x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"დიახ, მე ვარ, ჯერჯერობით” - პუტინმა უპასუხა კითხვას, ნამდვილად პუტინია თუ არა (ვიდეო)
image

პესკოვმა კვლავ ისაუბრა ვლადიმერ პუტინის "ორეულებზე". ამჯერად ВДНХ-აზე საზოგადოება "ზნანიას" გამოფენა - ფორუმზე:



"ჩვენ მხოლოდ ერთი პუტინი გვყავს! - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.



ამასობაში ეროვნული ერთიანობის დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხანმოკლე შეხვედრა გამართა მოხალისეებთან, ასევე უკრაინის ჩრდილოეთ სამხედრო ოლქის ზონაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების შვილებთან.



შეხვედრა წითელ მოედანზე გაიმართა.


შეხვედრის შემდეგ ტრადიციულად ფოტოები გადაიღეს.


ფოტოსესიის დასრულების შემდეგ, ბიჭმა, რომლის უკანაც პუტინი ფოტოების გადაღების დროს იდგა, პრეზიდენტს ისეთი კითხვა დაუსვა, რამაც რუსეთის ლიდერი, ცოტა არ იყოს დააბნია.


შესაბამისი ვიდეო ტელეგრამის არხზე ტელეკომპანია "როსიას-ს ჟურნალისტმა პავედ ზარუბინმა. გააზიარა (ნახე ვიდეო <ამ ბმულზე>

image

„თქვენ რა პუტინი ხართ?!“ - ჰკითხა ბიჭმა, რომელიც დაახლოებით 7 წლის იყო.


”დიახ მე ვარ, ჯერჯერობით”, - ოდნავ ყოყმანით უპასუხა.


ამავდროულად, თავად პუტინს და შეხვედრაზე დამსწრე ადამიანებსაც გაეცინათ.


პუტინის ორეულებზე ხშირად ვრცელდება ჭორები, არც თუ იშვიათად აბსურდამდეც მისული, მაგალითად რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ვითომ ლუდმილა პუტინასთან აღებული ინტერვიუ, სადაც ის ამბობდა, რომ მისი ქმარი დიდი ხანია ცოცხალი აღარ არის და ქვეყანას მისი ორეული მართავდა;


ასევე ჭორის იმის შესახებ, რომ პუტინი მძიმედ ავად არის და მალე მოკვდება. მათ შორის უცხოური მედიასაშუალებებიც.


რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვინმე პროფესორ ვალერი სოლოვეის ინტერვიუ, რომელიც უკრაინელ ჟურნალისტს, დიმიტრი გორდონს მისცა, რომ თითქოს პუტინი 26 ოქტომბერს გარდაიცვალა კიბოს მძიმე ფორმით.



"ის მოკ­ვდა, ნამ­დვი­ლად მოკ­ვდა, 26 ოქ­ტომ­ბერს, ხუთ­შა­ბათს გარ­და­იც­ვა­ლა, ახლა ის იმ­ყო­ფე­ბა მა­ცი­ვარ­ში, თა­ვის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ვალ­და­ი­ში. არა­ნა­ი­რი ეჭვი არ არ­სე­ბობს, რომ ის მოკ­ვდა" - ამტკიცებდა დი­მიტ­რი გორ­დონ­თან სა­უ­ბარ­ში ვა­ლე­რი სო­ლო­ვეი.

0
366
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0