x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი: "ვულოცავთ და ვზეიმობთ (გაწევრიანების სტატუსს) სოდომიტურ კავშირში,.."

image
"კაცია ადამიანი" & "შიშველი მეფე" 2000 წლის წინ უფალმა მოციქულები გამოგვიგზავნა ქრისტიანობის საქადაგებლად, 3 საუკუნის შემდეგ კი წმინდა ნინომ გვიქადაგა კიდევ ერთხელ, მრავალი სასწაული აღარსრულა და ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, დაემხო და გაცამტვერდა წათმართული კერპები, კიდევ ორი საუკუნის შემდეგ ასურელმა მამებმაც მრავალი სასწაულითა და თავდაუზოგავი წმინდა ცხოვრებით მოგვიწოდეს სარწმუნოების დაცვისკენ, მათაც დაამხეს კერპნი და ბომონნი.
მას შემდეგ ასობით და ათასობით ადამიანი ეწამა ქრისტეს სიყვარულისთვის, ამდენი მოწამე და წმინდანი არც ერთ ერს არ ჰყავს და აი მოგვადგა კარს 2024 წელი, დიდება და მადლობა უფალს კი გვქვია მართლმადიდებლები, კი გვაქვს ასობით ტაძარი სადაც აღევლინება სადიდებლად უფლისა წირვა, გარეგნულად კი ვაღიარებთ ქრისტეს მაგრამ... შინაგანად ისე შორს ვართ მისგან როგორც მზე და მთვარე ერთმანეთისგან...
საერთოდ არ ვიცნობთ ქრისტეს, ვინაიდან არ გვიყვარს ერთმანეთი, არ ვპატიობთ არაფერს, ერთმანეთს ძირს ვუთხრით, ერთმანეთის გვშურს, გაჭირვებული არ გვახსოვს, როცა ქვეყანა იყიდება ვდუმვართ, როცა სიწმინდეს აგინებენ ხმას არ ვიღებთ, ქვეყანაში ისევ გვყავს სიწმინდისა და ზნეობის დაცვისთვის დაპატიმრებული და დასჯილი ადამიანები, ისევ განადიდებენ კერპებს როგორც 2000 წლის წინ, ვზეიმობთ არ არსებულს დღესასწაულს თუ დღესასწაულებს, ადამიანებს სჯერათ, რომ მათი ცხოვრება იმის მიხედვით შიეცვლება თუ სუფრაზე რა საჭმელს დადებენ, ისევ გაისმის მარადიული კითხვა შუა მარხვაში ჩიხირთმა თუ ბოზბაში?! აბა რა ესიამოვნება დრაკონს?! აბა რა ფერის ჩასაცმლით უნდა შევხვდეთ ღამის 12 საათს, მაშინ როცა შენი ძმა სიცივით კვდება და ლუკმა ენატრება...
ვულოცავთ და ვზეიმობთ (გაწევრიანების სტატუსს) სოდომიტურ კავშირში, როდესაც საზეიმოდ კი არა საქმე სატირლად გვაქვს თავს იმდენ სიბილწეს გვახვევენ და ამ ყოველივეზე თუ ხმას ამოიღებ გაკიცხვა და სასჯელი არ აგცდება, რავი რა გითხრათ?! რა მოგილოცოთ?! რით გაგახაროთ?! ამ ყველაფერზე მახსენდება ერთი ძველი და ცნობილი მწერლის ჰანს-ქრისტიან ანდერსენის ცნობილი ზღაპარი " შიშველი მეფე" იმედია გახსოვთ, ვისაც არა დაწაიკითხეთ რა იცით რაში გამოგადგეთ იმ ჰალსტუხის არ იყოს...
აი, მე კი მკვეთრად და ხმამაღლა მესმის დღეს, ყოველ წუთს და ყოველ წამს ქუჩებში სიარულისას ხმა, რომელსაც ერი შესძახებს მტკიცედ, ყოველ წუთს და ყოველ წამს; ბარაბა!!! ბარაბა!!! ბარაბა!!! ალბად მე დავყრუვდი, ანაც როგორც ამბობენ წაკითხულის და გაგონილის გააზრებისა პრობლემა უნდა მქონდეს, ვინაიდან თქვენ ზეიმობთ მე კი ვერა გამიგია და გამიაზრებია რა... ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!" - მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი
0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0