x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პირველი ჩაის საკრეფი მანქანა მსოფლიოში
image
ალბათ ბევრმა არ იცის, მით უმეტეს ახალგაზრდა თაობამ, რომ პირველი ჩაის საკრეფი მანქანა მსოფლიოში -საქართველოში დამზადდა 1963 წელს.ჩსნ-1, 6/1, 3 А “საქართველო"".ჩაის საკრეფი მანქანა კრეფდა როგორც სწორ ველზე, აგრეთვე 8% დახრილ ფერდობებზეც.1 ჰექტარზე მანქანას დაახლოებით 2 ტონა ჩაის მოსავალს იღებდა.ჩაის ბუჩქის კრეჭის სიმაღლე 0, 6-0.8 მეტრი იყო.

image

ჩაის საკრეფ მანქანაზე მუშაობა საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყეს, გამოიცადა რამდენიმე სხვადასხვა პრინციპზე მომუშავე მანქანა, თუმცა საბოლოოდ მიიღეს ჩსნ-1, 6 „საქართველო“, რომლის სერიული გამოშვება 1963 წლიდან დაიწყო, მის ავტორს 1967 წელს ლენინური პრემია მიენიჭა.

image


ჩაის საკრეფი აპარატი შედგებოდა ჩაის საკრეფი სავარცხლის, ამძრავი მექანიზმის, საქშენის, ჰაერსატარებისა და ელასტიკური გოფრირებული შლანგისაგან.

აპარატის შასის საკიდ სისტემასთან სახსრული შეერთება უზრუნველყოფდა აპარატის გადაადგილებას ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეში, აგრეთვე გვერდით დახრას. აპარატის სავარცხელს ჰქონდა ერთი უძრავი და ორი მოძრავი საჭრელსეგმენტებიანი რკალი.

ჩაის საკრეფი მანქანა მუშაობდა შპალერის გასწვრივ ჩაის საკრეფი აპარატის მუშა ორგანოები, რომლებიც ჰიდრავლიკურა მიმყოლი სისტემა მართავდა, ბუჩქის ვარჯში საჭირო სიღრმეზე ღრმავდებოდა.

image

დანების ელასტიკური სადებები უკუსვლით-წინსვლითი მოძრაობით დუყებს უძებნიდა გადასატეხად ყველაზე მყიფე ადგილს. მოსაკრეფად ვარგისი დუყები ტყდებოდა უძრავი თითების ხის საყრდენებსა და მოძრავი თითების ელასტიკური სადებების წებოებს შორის, დანარჩენ ძლიერ განვითარებულ ჩაის დუყებს, რომლებიც თითებს ზემოთ არის განლაგებული, საჭრელი დანები ჭრიდა. მოკრეფილი ჩაის დუყები ჰაერის ნაკადს ჰაერსატარით მიჰქონდა დოლურ ტრანსპორტიორებთან, რომლებიც ფოთოლს მიმღები ბუნკერის საცვლელ ყუთებში ყრიდა. მანქანა დააგრეგატებული იყო თვითმავალ შასიზე ტ-16მმჩ.

image



image

იხილეთ აგრეთვე


3
229
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
229
  
2018, 3 აპრილი, 18:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი არაჩანდა-ის კომენტარზე
2018, 3 აპრილი, 9:13
მადლობა ინფორმაციისთვის დიდხანს ვეძებე და ვერ მივაგენი ვინ იყო ავტორი
2018, 3 აპრილი, 4:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3