x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მიამიტობა ხშირად ძალიან ცუდად მთავრდება, მშვიდობის მოყვარული გოგო გააუპატიურეს და მოკლეს

image
ისლამოფობიის პროტესტის ნიშნად, მემარცხენე ორიენტაციის იტალიელმა მხატვარმა ქალმა პიპა ბაკამ გადაწყვიტა "ავტოსტოპით" რომიდან დაქალთან ერთად საქორწილო კაბით ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ კი ისრაელში ჩასულიყო.
პიპა ბაკა ისრაელ-პალესტინას შორის 2008 წელს მომხდარი კონფლიქტის გამო აპირებდა ისრაელში ჩასვლას.

2008 წელს ჯუზეპინა პასკუალინო დი მარინეო (ესაა პიპა ბაკას ნამდვილი სახელი) აპირებდა რომიდან ისრაელში ჩასვლას, რათა დაპირისპირებული მხარეები შეეჩერებინა თავისი აქციით და მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა მხარეები.
პიპა დაქალთან, ასევე მხატვართან-სილვია მოროსთან ერთად რომიდან თელ-ავივისაკენ გაემართა საქორწინო კაბით შემთხვევითი გამვლელების მანქანით.
წყვილმა საკმაოდ დიდი გზა გაიარა რომიდან გამოსვლის მერე, მათ უსაფრთხოდ გაიარეს ბალკანეთის ქვეყნები და თურქეთში ჩავიდა, სადაც გაურკვეველი მიზეზის გამო დაქალებს შელაპარაკება მოუვიდა და სილვია რომში დაბრუნდა.

პიპამ კი გზა გააგრძელა, ერთი პერიოდი ის იტალიურ მასიური საინფაინფორმაციო საშუალებების მეშვეობით იტალიელებს აცნობდა თავის შთაბეჭდილებებს, მაგრამ მისგან შეტყობინებები უცბად შეწყდა. ოჯახმა განგაში ატეხა და იტალიის პოლიციას მიმართა დახმარებისათვის. იტალიელები თურქ კოლეგებს შეეხმიანნენ და პიპას ოჯახის წევრებს სავალალო ინფორმაცია მიაწოდეს: პიპა თურქმა რეციდივისტმა ჯერ გაძარცვა, შემდეგ კი გააუპატიურა და მოკლა. თურქი მოძალადე თურქმა ძალოვნებმა დააკავეს და საკმაოდ დიდი ვადით გამოკეტეს ციხეში.

თურქი მოძალადე თურქმა ძალოვნებმა იპოვეს პიპას მობილურით და სიმ-ბარათით რომელიც პიპას ეკუთვნოდა, მოძალადეს არც კი უცდია მობილურში სიმ-ბარათის გამოცვლა, რომელიც როუმინგში იყო ჩართული და საკმაოდ დიდი თანხაც იდო ბალანსზე.

0
579
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
579