x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სამეფო ოჯახის სკანდალური ფოტოები, რომლებიც ინტერნეტქსელში არ უნდა მოხვედრილიყო
image


"საზოგადოება ისურვებდა მათ ამ მდგომარეობაში ნახვას", -ასე ახსნა სკანდალურმა ინგლისელმა ფოტოგრაფმა ელისონ ჯექსონმა საკუთარი ფოტოების სერიის კონცეფცია, სადაც სამეფო ოჯახის წევრები სრულიად უჩვეულო გარემოებებსა და მდგომარეობაში არიან აღბეჭდილი.


image


სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე! კამილა არასდროს პოზირებდა ქალის თეთრეულით, უილიამს კი გვირგვინის მორგება აბაზანაში არასდროს უცდია! ფოტოგრაფი ძირითადად, სამეფო ოჯახის წევრთა ორეულებს იღებს და ფოტოშოპითაც აქტიურად სარგებლობს.


image


ელისონი თავის პროვოკაციულ ნამუშევრებში ერთგვარ ირეალურ გარემოს ქმნის, სადაც შეგიძლიათ როგორც პრეზიდენტ კენედისა და მსახიობ მერლინ მონროს უთვალთვალოთ, ასევე სამეფო ოჯახის წევრთა პირად ცხოვრებასაც ადევნოთ თვალი. ელისონ ჯექსონის ნამუშევრების მთავარ გმირებად არა მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები, არამედ ცნობილი მომღერლები და მსახიობებიც გამხდარან. ხელოვანი ცნობილი ადმიანების ორეულების შესაქმნელად ბევრ გრიმსა და ფოტოშოპს იყენებს, თუმცა შედეგი მართლაც გასაოცარია!


image


თავიდან ეს კადრები ყველას რეალური ეგონა და პრესა მათ გარკვეული პერიოდის განმავალობაში აქტიურადაც აქვეყნებდა. სწორედ ამაში მდგომარეობს ასეთი ხელოვნების საშიშროებაც, ვინაიდან მსგავსი ფოტოებით შესაძლოა რეალური, ცოცხალი ადამიანის რეპუტაცია და იმიჯი მნიშვნელოვნად დაზარალდეს.


image


კემბრიჯის ჰერცოგები შვილთან და იხვთან ერთად აბაზანაში



image


პირველ ფოტოზე პრინცი ჰარი ფეხმძიმე მეუღლის მუცლის გარშემოწერილობას ზომავს, მეორეში კი ის მეგანს იოგის კეთებაში ეხმარება


image


აწ გარდაცვლილი დედოფალი ელისაბედ II, კორნუოლის ჰერცოგინია და ქეით მიდლტონი სალონში


image


ეს ფოტო კი სულაც არ არის შეურაცხმყოფელი, პირიქით... ხოლო რეალური ადამიანებისგან მათივე ორეულების გარჩევა, რომლებსაც ისინი ძალიან, ძალიან ჰგვანან თუ ყურადღებით დააკვირდებით სულაც არ არის რთული.


imageimageimage








0
393
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
393