x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ ვაჩუქოთ ძველ ფეხსაცმელს ახალი სიცოცხლე - ხრიკები
მაღალი ხარისხის ფეხსაცმელიც კი ერთ დღეს კარგავს მიმზიდველ გარეგნობას და ცვდება. თქვენი საყვარელი ჩექმის სიცოცხლის გახანგრძლივების მრავალი გზა არსებობს, მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ დაუბრუნოთ ძველ ფეხსაცმელს ახალი იერი.



image




როგორ ვაჩუქოთ ძველ ფეხსაცმელს ახალი სიცოცხლე - ხრიკები



როგორ დავუბრუნოთ გაცვეთილ ფეხსაცმელს ძველი იერი და რა შეიძლება გამოვიყენოთ ამისათვის?




1. აკრილი. image


თუ ფეხსაცმელს გაუჩნდა ნაკაწრები ან ბზარები, აკრილს შეუძლია ყველა ეს ნაკლოვანება დაფაროს, რაც ძალზედ მარტივია. გაწმინდეთ ფეხსაცმელი აცეტონით, როდესაც ის გაშრება, წაუსვით ხარვეზებზე აკრილის სქელი ფენა. (მნიშვნელოვანია, რომ აკრილი თქვენი ფეხსაცმლის შესაფერისი ფერის შეარჩიოთ) გააშრეთ საღებავი კარგად და მოაცილეთ ზედმეტი სქელი ფენა. ის ახალივით იბრწყინებს.






2. ცვილი. image


უკეთესი იქნება თუ პროდუქტი შეიცავს ბუნებრივ ფუტკრის ცვილს, რადგან ამ შემთხვევაში შედეგი უფრო კარგი იქნება და დიდხანს გაგრძელდება. აუცილებელია, რომ ფეხსაცმელი ჯაგრისით ჯერ კარგად გაწმინდოთ, რომ ჭუჭყი და მტვერი არ ჰქონდეს, შემდეგ კი, როდესაც ის კარგად გაშრება, ცვილის სქენი ფენა წაუსვით. დააცადეთ 15 წუთი, მოაცილეთ ცვილი და იგივე გაიმეორეთ ცვილით გაპოხვა 2-ჯერ კიდევ. შედეგით გაოცდებით.






3. Ზეითუნის ზეთი.image

წაუსვით ზეითუნის ზეთი სუფთა ფეხსაცმელს და დატოვეთ სანამ ფეხსაცმელი მთლიანად არ შეიწოვს მას. შემდეგ ფეხსაცმელს ზეთის კიდევ ერთი ფენა წაუსვით. ყურადღება - თუ ფეხსაცმელი გახეხილია, ზეთის წასმის შემდეგ შემოახვიეთ თბილი ქსოვილი და ზემოდან დააფარეთ კიდევ სხვა ქსოვილი. ასე დატოვეთ 10 წუთი. ის ახალივით იპრიალებს.






4. ძმარი. image


ლაქების და ფეხსაცმლის ზედაპირზე გამოსული ე.წ მარილები შეგიძლიათ მოაცილოთ ძმრისა და წყლის ხსნარით. (პროპორცია: 1 სუფრის კოვზი ძმარი 1 ჭიქა თბილ წყალთან). დაასველეთ ქსოვილი ან ფუნჯი ხსნარში და კარგად გაწმინდეთ ფეხსაცმელი.


0
308
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0