x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
კონსტანტინე მორგოშია: "... ერთ ძალიან გავლენიან ადამიანს ვესაუბრე.."

image
21 საუკუნეში, ყველას გვაქვს იმ ინფორმაციებზე წვდომა, რაზეც შეიძლება ადრე არ და ვერ გვქონოდა. ერთ ძალიან გავლენიან ადამიანს ვესაუბრე დღეს დილით და ის შემიძლია გითხრათ, რომ არ არის ქართველი და არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გულშემატკივარი. ყველა კარში შეუძლია შესვლა პოსტსაბჭოთა სივრცეში და თან, ყველგან დიდი პატივით დახვდებიან.
საუბრის საგანი აბსოლუტურად სხვა გახლდათ, მაგრამ როდესაც ვნახე, რომ მისი გავლენები და საჭირო ინფორმაციებზე წვდომა უკიდეგანო იყო, გულმა ვერ მომითმინა და დავით გარეჯის საკითხზეც ვკითხე, თუ რა ინფორმაცია გააჩნდა. კითხვაზე ჯერ თავადაც კითხვითვე დამიბრუნა პასუხი, შენ რა ინფორმაცია გაქვსო? მე დიდი არაფერი, მაგრამ როგორც ვიცი, ის გადამალული რუკები ერთ-ერთმა ქართველმა, ღვთისნიერმა ბიზნესმენმა მოიპოვა და გადასცა მთავრობას და როგორც ვიცი, წესით ეს საკითხი მალე სამართლიანად უნდა გადაწყდესთქო.
ჩაეცინა და მოკლედ მიპასუხა, ჩიჩხიტურის თემა გაყინულია და აზერბაიჯანის მთავრობა, მის გადმოცემას უბრალოდ ისე არც აპირებდა და არც აპირებსო. იურიდიული მხარე გამყარებული აქვთ, თქვენი წინამორბედი მთავრობების დაუდევრობით და ამ საკითხს სერიოზულად არც განიხილავენო. უბრალოდ, ქართველი ხალხის და ეკლესიის დიდი ინტერესის გამო, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და პერიოდულად კიდევ გაიმართება, რომ რაღაც ვითომ საკითხის გადაჭრის ანტურაჟის მსგავსი სიტუაცია დაიდოს და რაც მე მაქვს ინფორმაცია, ესეც თქვენი ქვეყნის მთავრობის თხოვნით, თორემ რეალურად მაგ ფორმატის არც შეხვედრებს და არც საუბრებს აზრი არ აქვსო! უბრალოდ ისე, კეთილმეზობლური ურთიერთობით, ეგ საკითხი არ დალაგდება და აუცილებელია რამე წინადადება მომზადდესო.
ამ ყველაფერს შემდეგ, გამიჩნდა ლეგიტიმური კითხვა და ეჭვი: ეგ რუკები უკვე 2 წელია გვაქვს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, დამნაშავეებიც დაიჭირეს და აბა რა ხდება? რატომ ხართ ჩუმად? მემგონი ღირსია ქართველი ხალხი, რომ სიმართლე უთხრათ. მითუმეტეს, თუ წინამორბედი ხელისუფლების ბრალია და კიდევ ვიღაც 2 კომისიის პუსტა-პუსტა წევრის გარდა, სჯობს ის დაიჭიროთ, ვინც დასაჭერია!!!" - წერს კონსტანტინე მორგოშია
0
205
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0