x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვასო გოძიაშვილის გახსენება ლუბოვ ორლოვაზე

image
„ერთ გაზაფხულს ბიჭვინთაში „მსახიობთა სახლის“ კოტეჯებში ვისვენებდი. ჩემ გვერდით ცნობილი კინოვარსკვლავი – ლუბოვ ორლოვა ისვენებდა, თავის მეუღლე, გრიგორი ალექსანდროვთან და პატარა „ნადკასთან“ ერთად.
ნადკა რაღაც განსაკუთრებული ჯიშის კურდღელი იყო. თეთრი, ფუმფულა და მას ორლოვა დღეში სამჯერ, ძვირფასი შამპუნებით აბანავებდა. ისე უვლიდა, როგორც ღვიძლ შვილს. ორლოვასგან განსხვავებით, მე ოთხი თვის კავკასიური ნაგაზი მყავდა, რომელიც ჩემმა ადგილობრივმა თაყვანისმცემლებმა მაჩუქეს და იქვე, ეზოში მყავდა გაშვებული. თან, ყურადღებას ვაქცევდი, რომ ორლოვას კოტეჯში არ გადასულიყო და მისი ნადკა არ დაეგლიჯა, რომელსაც ჩემი ნაგაზი ავი თვალით უყურებდა ხოლმე...
ერთ დღეს, ჩემმა ლეკვმა ორლოვას ნადკა მომითრია სახლში, რომელიც სულ ერთიანად მიწაში იყო ამოსვრილი. ძაღლს კბილებით ეჭირა და რა თქმა უნდა, მკვდარი იყო... „ეს რა ხათაბალაში გავები. ორლოვამ რომ გაიგოს, ჩემმა ლეკვმა მისი კურდღელი მოკლა, ამ ქვეყანას არ დამაყენებს-მეთქი.“– გავიფიქრე და ძაღლს ჯერ ნადკა გამოვგლიჯე პირიდან და შემდეგ მკვდარი კურდღელი ძვირფასი შამპუნით ვაბანავე, გავაქათქათე. შემდეგ სტაფილო ჩავუდე პირში, ორლოვას უჩუმრად კოტეჯში გადავედი, კურდღელი კართან დავუსვი, ვითომ ცოცხალი იყო და უკან გამოვბრუნდი. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ჩემთან ორლოვას ქმარმა მოირბინა და მითხრა:
– ვასო, ძვირფასო, კარდიამინი ხომ არ გაქვს, ლუბას გულმა შეუტია და უნდა ვუწამლოო.
– რატომ, რა სჭირს-მეთქი? – ვკითხე ალექსანდროვს.
– რა და გუშინ ჩვენი კურდღელი, ნადკა მოკვდა და მიწაში დავმარხეთ. ახლახან კი მან კართან მოგვაკითხა, თან პირში სტაფილო აქვს გაჩრილი და ლუბამ რომ ეს ნახა, გული წაუვიდაო. – მიპასუხა ცნობილმა კინორეჟისორმა.
ძნელი მისახვედრი არაა, რომ ჩემმა ლეკვმა კურდღელი მიწიდან ამოთხარა და სახლში მოიყვანა, რაც ორლოვას ლამის ინფარქტად დაუჯდა." - იხსენებს მსახიობი ვასო გოძიაშვილი
1
373
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
373
  
2023, 1 დეკემბერი, 20:53
დიდი ხანია ამდენი არ მიცინია !
0 1 1