x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"მე მეგონა, რომ რაღაც ვნახე ცხოვრებაში , მაგრამ 20 გოგონა ერთი კაცისთვის - მსგავსი არაფერი მინახავს"
image

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის მემკვიდრეებმა მის მრავალრიცხოვან საყვარლებს ომი გამოუცხადეს. მათ სურთ გამოასახლონ დაახლოებით 20 ქალი, რომლებიც ჯერ კიდევ მათ ბინებსა და აპარტამენტებში ცხოვრობენ.


სიცოცხლის განმავლობაში პოლიტიკოსი ყოფილ საყვარლებს არა მხოლოდ ბინებს ჩუქნიდა, არამედ ყოველთვიური ხელფასსაც უნიშნავდა. ოფიციალური ვერსიით, ამ გზით ის ეხმარებოდა ქალებს, რომლებიც დაზარალდნენ მისი სექს- სკანდალების გამო. მის ოპონენტებს სჯეროდათ, რომ ეს იყო გადახდა დუმილისა და ტყუილის სანაცვლოდ . წინააღმდეგ შემთხვევაში, სექსუალური სკანდალები შეიძლება გადაზრდილიყო მორიგ სისხლის სამართლის საქმეში.


ბერლუსკონის საყვარლები 2500 ევროს იღებდნენ თვეში.



სანამ საქმე სასამართლომდე მივიდოდა, ბერლუსკონი დაუფარავი სიამაყით უსმენდა ჭორებს მის სასიყვარულო ურთიერთობებზე. ბოლო წლებში პოლიტიკოსს უყვარდა ანეკდოტის მოყოლა სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, რომელიც, ვითომდა იტალიელ ქალებს შორის ჩატარდა. კითხვაზე, სურდათ თუ არა ბერლუსკონისთან სექსი, 30 პროცენტმა უპასუხა „დიახ“, დანარჩენებმა კი უპასუხეს „რა კიდევ ერთხელ?“


ზოგჯერ მის თავშეუკავებლობას პრობლემები მოჰყვებოდა, მაგრამ პოლიტიკოსი ყოველთვის ახერხებდა თავის დაძვრენას .


2009 წელს ის ეჭვმიტანილი იყო არასრულწლოვან მოდელთან რომანში, მაგრამ ამ დროს მან სასამართლო პროცესის თავიდან აცილება მოახერხა. ორი წლის შემდეგ ის მაინც გახდა ამ საქმეში ბრალდებული. მაშინ ამტკიცებდნენ, რომ მისი საყვარელი, 17 წლის მაროკოელი მოცეკვავე იყო. ბერლუსკონის საბოლოოდ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ მოგვიანებით სასჯელი გააუქმეს. ამჟამად კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

imageფოტოზე: 17 წლის მაროკოელი მოცეკვავე კარინა ელ მარუტი



ბევრი ქალი, რომელსაც ბერლუსკონი მფარველობდა, მონაწილეობდა მის სასამართლო პროცესებში და მის სასარგებლოდაც აძლევდნენ ჩვენებას. პროკურორების თქმით, სწორედ ამისთვის იღებდნენ ხელფასს. ამ შემთხვევაში, გასაგებია ბერლუსკონის შვილების უარყოფითი პოზიცია მისი ჰარამხანის მიმართ: ბერლუსკონი მოკვდა და მას ეს აღარ სჭირდება და მით უმეტეს მათ შვილებს.




მისი მეორე ცოლის, მსახიობ ვერონიკა ლარიოს(ქვემოთ ფოტოზე) გაცნობის გარემოებები ყველაზე კარაგად ასახავს ბერლუსკონის ვნებებს. მან ის პირველად ნახა, როცა ვერონიკა მილანის თეატრში მკერდმოშიშვლებული გამოვიდა.

image

ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობდნენ ბერლუსკონის, ამტკიცებენ, რომ მკაცრი დედა არ აძლევდა მას სრულად აწყვეტის საშუალებას. დედამისი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც პოლიტიკოსი 71 წლის იყო. ამის შემდეგ მან საბოლოოდ დაკარგა კონტროლი და აუშვა აფრები. ერთ დღეს, დამანგრეველი მიწისძვრის ადგილზე დათვალიერების დროს, მან ნანგრევების ნაცვლად, ერთ მიმზიდველ გოგონას დაადგა თვალი.


"რა მოხდა თუ სინიორას შევეხე?" – იკითხა ბერლუსკონიმ ოფიციალური პირებისა და ჟურნალისტების წინაშე


ბერლუსკონის სასახლეში სექს-წვეულებების შესახებ თითქმის ყველამ იცოდა. თავისი კარგი მეგობრის, ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფის მაგალითზე მან მათ "ბუნგა-ბუნგა" უწოდა.


"მე მეგონა, რომ რაღაც ვნახე ცხოვრებაში, მაგრამ 20 გოგონა ერთი კაცისთვის - მსგავსი არაფერი მინახავს”, - თქვა მოგვიანებით ერთ-ერთმა მონაწილემ.


ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ მოწვეული გოგონები სტრიპტიზის ცეკვავის დროს გადაცმულები იყვნენ მონაზვნებად, ექთნებად, პოლიციელებად და ცნობილ პიროვნებებადაც კი - მაგალითად, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ან ფეხბურთელი რონალდინიო. წვეულების შემდეგ ბერლუსკონი ერთ-ერთ მათგანს ირჩევდა და ღამეს მასთან ერთად ატარებდა.




