x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა და განაცხადა, რომ "მათ შორის არანაირი განსხვავება არაა"

image
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა გამართულ ბრიფინგზე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა და განაცხადა მისი მისამართით: "რა განსხვავებაა თქვენსა და ჰიტლერს შორის? თქვენი ქმედებებიდან გამომდინარე ჰიტლერი სანატრელია. ის რასაც აკეთებს ნეთანიანუ და მისი ხელისუფლება არაბებთან მიმართებით არაფრით ჩამოუვარდება ჰიტლერის ქმედებებს. გეკითხებით, ჰიტლერის ქმედებებს რაიმე ასპექტით ჩამოუვარდება ნეთანიაჰუს ხელისუფლების მოქმედებები?



ჰიტლერი ხოცავდა ხალხს მასიური დაბომბვებით, იგივეს ოღონდ უფრო თანამედროვე და ცივილიზებული მსოფლიოსთვის მიუღებელი ფორმებით, კონვენციით აკრძალული იარაღით აკეთებს ნეთანიაჰუს ხელისუფლება. ტერორიზმს გამართლება არა აქვს, მაგრამ ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ნეთანიაჰი ანადგურებს მილიონიან ქალაქს და მის მოსახლეობას და სულაც არ ადარდებს უდანაშაულო ადამიანების კოლოსალური რაოდენობის მსხვერპლი. ის რასაც დღეს აკეთებს ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით ისრაელი, არაფრით ჩამოუვარდება ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელის, ჰიტლერის ქმედებებს".


image

თავის მხრივ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ საკმაოდ მკვახე პასუხი გასცა ერდოღანს: "ერდოღანი, რომელიც წლებია ქურთების გენოციდითაა დაკავებული და "მსოფლიო ჩემპიონია" იმ ჟურნალისტების დაკავებაში, რომლებიც მას ამხელენ, ჩვენ მორალს არ უნდა გვიკითხავდეს, რჩევას და დარიგებას ყველასგან მივიღებ გარდა ერდოღანისა, რომელოც "დიადი" თურქული იმპერიის აღდგენის ამბიციითაა შეპყრობილი".

0
38
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
38