x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
"დაღუპული ვეგონეთ, ჩამიყვანეს მორგში... თურმე ავარია იმ ადგილიდან 50 მეტრში შემემთხვა, სადაც მამა დაიღუპა. საოცრებაა!" - ოთარ კობერიძე
image

დღეს, 17 დეკემბერს დაბადებიდან 99 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ მსახიობს ოთარ კობერიძეს, რომელიც მაყურებელმა შეიყვარა ისეთი ფილმებით, როგორიცაა "ბაშიაჩუკი", "მამლუქი", "სხვისი შვილები", "შეწყვეტილი სიმღერა" და სხვა.დღეს შემოგთავაზებთ ეთ საინტერესო ეპიზოდს მსახიობის ცხოვრებიდან.რომელსაც თავად ოთარ კობერიძე იხსენებს “თავისუფლების დღიურებში”:



"ჩემს ცხოვრებაში ერთი საოცარი რამ მოხდა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვარ და ბუქარესტში ვიდექით, ბრძოლის შემდეგ ორი დღე დაგვასვენეს. მოლდაველი ბიჭი იყო ჩემს ოცეულში, მან ქალაქის ერთ ეგზოტიკურ კუთხეში, ბოშების უბანში წამიყვანა. დარბოდნენ ბოშის გოგოები, ბიჭები.


გაგვღლიტეს! შემდეგ ამ ბიჭმა მითხრა, აქ ერთი მარჩიელი ცხოვრობსო და მასთან შევედით. მითხრა: გაუფრთხილდი იმ ადგილს, სადაც მამაშენი დაიღუპაო და დიდხანს იცხოვრებო. გამოვედი გაოცებული.



გავიდა ხანი, თითქმის ოცი წელი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი. 1964 წელს ბათუმში ვიყავით გადაღებაზე. წვიმიანი ამინდია და სასტუმროში ვზივარ. ჩემი ლია თბილისშია წამოსული. ქვემოდან მესმის ხმა, დოდო აბაშიძეს ეძახიან. დოდოც თბილისში იყო წასული. მთხოვა, რუსი მეგობარი ჩამოვა და იქნებ მიხედოო. ჩავედი, ვისაუზმეთ. მერე გარეთ გამოვედით და მანქანაში ჩავსხედით თუ არა, წამოვიდა წვიმა. ჩავუარეთ მწვანე კონცხის რესტორანს. უცებ მოსახვევიდან შემხვედრი მანქანა გამოხტა და მკვეთრად მომანათა სინათლე. დავიბენი, საჭე გამექცა და ხეს დავეჯახე. გონება დავკარგე.


დაღუპული ვეგონეთ. ჩამიყვანეს მორგში. ჩემს ბედზე იცვლებოდა ექიმი. ახალმა მოსულმა ჩამოიარა და შენიშნა, რომ რაღაც მიფეთქავდა. საოპერაციო არაფერი მქონდა, უბრალოდ მკერდი მქონდა დაზიანებული. მოვარდა მამაჩემის მეგობარი. მამა 1927 წელს დამეღუპა, მწვანე კონცხთან დაიხრჩო. წყლიდან ცოცხალი ამოუყვანიათ, მაგრამ ვეღარაფერი უშველიათ. როგორც მამას მეგობარმა მითხრა, თურმე ავარია იმ ადგილიდან 50 მეტრში შემემთხვა, სადაც მამა დაიღუპა. საოცრებაა!


მას შემდეგ ნათლად დავინახე ჩემი ცხოვრების გზა.”

0
314
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0