x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რისი გაკეთება არ შეიძლება მშიერზე?
ყველამ იცის ფრაზა: "შენ ხარ ის, რასაც ჭამ". თუმცა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რას ვაკეთებთ ჭამამდე. ამიტომ, თუ საუზმის მიღებას ვერ ახერხებთ, ან მთელი დღის განმავლობაში დარბოდით საქმეებზე, რის გამოც ვერ მოასწარით სადილი, არაუშავს, უბრალოდ ნუ გაიმეორებთ ამას.



image



რა თქმა უნდა უმჯობესია თუ ისაუზმებთ, მაგრამ თუ ხუთი წუთი გაქვთ დრო მხოლოდ და ვერ ასწრებთ, საუზმის ჩაგდება გამართლებული იქნება. თუმცა, დღევანდელ სტატიაში გასწავლით იმ მავნე რაღაცებზე, რაც გარდა საუზმის გამოტოვებისა, ასევე ზიანს აყენებს თქვენს ჯანმრთელობას. გეტყვით, რა რ უნდა გააკეთოთ ცარიელ კუჭზე.


რისი გაკეთება არ შეიძლება მშიერზე?



1. ტკივილგამაყუჩებლების მიღება. image


თუ შეჩვეული ხართ დღის დაწყებას ასპირინის ტაბლეტით, უმჯობესია უარი თქვათ: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არათუ არ იმოქმედებს, არამედ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.


უმჯობესია თავიდან აიცილოთ თავის ტკივილი დილიდან ბუნებრივად თუ: არ დალევთ ალკოჰოლს ღამით, მეტი დროს კი გაატარებთ სუფთა ჰაერზე და დროულად დაიძინებთ. მაგრამ თუ ტკივილი აუტანელია, დალიეთ მინიმუმ ერთი ჭიქა რძე - ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს წამლის მიღებისგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.





2. ყავა. image

კოფეინის გარეშე ყავაც კი კუჭის ჭარბ მჟავას წარმოქმნას. ეს გამოიწვევს გულძმარვას და სხვა დისკომფორტს. საუზმის, ფინჯანი ამ სასმელით ჩანაცვლებამ, შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის ნაკლებობა და ცუდი განწყობა მთელი დღის განმავლობაში. მაგრამ თუ ვერ წარმოგიდგენიათ დილა არომატული ყავის გარეშე, აუცილებლად დაუმატეთ მას ნაღები ან რძე და ასევე აირჩიეთ ნატურალური ყავა ხსნადი ყავის ნაცვლად.





3. ალკოჰოლი.image

ალკოჰოლის მიღება უზმოზე და თუნდაც საჭმლის გარეშე, მისი ინტრავენურად შეყვანის ტოლფასია - ამ დროს ალკოჰოლის შეწოვა 2-ჯერ აჩქარებულია. მაგრამ ალკოჰოლის დაშლის პროდუქტებს, ძალიან დიდი დრო სჭირდება გამოსადევნად, რაც იწვევს ე.წ "ნაბახუსევს" (და, როგორც უკვე იცით, დილით არ უნდა მიიღოთ ტკივილგამაყუჩებლები).


უზმოზე ალკოჰოლის დალევამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ღვიძლს, გულსა და თირკმელებს. ამიტომ, აუცილებლად მიირთვით მინიმუმ პატარა სენდვიჩი კარაქით და უპირატესობა მიანიჭეთ გრილ, უგაზო სასმელებს.






4. საღეჭი რეზინა.image

კუჭის მჟავა, რომელიც გამოიყოფა საღეჭი რეზინის ღეჭვისას, აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ამიტომ არ გამოიყენოთ იგი დიდხანს, რადგან შეიძლება განვითარდეს გასტრიტი.


მაშინაც კი, თუ ახლახან ჭამეთ, არ უნდა ღეჭოთ ის 10 წუთზე მეტ ხანს. ღირს საღეჭი რეზინის არჩევა ბუნებრივი დამატკბობლებით, როგორიცაა ქსილიტოლი ან სორბიტოლი.






5. ძალოვანი ვარჯიშები. image

არსებობს მოსაზრება, რომ ცარიელ კუჭზე ვარჯიში უფრო მეტ კალორიას წვავს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაკარგოთ კუნთების მასა, მაგრამ ცხიმი არ გაქრება. ასეთი ვარჯიშის ეფექტი მცირდება, რადგან ორგანიზმს ენერგია აკლია.


ამიტომ ჯობია ძალოვანი ვარჯიში ჩაანაცვლოთ კარდიო ვარჯიშით, ხოლო თუ საჭმლის მომნელებელი პრობლემები გაქვთ, აუცილებლად უნდა მიირთვათ, რადგან ვარჯიში კუჭის წვენის გამომუშავებას უწყობს ხელს.






6. ფორთოხლის წვენი. image

ციტრუსებში არსებული მჟავე და მყარი ბოჭკოები აღიზიანებს თქვენს ცარიელ კუჭს. ეს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მათ, ვისაც აქვს გასტრიტი ან ემუქრება მისი განვითარების რისკი. იმისათვის, რომ ახლად გაწურულმა წვენმა მხოლოდ სარგებელი მოგიტანოთ, უნდა განზავდეს იგი წყლით 2: 1 ან 1: 1 თანაფარდობით.




0
674
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
674
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0