x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა მსოფლიოში მეორე ადამიანი, რომელსაც გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს

image
ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა 58 წლის მამაკაცი რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს. გარდაცვლილი პაციენტი მეორე იყო მსოფლიოში რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს.
ღორის გულის სარქველებს კარგა ხანია ადამიანისათვის გადასანერგად იყენებს ლეგენდარული ქართველი კარდიოქირურგი, აკადემიკოსი ლეო ბოკერია. თუმცა ადამიანისათვის უშუალოდ ღორის გულის გადანერგვის 2 ფაქტია ცნობილი.

"სამწუხაროდ განუკურნებელი დაავადების გამო გარდაიცვალა პაციენტი, რომელსაც გადავუნერგეთ გენმოდიფიცირებული ღორის გული"-ასეთ განცხადებას აკეთებს მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი,

სამწუხაროდ ღორის გულის გადანერგვის ორივე ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა, პირველი პაციენტი ოპერაციიდან 2 თვეში გარდაიცვალა.

მეორე პაციენტს, 58 წლის ლორენს ფოსეტი გულის განუკურნებელი უკმარისობის ფორმით იტანჯებოდა და მან მერილენდის სამედიცინო ცენტრს თანხმობა განუცხადა მისთვის გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაენერგათ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, რეაბილიტაციის პროცესში პროგრესი იგრძნობოდა. ლორენსი უკვე ბანქოს თამაშობდა მეუღლესთან ერთად, მაგრამ სა, წუხაროდ მისმა ორგანიზმმა არ მიიღო ღორის გული, რომელიც უცხო სხეულად აღიქვა.
ინტენსიური სამედიცინო მკურნალობის მიუხედავად ლორენსის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ორგანიზმის მიერ ღორის გულის მიუღებლობის ფონზე მას განუვითარდა გულის უკმარისობის ტერმინალური სტადია და ლორენსი ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ გარდაიცვალა.
გენმოდიფიცირებული ღორის გულის გადანერგვას მეცნიერების ნაწილი იმედით შეჰყურებს, ნაწილი კი სკეპტიკურადაა განწყობილი.


0
173
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
173