x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მაკრონს ხორვატიის პრეზიდენტმა სულ დაავიწყა საკუთარი ცოლი
image

პრესა და სოციალური ქსელი განიხილავს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე საფრანგეთსა და ხორვატიას შორის ქვეყნის პირველი პირების საქციელს, მაკრონს აშკარად მოეწონა 50 წლის, მასზე უფროსი ხორვატიის სექსუალური პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩი(მას ხომ უყვარს მასზე უფროსი ქალები) და სულ დაავიწყდა საკუთარი 65 წლის ცოლი, მისივე ყოფილი მასწავლებელი ბრიჯიტ ტრონიე.

image

აღსანიშნავია, რომ ხორვატიის პრეზიდენტიც აშკარად ეფლირტავებოდა მაკრონს, ორივე პრეზიდენტი მეუღლეებით ესწრებოდენენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს, თუმცა მათ არავინ აქცევდა ყურადღებას, თითქოსდა არც არსებობდნენ.


image

როდესაც საფინალო სასტვენის ხმა გაისმა და თამაში დამთავრდა, ემანუელ მაკრონი მივიდა კიტაროვიჩთან და მხურვალედ გადაკოცნა.

image

დაჯილოდების დროსაც ერთი ნაბიჯით არ შორდებოდა მაკრონი ხორვატიის პრეზიდენტს, მეტიც, მაკრონი მაშინაც კი გადაეხვია კიტაროვიჩს, როდესაც გამარჯვების პირველი ეიფორია ოდნავ ჩაცხრა, სოციალურ ქსელში ამ ფაქტმა ფრანგების აღშფოთება გამოიწვია, "ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მაკრონს დაავიწყდა, რომ კანონიერი ცოლი გვერდით ჰყავდა", მთელი ამ ხნის განმავლობაში ბრიჯიტ ტრონიე განვითარებულ მოვლენებს წყნარად ადევნებდა თვალს და ერთი სიტყვაც არ დაცდენია.

image

ხორვატიის პრეზიდენტი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გულშემატკივრობდა ნაკრებს, ამ ქალმა მოხიბლა ინტერნეტ-მომხმარებლები, დღეისთვის იგი ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ პოლიტიკოს ქალად ითვლება მსოფლიოში.

image

image



0
1051
12-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1051
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0