალა თუ არ გიდევს სახლში?!
აბა, ღირსების, საქართველოს, სიწმინდის, სალოცავების, წმინდანთა სადიდებელსა და სადღეგრძელოს ღირსეული კაცი ჭიქით ხომ არ დალევს?! აბა, თქვენ იცით, იჩქარეთ, თორემ ყანწები და ფიალები აღარ შეგხვდებათ, თან აქციით ყოფილა, დროულად და მტკიცედ, ნაბიჯით იარ...!!! ღირსებით "ევროპის მოედნისაკენ...!!!"" წერს მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი
0
172
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0