x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
ვარსკვლავები, რომლებმაც დაამარცხეს ანორექსია და ბულიმია
ბევრი გოგონა დარწმუნებულია, რომ შეუძლებელია იყოს ძალიან გამხდარი. ზოგჯერ კი იდეალური სხეულისკენ სწრაფვას დიეტებით და სხვა საშუალებებით, საშინელი შედეგები მოჰყვება, მათ შორის - ანორექსია და ბულიმია. (ბულიმია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება მუცლის უზომო ამოყორვით, რომელსაც შემდგომ მოსდევს დანაშაულის გრძნობა, დეპრესია და ბოლოს ხელოვნური გულისრევა. ბულიმიით დავადებულ ადამიანთა უმეტესობას წარმოადგენენ გოგონები თხუთმეტიდან ოც წლამდე. როგორც ანორექსიით დავადებულნი, ისინი შეპყრობილნი არიან საჭმელზე ფიქრით, ეშინიათ წონაში მომატების და ვარდებიან დეპრესიაში ან მშფოთვიარე მდგომარეობაში. დეპრესიასა და სირცხვილის გრძნობას ყველაზე მეტად ღორმუცელობის დროს და მის შემდეგ განიცდიან. ანორექსიით დავადებულ პაციენტებისგან განსხავებით, ბულიმიით დავადებულების წონა ნორმალურისა და ნორმალურზე მეტს შორის მერყეობს, რაც მათ საშუალებას აძლევთ დამალონ თავიანთი მდგომარეობა) ცნობილი სახეები პირველები არიან „რისკის ჯგუფში“: საზოგადოების ყურადღების მიქცევა, ყოველი მომატებული კილოგრამის მონიტორინგი, მდიდრებს და ცნობილებს რეგულარულად უბიძგებს კვების საშინელ აშლილობამდე.



image



კვებითი დარღვევა საშიში და სერიოზული დაავადებაა, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული. სტატიის კრებული მოიცავს ცნობილ ადამიანებს, რომელთაც გამხდარი ფიგურისკენ სწრაფვისას შეექმნათ კვების პრობლემები.



ვარსკვლავები, რომლებმაც დაამარცხეს ანორექსია და ბულიმია





1. ანჯელინა ჯოლი. image


ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის პრობლემების სია საკმაოდ დიდია. დედის გარდაცვალების შემდეგ მსახიობი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, სწრაფად დაიწყო წონის კარგვა და ნელ-ნელა "ქრებოდა". "ანორექსიის" დიაგნოზი ხმამაღლა არავის უთქვამს, მაგრამ ყველას ესმოდა, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა. ჯოლის ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ოდნავ მაინც შეევსო ფორმები და დაებრუნებინა დაკარგული კილოგრამების მცირე ნაწილი.





2. ტარა რიდი. image

იდეალური ფიგურისკენ სწრაფვამ საპირისპირო შედეგი გამოიღო ფილმი American Pie-ს ვარსკვლავ ტარა რეიდზე. მსახიობის მტკივნეული სიგამხდრე ანორექსიის შედეგი აღმოჩნდა, რომელიც გოგონამ, როგორც ჩანს, ვერასოდეს დაამარცხა. თავად ტარას თქმით, ის სრულიად კმაყოფილია თავისი ფიგურით.





3. მერი-კეიტ ოლსენი. image

გიჟური გრაფიკისა და მუდმივი სტრესის გამო მერი-ქეით ოლსენის წონა 35 კგ-მდე დაეცა. გოგონა სარეაბილიტაციო კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი მივიდა. ექიმების თქმით, ცოტა რომ დაეგვიანა, შეიძლებოდა ყველაფერი "სევდიანად" დასრულებულიყო.





4. ნიკოლ რიჩი. image

ნიკოლ რიჩი არაჩვეულებრივი გოგონა იყო, მრგვალი ფიგურებით. ყველაფერი შეიცვალა, როცა ჟურნალისტებმა მისი დაცინვა დაიწყეს. ისინი მას პლუს ზომაზე მიანიშნებდნენ. ვარსკვლავმა დაიწყო ყველანაირი დიეტის ცდა, შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტა ჭამა. საბედნიეროდ, მსახიობი დროულად მივიდა სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ექიმებმა გოგონას სიცოცხლე დაუბრუნეს.





5. პრინცესა დაიანა. image

მას შემდეგ რაც პრინცესა დიანამ შეიტყო ქმრის ღალატის შესახებ, საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. მუდმივი სტრესის გამო დიანას განუვითარდა ბულიმია, რომლის დაძლევას თითქმის 10 წელი დასჭირდა.





6. დაიან კიტონი. image

ვუდი ალენის მუზა, მსახიობი დაიან კიტონი, ბულიმიით დაავადდა მას შემდეგ, რაც მას სთხოვეს 4 კგ-ის დაკლება ერთ-ერთ სპექტაკლში მონაწილეობისთვის. ვარსკვლავს გადაჭარბებული ჭამა აწუხებდა, შემდეგ კი ღებინების გამოწვევით იშორებდა რასაც ჭამდა.





7. ჯეინ ფონდა.image

ჯეინ ფონდა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ისაუბრა იმაზე, რომ კვებითი აშლილობა არა ფიქცია, არამედ საშიში დაავადებაა. ჯეინი ხსნის, როგორ ებრძოდა ბულიმიას 30 წლის განმავლობაში! საბოლოო გამარჯვების შემდეგ მსახიობმა დააარსა ფონდი, რომელიც კვებითი დარღვევების მქონე ქალებს ეხმარება.





8. ლინდსი ლოჰანი. image

2006 წელს ლინდსი ლოჰანმა სერიოზულად შეაშინა თაყვანისმცემლები თავისი გარეგნობით: ვარსკვლავი საშინლად გამხდარი და გაფითრებული იყო. ბულიმიის აღიარებამ საზოგადოება განაცვიფრა: „ვიცოდი, რომ რაღაც მემართებოდა. საშინელი თავის ტკივილი დამეწყო, ხელები მიკანკალებდა, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, სანამ ჩემმა მეგობრებმა განგაში არ ატეხეს. იმ მომენტში მივხვდი, რომ დიდი პრობლემები მქონდა და პროფესიონალური დახმარება მჭირდებოდა“ - ამბობს მსახიობი.






9. ნიკოლ შერზინგერი. image

ნიკოლ შერზინგერი ბულიმიით დაავადდა, როდესაც კარიერის პიკზე იყო. მომღერალი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა თავის ავადმყოფობას ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან.





10. ემი უაინჰაუსი. image

გარდა ალკოჰოლისა და ნარკომანიისა, ინგლისელ მომღერალ ემი უაინჰაუსს კვების პრობლემებიც ჰქონდა. ანორექსიამ დიდად შეცვალა ვარსკვლავის გარეგნობა: სექსუალური და აღმაშფოთებელი მომღერლისგან, ემი სწრაფად გადაიქცა დაღლილ, ბნელ ჩრდილად.



0
266
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0