x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გასაჯაროვდა ტრამპი-ლავროვის გასაიდუმლოებული საუბრის შინაარსი
imageსაჯაროდ ცნობილი გახდა იმ საუბრის შინაარსი, რომელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრის დროს შედგა 2017 წლის 10 მაისს.შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა რუსეთის ყოფილი ელჩი აშშ-ში სერგეი კისლიაკი.ინფორმაციას Washington post-ი ავრცელებს.


დონალდ ტრამპმა ლავროვთან საუბრის დროს განაცხადა, რომ არ ადარდებს ის ფაქტი და ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ რუსეთი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია და შესაძლო ზეგავლენა მოახდინა, რადგან ანალოგიურად ვაშინგტონიც ჩარეულა სხვა ქვეყნების არჩევნებში.


გამოცემის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა საჭიროდ მიიჩნია პრეზიდენტის ეს სიტყვები არ გავრცელებულიყო საინფორმაციო საშუალებებში, თავად შეხვედრაზე მხოლოდ ის რამდენიმე დიპლომატი იყო დაშვებული, რომლებიც მაღალ ნდობას იმსახურებენ.


ადრე დადიოდა ჭორები, თითქოს ტრამპმა ლავროვს ამ შეხვედრის დროს გაუმხილა ზესაიდუმლო ინფორმაცია " ისლამური სახელმწიფოს" შესახებ.


შეხვედრაზე საუბარი იყო აგრეთვე რუსეთ-აშშ -ს ურთიერთობაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, საუბრის დასასრულს ლავროვმა ამერიკელ კოლეგებს "საქმიანი ხალხი" უწოდა.


0
402
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0