x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რელიგიური სექტის ლიდერი ქვაბში მოიხარშა, როცა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის უვნებლად ამოვიდოდა ქვაბიდან

image მალაიზიაში დაოსის ერთერთი რელიგიური სექტის ლიდერი დაიღუპა ტრიუკის შესრულებისას, მას შემდეგ, რაც მისი სხეულის უვნებლობლის დასამტკიცებლად დიდი ხნით გადაწყვიტა ჩამჯდარიყო ორთქლის ქვაბში, რომელიც ხურდებოდა მდუღარე წყლით.
ტრაგედია მოხდა 23–ი ოქტომბრის საღამოს "
Sanglang Qinglong" ტაძრის გვერდით ქალაქ აიერ–ტავარში პერაკის პროვინციაში, საზეიმო ცერემონიის დროს, რომელიც ეგრეთ წოდებული ცხრა "იმპერატორი– ღმერთის" საპატივცემლოდ იმართებოდა, წერს გამოცემა "Star".
65 წლის ლიმ ბა ჩაძვრა ქვაბში იმის დასამტკიცებლად, რომ ლოცვების წყალობით მისი სხეული უვნებელი იყო ნებისმიერი საფრთხის წინაშე, თუმცა ქვაბში ჩაჯდომიდან ნახევარ საათში მისი სექტის წევრებმა გაიგონეს ქვაბიდან ამომავალი უწესრიგო კაკუნისა და მოგვიანებით მათი სულიერი ლიდერის ყვირილის ხმაც.
როცა სექტის წევრებმა ქვაბს თავსახური მოხადეს და სექტის ლიდერი ამოიყვანეს, ის უკვე უგონო მდგომარეობაში იყო. გურუ სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა მოახდინეს გურუს სიკვდილის კონსტანტირება, რომელიც გამოწვეული იყო გულის შეტევით. გურუს სხეულზე აგრეთვე დააფიქსირეს მეორე ხარისხის დამწვრობა.
ლიმ ბა აღნიშნულ ტრიუკს ბოლო ათი წლის განმავლობაში წარმატებით აკეთებდა, რჩებოდა რა ორთქლის ქვაბში 75 წუთის განმავლობაში.
თუმცა გასულ წელს მას გაუკეთეს გულის ოპერაცია მას შემდეგ რაც გულის გამო სუნთქვის უკმარისობა შეექმნა და ექიმები იძულებული გახდნენ მისთვის კორონარული შუნტირება გაეკეთებინათ.
გურუს ქალიშვილის თქმით ბოლო ტრიუკის შესრულებამდე მამამისი ცუდად გრძნობდა თავს, თუმცა ჯიუტად გადაწყვიტა ტრიუკის შესრულება, რა დროსაც ავადმყოფმა გულმა უმტყუნა და სანახევროდ მოიხარშა ორთქლის ქვაბში.

6
537
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
537
  
2020, 27 მარტი, 19:29
კაცობრიობამ, სამყაროს ყველა საიდუმლო რომც ამოხსნას, უღმერთოდ მაინც გაუჭირდება.
2017, 19 დეკემბერი, 22:58
ორთოდოქსი შეიძლება იყოს იუდეველიც, მუსლიმიც და ბუდისტიც ასე, რომ სულ ტყუილად "წაკბინე" მართლმადიდებლობას, მეტი უნდა იკითხო ახალგაზრდავ, მეტი. ;)
რა გიკვირთ? ყველა რელიგია = ურთიერთგამომრიცხავი აბსურდი. არც ერთ რელიგიას არ შეუძლია საკუთარი სისწორის დამტკიცება. ეგეთი ლაფსუსები ყველას მოსდის. ნუ გგონიათ რომ ორთოდოქსებს არ აქვთ ჩადენილი დებილური სისულელეები. პრაქტიკულად ყველა რელიგია უშვებს ეგეთ შეცდომებს. "სექტა" არაფერ შუაშია. "სწორი" რელიგია არ არსებობს... :))))
2017, 15 ნოემბერი, 16:37
ასე იცის უგუნურმა თავდაჯერებულობამ, გასულ თვეში შამანი "შეახრამუნა" ნიანგმა რომლის "მოთვინიერებასაც" აპირებდა ის შამანი...
2017, 15 ნოემბერი, 15:58
უგუნური
0 1 6