x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
არა მარტო ბენზინი და ნავთი - დარჩა საერთოდ რამე, რომელიც ნავთობისგან არ მზადდება?
image

ბევრი მიჩვეულია იმ ფაქტს, რომ ნავთობი არის ნედლეული, საიდანაც იწარმოება ექსკლუზიურად საწვავი: დიზელის საწვავი, ბენზინი, ნავთი, მაზუთი, საავიაციო ნავთი. სინამდვილეში, ნავთობის 16%-ზე მეტი მიმართულია მრეწველობის სრულიად განსხვავებულ სფეროებში.


ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული კომპონენტები გამოიყენება მთელი რიგი ნივთების დასამზადებლად, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ.


„ნავთობის“ პროდუქტების სია უზარმაზარია და თუ მას შეადგენთ, იგრძნოთ, რომ ნავთობი თურმე ყველგან გარს გვახვევია.




საყოფაცხოვრებო ქიმია და კოსმეტიკა




ბევრი საყოფაცხოვრებო ქიმიკატი იწარმოება ნავთობის კომპონენტებისგან: სარეცხი საშუალებები, გამხსნელები, საღებავები და ლაქები. დიდი სეგმენტი უკავია პოლიეთილენის პროდუქტებს, რომლებიც ასევე ნავთობისგან წარმოებულებია, როგორიცაა ცელოფნები, ტომრები და საკვების კონტეინერები.


საოცარია, მაგრამ ფაქტია: თითქმის ყველა კოსმეტიკურ საშუალებაში ნავთობპროდუქტების წილი დაახლოებით 80%-ია. ნავთობის ნაწილაკებია შამპუნებში, თვალის და ტუჩის ფანქრებში, ტუჩსაცხებში, თმის საღებავებში და თვალის ჩრდილებში. დეზოდორანტებში, ანტიპერსპირანტებში და კბილის პასტებიც კი.


ხოლო პარფიუმერია 99% ნავთობქიმიური პროდუქტებისგან შედგება. ეს იმიტომ ხდება, რომ მიღებული ნივთიერებების უმეტესობას ბუნებრივ არომატებთან ძალიან ჰგავს სუნით: მაგალითად, ინდოლს აქვს ჟასმინის გამოხატული სუნი.


წამლები



ნავთობის ზოგიერთი კომპონენტი ფართოდ გამოყენება მედიცინაში. მაგალითად ფენოლისგან მზადდება ანტიბიოტიკები, ანტისეპტიკები, დამამშვიდებელი საშუალებები, ალერგიის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი.


გარდა ამისა, ფენოლი გამოიყენება ცნობილი ასპირინის დასამზადებლად., სხვა ნავთობპროდუქტისგან-ანილინისგან, რომელიც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების ნაწილია, მიიღება ანტიმიკრობული პრეპარატები(მაგალითად სულფადიმეზინი, სულფიდანი)




ტანსაცმელი და საკვები



ბევრი თანამედროვე ტანსაცმელი დამზადებულია "ნავთობის" ქსოვილისგან. დღესდღეობით არავის გააკვირვებთ პოლიესტერისგან დამზადებული სვიტრით ან ნეილონის კოლგოტით, ორივე მასალა ნავთობის გადამუშავების პროდუქტია, როგორიცაა, მაგალითად, ვისკოზა.


ახლა ყველა ქსოვილის დაახლოებით 40% სინთეზური ქსოვილის გარეშე არ მზადდება. ნავთობმა განსაკუთრებით ძლიერად შეაღწია სპეცტანსაცმელში, რადგან პოლიესტერის ჩანართებით დამზადებული სამოსი არ იჭმუჭნება, არ იწელება და ადვილად ირეცხება.


გარდა ამისა, ხელოვნური ქსოვილის დიდი ნაწილი გამოიყენება ფარდების, ხალიჩების და ავეჯის ჩიხოლების დასამზადებლად. სხვათა შორის, მაგალითად დივანი შეიცავს პოლიურეთანის ნავთობკომპონენტის მნიშვნელოვან წილს. ასე რომ, ამ ერთ პროდუქტის მიღებისთვის 60 ლიტრამდე ნავთობი იხარჯება


ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ნავთობქიმიურმა ინდუსტრიამ კვების მრეწველობაშიც კი გაიდგა ფესვი. ჩვენთვის ნაცნობი საღებავები, არომატიზატორები და პროდუქტების სხვა დანამატები სხვა არაფერია, თუ არა ნახშირწყალბადების დამუშავების შედეგი.


ერთი შეხედვით ჯანსაღ ორგანულ პროდუქტებსაც კი აქვთ გარკვეული „ნავთობის“ კვალი - მცენარეები ახლა ხშირად იზრდება სინთეზური სასუქების დამატებით, ხოლო ცხოველები იკვებებიან ხელოვნური დანამატებით.


და ეს არ არის ყველაზე გასაოცარი რამ. თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებელს ხდის ნავთობისგან ცილის წარმოებას, საიდანაც ადვილია ორგანულის იდენტური ფერისა და სუნის ხორცპროდუქტების „მომზადება“, მაგალითად სოსისი ან ძეხვეული.




არაჩვეულებრივი მიდგომა



ნავთობის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური სფეროა ფერწერა. მართლაც, სპეციალური ტექნიკით მომუშავე ზოგიერთი მხატვარი ნამდვილ შედევრებს ხატავს.


ის ფაქტი, რომ პლასტმასი ნავთობპროდუქტებისგან მზადდება, დღეს არავისთვის არ არის გასაკვირი. მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენი პლასტიკური პროდუქტი ახვევია გარს ადამიანს, იმდენია, რომ მათი ჩამოთვლა არც ღირს.


კიდევ ერთი უჩვეულო ფაქტი: ნებისმიერი კომპიუტერი "შეიცავს" დაახლოებით ათეულ ლიტრ ნავთობს. და მხოლოდ CD-დისკებზე ყოველწლიურად იხარჯება 40 მილიარდ ლიტრზე მეტი ნავთობი, რომ აღარაფერი ვთქვათ კომპიუტერების წარმოებაზე. მობილური ტელეფონებიც კი, რომელთა გარეშეც თანამედროვე ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ 40% ნავთობქიმიური პროდუქტებისგან შედგება.


კონტაქტური ლინზებიც კი დამზადებულია ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული სინთეზური პოლიმერებისგან. ორგანული პოლიმერებისგან განსხვავებით, ხელოვნური მასალები საშუალებას აძლევს ჟანგბადს გაიაროს ლინზაში, რაც ძალიან სასარგებლოა თვალებისთვის.

0
75
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0