x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნოსტალგია-აუდიოკასეტები
აუდიოკასეტა, იგივე კომპაქტური კასეტა -ანალოგურ-ციფრული მატარებელი. გამოიყენებოდა ციფრული და აუდიოინფორმაციის ჩაწერისთვის. პირველად იგი 1964 წელს კომპანია "ფილიპსმა" წარმოადგინა. თავისი სიიაფის და კომპაქტურობის გამო უზომოდ პოპულარული იყო გასული საუკუნის 90-იან წლებამდე.

image

საბჭოთა კავშირში პირველი აუდიოკასტები 1972 წელს გამოჩნდა, МК-60, რომელიც ასე იშიფრებოდა:მაგნიტოფონის კასეტა 60 წუთიანი, მზადდებოდა რკინის ოქსიდის საფუძველზე, ხარისხით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა, ღირდა 4 მანეთი, იყო უკეთესი ხარისხის ე.წ. ქრომის გამჭვირვალე კასეტებიც, რომელიც ძნელად იშოვებოდა და უფრო ძვირიც ღირდა.

image


სხვათაშორის თავიდან საბჭოთა კასეტებიც კი დეფიციტი იყო მაღაზიებში, როგორც კი გაყიდვაში გამოჩნდებოდა მალევე იტაცებდნენ.


ახალი კასეტული მაგნიტოფონის შეძენისას ტრადიციულად მოყვებოდა ერთი ცალი Полимерфото-ს 60 წუთიანი კასეტა.

image


საბჭოთა კასეტები საკმაოდ უხარისხო იყო, მაგნიტოფონში ხშირად იჭედებოდა, ლენტა ძალიან მალე აჭუჭყიანებდა მაგნიტოთავს და სპირტით უნდა გაგეწმინდა, ხმარებიდან სულ რაღაც 1 თვის შემდეგ უკვე კასეტა წრიპინებდა ან როლიკში იხვევდა.ამის გარდა კასეტის დაფები წებოთი იყო შეერთებული და მისი დაშლა გადაგდების ტოლფასი იყო (უცხოური აუდიოკასეტები ჭანჭიკებით იყო დამაგრებული)


60 წუთიან კასეტებს კიდევ ერთი მინუსი ჰქონდა.როგორც წესი მუსიკალური ალბომი 40-45 წუთი გრძელდებოდა, (ასეთი იყო ვინილის სტანდარტი)ამიტომ ცალ მხარეზე ალმობი სრულად არ ეტეოდა, ან მეორე მხარეს უნდა გაგეგრძელებინათ, ან ალბომის არასრული ჩანაწერი გექნებოდათ.

image

შედარებით ხარისხიანი იყო ოფიციალურად ჩაწერილი რომელიმე საბჭოთა მომღერლის კასეტა, ამიტომ მელომანები მცირე ეშმაკურ ხერხს მიმართავდნენ, ყიდულობდნენ მაღაზიაში ჩაწერილ კასეტას, სულ ერთია ვინ იქნებიდა, მაგალითად ლევ ლეშჩენკო თუ ლუდმილა ზიკინა, ზემოდან გადააწერდნენ მისთვის სასურველ ალბომს, ჩაწერილ კასეტაში ცალი გვერდი 20-25 წუთი გრძელდებოდა, ასე, რომ ორივე მხარეზე მთლიანი ვთქვად ჯგუფ Smokie-ის ალბომის ჩატევა შეიძლებოდა.

image


უცხოური კასეტები დეფიციტი იყო, თავიდან "ბარიგებში" თუ იშოვიდით 25 მანეთად მაგრამ ერთ დღეს მოხდა სასწაული და საბჭოთა კავშირმა დაიწყო საზღვარგარეთიდან აუდიოკასეტების იმპორტი.ძირითადად იაპონიიდან და გერმანიიდან. ეს იყო "SONY", "DENON" და TDK, შემდეგ უკვე სხვა მარკის აუდიოკასეტებიც.90 წუთიანი კასეტის ფასი 9 მანეთი იყო.იყო 120 წუთიანებიც.


image

0
130
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0