x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
კოკა მორგოშია: "იქნებ რაიმე მაინც შევიდეს მათ თავში"
image
"რა დიდი ბედნიერებაა, რომ მამა იაკობის მსგავსი ხალხი, ჩვენს რეალობაშიც არსებობს და რა დიდი უბედურებაა, რომ ამ წერილის გაგება, არათუ მოსახლეობის დიდი ნაწილს, არამედ, სასულიერო პირების გარკვეულ ნაწილსაც კი არ შეუძლია… ეს წერილი ყველამ უნდა გააზიაროს და გულდასმით წაიკითხოს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, იქნებ რაიმე მაინც შევიდეს მათ თავში...
მამა იაკობ მესტვირიშვილის წერილი:
“ბიჯო კოლაავ…!!! ადე, გეყოფა კაცო ამდენი ძილი, ადე...!!! ამდენი კოტრიალითა, ობი და ნესტი არ მოგეკიდოს კაცო, არ გეშინიაა?! ადე, განიავდი ცოტა, მზემ მაინც დაგკრას შმორის სუნს მაინც ვერა გრძნობ, შე კაი კაცო, შენა?!
- ბჯოო კოლავ, გაიგე ახალი ამბავი?!
- რა ამბავი კაცო, რად მაღვიძებ ამ დილა ადრიანა?! ვერა ხედამ ჯერ შუადღის სამი საათია?! რა გინდა კაცო რას დამაცხრები ხოლმე ძერასავითა?!
- რა და ქრისტე ღმერთი შეუპყრიათ და აწამებენო, სტანჯავენ და ჯვარზე უნდა გააკრანო უსჯულოებმა მააშ...
- რას ამბობ კაცო, ჩვენი ღმერთი?! იესო ქრისტე?! სიყვარულის ღმერთი?! მშვიდობის ღმერთი?! სიმართლის ღმერთი კაცო?! კი მარა, რისთვინა ბიჯო“ რისთვინა?!
- რისთვინა და სიყვარულისთვისა, მშვიდობისთვისა, სიმართლისთვისა!!! ადე, იქნებ მივეხმაროთ, წამო, შევეწინააღმდეგოთა, ბიჯო, წამო!!!
- ეე, კი კაი იქნება, მარა...
- რაღა მარა, ბიჯო, ადე, დროზე!!!
- რა და ახლა იქ რომ მნახავენ მერე სამსახური?! რომ გაიგებს ჩემი უფროსი… ისეცა ძლივს რაღაცა კაპიკები მააქ ხო იცი არა?! გამიგებს ღმერთი მოწყალეა მაინცა...
- ბიჯო თემოო, წამო ქრისტეს აწამებენო, წამო, შენ მაინცა, კაცო, იქნებ მივეშველოთა?!
- ეე, კი კაი იქნება, ძმაო, მარა, რა აზრი აქ? მარტო მე რას გადავწყვეტ აბა?! გამიგებს უფალი, იცის რო ჩემი სიტყვა მაინც ვერაფერს უშველის და... ეხ, თემურა თემურა...
- ბიჯო გაბრიელ, არ გეყურება, კაცოო?! წამო, სიმართლე იდევნებაო სიმართლეი!!!
- ეხ, საწყენია მარა... ორი შარი ხახვი დამრჩა მისათესი და თუ მოვასწარ, რომ მოვრჩები კი წამოვალ... გამიგებს მოწყალეა უფალი...
- ძმაო ყანდუურ, … მამაოო...!!! შენ სადღა ხაარ, კაცო?! შენა ხომ პირველი უნდა მომიწოდებდე სიმართლისა და სიყვარულის დასაცავადა?! შენ უნდა ჰრეკდე ზარებსა და არისხებდე, გაგვაღვიძებდე, სად წასულხარ რატომ სდუმხარ“ კაცო რატომა?! რა დროს ნიდერლანდები და წყალქვეშა ავიაცია?!
- ბიძინავ...!!! ადე, შენ მაინცა, კაცოო... რა ყველას საქმე გაქვთ და თავს არიდებთ კაცოო, შენ ის არა ხარ სიყვარულს რომ ეფიცებოდი ქრისტესა?! ტაძრებს რომ უშენებდი, ტაძრებსა, კაცო შენ ის არა ხარ?!
- კი კაცო, კი არ ვეფიცებოდი, ახლაც მიყვარს...!!!
-ხოდა თუ გიყვარს, ადე, მერე წამო, დევნიან სიმართლესა, სიყვარულსა, მშვიდობასა, სათნოებასა, კაცთმოყვარეობასა, ადე, ბიჯო, მივეხმაროთ, ადე...!!!
- კი წამოვიდოდი მარა...
- რაღა მარა, კაცო?! რაღა მარა?!
- რა და ხომ იცი სავაჭრო მააქ ჩამოტანილი, გასაყიდები, ამოვყიდი ბარემა და მერე თუ მოვასწარ, მივალ აუცილებლად... თანაცა ხომ იცი როგორ მიყვარს უფალი, იმ მოგებიდანა მერე ტაძრებს ავაშენებ, გამიგებს ქრისტე ღმერთი მოწყალეა...
- ბიჯოოო, გაგიგებს კი არა, ხმა არ გესმიის...?!
- რა ხმა კაცო?!
- რა და გონი ჯვარზე ალურსმავენ უკვე, ჩაქუჩის ხმაა, ჩაქუჩისა!!! ადე, გავიქცეთ ადეე!!!!
-ქრისტეეე...!!! უფალო, შემიწყალე, მე ცოდვილი და უღირსი უფალოო...
- ვერ მოგისწარ ვერა... ეეხ, ხედაავ გაუკრავთ უკვე ხალხო ხედაავთ?! ღმერთი სიყვარულისა, მშვიდობისა, სიმართლისა ჯვარზეა, ხალხო!!! ეს რას ხედავს ჩემი თვალები, მშვიდობისთვისა, სიყვარულისთვისა, სიმართლისთვისა!!!! ბიჯოო, მიუგდე ყური, გონი რაღაცას მოგვიხმობს ჯვრიდანა ნახეი...
- რაო, რაო მაინცა?! რას ამბობს კაცო?! ეგ მაინც გავიგოთა
- რასა და: "მიუტევე, უფალოო, არა იციან რასა იქმანოო...”
"მოვედით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენოო..."
"და აჰა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისაო ამინ!!!"" წერს კონსტანტინე მორგოშია
0
183
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0