2010 წელს ბერლუსკონის მეუღლემ განაცხადა, რომ დაიღალა მისი არასრულწლოვანი საყვარლებით და განქორწინება მოითხოვა. ერთ-ერთი იყო 17 წლის კარიმა ელ მარუტი, იგივე მაროკოელი მოცეკვავე, რომლიც გამოც კინაღამ გისოსებს მიღმა მოხვდა.


როდესაც გოგონა დააკავეს რამდენიმე ათასი ევროს ღირებულების სამაჯურის ქურდობისთვის, ბერლუსკონიმ პირადად დარეკა პოლიციაში და მოატყუა, რომ მისი ბიძა ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი იყო.


გოგონა გაათავისუფლეს, თუმცა ამის შემდეგ პროკურატურა თავად ბერლუსკონით დაინტერესდა. მან უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ "ბუნგა ბუნგა" უბრალოდ "გემრიელი ვახშამია". მიუხედავად ამისა, გამომძიებლებმა მოახერხეს 33 ახალგაზრდა ქალის სიის შედგენა, რომლებიც მონაწილეობდნენ წვეულებებში, ისინი აცხადებდნენ, რომ პოლიტიკოსთან სექსის შემდეგ ფული მიიღეს.


მიუხედავად სისხლისსამართლებრივი დევნისა, ბერლუსკონიმ ორგიებს შორის შესვენებების დროს, რომანი შეინარჩუნა ფრანჩესკა პასკალესთან, (ქვემოთ ფოტოზე) მის ოფიციალურ საყვარელთან. მათ ერთამანეთი გაიცნეს, როდესაც გოგონა 20 წლის იყო, ის კი 69 წლის. გოგონა ხელმძღვანელობდა პოლიტიკოსის ნეაპოლიტანური ფანკლუბს, შემდეგ კი მუშაობდა მის საარჩევნო შტაბში.

image

როდესაც ბერლუსკონი ვერონიკა ლარიოს გაშორდა, პასკალი ყოველდღე არწმუნებდა სილვიოს ცოლად მოეყვანა და საქორწინო კაბაც კი იყიდა. თუმცა ბერლუსკონემ მასზე უფრო ახალგაზრდა საყვარელი გაიჩინა, იტალიის პარლამენტის წევრი მარტა ფაჩინა და მანამდე გადავიდა მასთან საცხოვრებლად, სანამ პასკალს დაშორდებოდა. ამის შესახებ ფრანჩესკამ ყველაზე ბოლოს გაიგო, როცა უკვე გაზეთებში წერდნენ.


imageფოტოზე: მარტა ფაშინა


ერთი წლის შემდეგ ბერლუსკონიმ და ფაშინამ სიმბოლური ქორწილი გადაიხადეს, რომელსაც არც თანამდებობის პირები ესწრებოდნენ და არც მღვდელი, მაგრამ ესწრებოდა იტალიის კულტურის მინისტრის მოადგილე ვიტორიო ზგარბი, რომელიც ცნობილი გახდა თავის სკანდალური სექს-ფრაზით „შეღწევა აუცილებელია გააზრებისათვის“.


ბერლუსკონის გარდაცვალების შემდეგ ფაშინამ მემკვიდრეობით მიიღო 100 მილიონი ევრო და დღემდე ცხოვრობს იმ სასახლეში, სადაც "ბუნგა ბუნგას" აწყობდნენ . პოლიტიკოსის შვილებს მისი გასახლების იმედი აქვთ.


ბერლუსკონის ერთ-ერთმა ყოფილმა საყვარელმა, 45 წლის ბარბარა გუერამ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე დაჰპირდა სახლს. მისი თქმით, მას აქვს აუდიოჩანაწერი, სადაც პოლიტიკოსი ამბობს: „ვფიცავ ჩემს ხუთ შვილს, სახლს სასწრაფოდ მიიღებ სარგებლობაში და როგორც კი სასამართლო პროცესი დასრულდება და ადვოკატები დამრთავენ ნებას, შენს სახელზე გადმოვაფორმო“.


ალესანდრა სორჩინელი, კიდევ ერთი ბერლუსკონის საყვარელი, რომელიც გამოსახლების წინაშე დგას, ამტკიცებს, რომ მას სამი მილიონი ევრო დაჰპირდნენ. ამას, მისი თქმით, აუდიოჩანაწერებიც ადასტურებს. მან თავის დროზე ვერ მიიღო ფული და ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამეს მიაღწიოს: მის ჩანაწერებს იურიდიული ძალა არა აქვს.


ყველაფერი პოლიტიკის შვილების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, რომლის იმედიც არ უნდა ჰქონდეს არავის. გუერა აცხადებს, რომ მას საავადმყოფოში ბერლუსკონის მონახულების უფლებაც კი არ მისცეს.


„თუ ისინი გადაწყვეტენ გააუქმონ ჩვენი შეთანხმება, მაშინ ისინი(შვილები) არ სცემენ პატივს იმ ადამიანის ნებას, რომელიც ჩვენთან აღარ არის“, - ამბობს სორჩინელი.


მთავარ ფოტოზე: კარინა ელ მარუტი

1
605
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
605
  
2023, 12 ნოემბერი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1