x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანელებმა 25 დეკემბერს ქრისტეშობა ცივ წყალში განბანვით აღნიშნეს

image
ბრიტანელები, რომ ტრადიციების მოყვარული არიან ამას მტკიცება არ ჭირდება.
ზოგადად ბრიტანელებს უყვართ სახალხო თუ რელიგიური დღესასწაულების პომპეზურად აღნიშვნა.


მოგეხსენებათ ქრისტეშობას ქრისტიანები სხვადასხვა რიცხვში აღნიშნავენ, კათოლიკეები და მართლმადიდებლების ნაწილი 25 დეკემბერს, ჩვენ რუსეთთან ერთად 7 იანვარს ავღნიშნავთ.

25 დეკემბერს ბრიტანელების საკმაოდ დიდი რაოდენობა შეიკრიბა ქრისტეშობის აღსანიშნავად ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე ხანსტენტონში და ნორფოლკში.
პრაქტიკულად გაიმართა კოსტუმირებული მასკარადი, რადგან შეკრებილების უდიდესი ნაწილი "სანტას", "გრინჩის", "ადამიანი-ობობას", თუ "ფიფქიას" კოსტუმებით იყო გამოწყობილი.


აღნიშნული ტრადიცია შედარებით ახალია ბრიტანელებისათვის, ღონისძიება 1970 წლიდან ტარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ზღვის წყლის ტემპერატურა მხოლოდ +4 გრადუსი იყო, 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სადღესასწაულო გაცურვაში.
გარდა ამისა გაიმართა საქველმქომედო ღონისძიება, მათ შორის ქრისტეშობის აღსანიშნავად გაცურვა ფელიქსტოუში.

უნდა აღინიშნოს, რომ ზღვის წყალთან ერთად არც გარემოს ტემპერატურა იყო მაღალი, მეტეოროლოგებმა წინასწარვე გააფრთხილეს ღონისძიების მონაწილეები მოსალოდნელ დაბალ ტემპერატურაზე, თუმცა ამას მონაწილეებისათვის ხელი არ შეუძლია.

გთავაზობთ ფოტოკოლაჟს ქრისტეშობისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






















0
370
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
370