x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ულამაზესი სლავი ქალები ნათლისღების ღამეს და როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი გაყინულ წყალში ჩასასვლელად

image როგორც იცით ჩვენ ქართველები და სლავებიც ნათლისღების დღესასწაულს 19 იანვარს ავღნიშნავთ. თუ ჩვენთან ეს ნაკლებად პომპეზურად ტარდება, რუსეთში ნათლისღება პომპეზურ ღონისძიებად იქცევა ხოლმე და წელსაც ასე იყო.
სპეციალურად ჯვრის ფორმის ყინულჭრილში, დგამენ სპეციალურად ხის ან რკინის კიბეს სადაც ჩადიან მომლოცველები, მამაკაცები ტრუსით და ხანდახან შორტებით, ქალები კი ტრუსით და მაისურით ან ტრუსით და გრძელი პერანგით ბიუსტჰალტერის გარეშე.
იქვეა სპეციალურად მომზადებული კარვები გათბობით, იქვეა პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
ადვილი არაა გაყინულ წყალში ჯერ ჩასვლა და მერე წესისამებრ სამჯერ ჩაყვინთვა.
ეს არცთუ უსაფრთხოა, სწორედ ამიტომ მინდა სპეციალისტის რჩევა გაგიზიაროთ, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ნათლისღების ღამეს ცივ წყალში ჩასასვლელად და რა არ უნდა გავაკეთოთ, რათა ავირიდოთ სავარაუდო გართულება.
ნათლისღების ღამეს წყალში როგორც იცით ჩადიან სულის განსაწმენდად, სასულიერო პირების თქმით ამ დროს ხდება სულის და ხორცის განწმენდა მასში დაგროვილი ცოდვებისაგან ანუ ხდება მეორედ მონათვლა ანუ თუ პირველად მირონს მოსანათლ ადამიანს სასულიერო პირი სცხებს და ადამიანს ნათლავენ, აქ უკვე უფლის ძალით ინათლება ადამიანი.
ნებისმიერ წყალს, სადაც ხდება ნათლისღების რიტუალის ჩატარება სასულიერო პირები ასხამენ ნაკურთხ წყალს და ვერცხლის ჯვრით განწმენდენ მას.
რუსი სასულიერო პირების თქმით ყინულჭრილში ჩასვლა უფრო სახალხო ტრადიციაა ვიდრე სუფთა რელიგიური, რადგან მათი აზრით უკეთესია მრევლმა ტაძრებში წაიკითხონ ტროპარი ნათლისღებაზე და ნაკურთხი წყალი იცხონ სასულიერო პირის ხელით.
ექსტრემალურ ტრადიციას არც ექიმები ამართლებენ მასში დიდი რისკის არსებობის გამო. მათი აზრით მოუმზადებელი ორგანიზმისათვის უდიდესი საფრთხის შემცველია გაყინულ წყალში ჩასვლა ან ჩახტომა, ჩაყვინთვა მით უფრო.
ადამიანები, ვისაც აწუხებს გული, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, რევმატიზმი, ტუბერკულოზი ან თირკმლები საკმაოდ დიდი საფრთხის ქვეშ დგებიან ორგანიზმის გადაცივების გამო.
ამიტომ ისინი არ ურჩევენ ასეთ ადამიანებს ყინულოვან წყალში ჩასვლაზე იფიქრონ, როგორც სამკურნალო მეთოდზე.
რაა საჭირო და რისი გაკეთება არ შეიძლება გაყინულ წყალში ჩასვლის წინ.
-სანამ ნათლისღების ღამეს ჩახვალთ გაყინულ წყალში, მანამდე საკუთარ სახლში ნელნელა შეაჩვიეთ თქვენი ორგანიზმი ცივ წყალს.
-არ შეიძლება ცივ წყალში ჩასვლა ცარიელი კუჭით ან საკვების მიღებისთანავე.
-კატეგორიულად აკრძალულია სპირტიანი სასმელის მიღების შემდეგ ცივ წყალში ჩასვლა.
-წყალში ჩასვლამდე არ უნდა გაიხადოთ ერთბაშად, არამედ მიყოლებით ნელნელა უნდა გაიხადოთ ტანზე.
-აუცილებელია ტანზე წაისვათ დამცავი მალამო ან ზეითუნის ზეთი, რომელიც ორგანიზმს დაიცავს გადაცივებისაგან.
-გაყინულ წყალში არ უნდა დაჰყოთ 1 წუთზე მეტხანს, ჩაყვინთვის ხანგრძლივობა კი 15 წამზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.
-წყლიდან ამოსვლისთანავე გულდასმით უნდა გაიმშრალოთ ტანი და დალიოთ ცხელი ჩაი.
image გთავაზობთ სურათებს ნათლისღების ღონისძიების კადრებს რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






















0
1856
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1856