x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
"ზომბის როლი უნდა შეასრულოს, რომ სიაში მოხვდეს" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" ყოფილი დამფუძნებელი და ახლა უკვე "ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ "ენმ-ს" მიერ ორგანიზებულ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საზეიმო ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მისი მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებას სიაში მოხვედრის მცდელობად აფასებს:


"ზომბის როლი უნდა შეასრულოს, რომ სიაში მოხვდეს.

ესაა დაწინაურების კრიტერიუმი.

“მიხეილ სააკაშვილი აქ არის, მისი გული აქ არის, ის ქართველ ხალხთან ერთად არის და ის ამ გამარჯვებასთან ერთად არის"- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


"ადამიანი, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირველმა ააფრიალა ევროკავშირის დროშა და თქვენ ხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არის, მისი გული აქ არის, ის ქართველ ხალხთან ერთად არის და ის ამ გამარჯვებასთან ერთად არის.


მე მჯერა რომ სწორედ მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალიან მალე გაიტანს საბოლოო გოლს, მიაღწევს საბოლოო გამარჯვებას და ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით"- განაცხადა ბოკუჩავამ "ენმ-ს" მიერ ორგანიზებულ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საზეიმო ღონისძიებაზე.








0
264
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
264