x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 დღის წინ ეს უკრაინელი ექიმი ქალბატონი ფიქრობდა, რომ კორონავირუსი არ იყო სახიფათო ახლა კი ეპანეთის კუნძულ ტენერიფეზე არსებულ მდგომარეობას აღგვიწერს

image ესპანეთის კუნძულ ტენერიფეს კლინიკაში მოღვაწე უკრაინელი ექიმის თქმით 10 დღის წინ ის ფიქრობდა, რომ კორონავირუსი არ იყო საშიში დაავადება და მასთან გამკლავება მარტივი იქნებოდა, თუმცა ახლა როცა ასობით ადამიანი იღუპება სხვანაირად ფიქრობს და კლინიკაში და კუნძულზე მიმდინარე კატასტროფულ ვითარებაზე ჰყვება.
ოქსანა ფომინას თქმით მწვავე რესპირატორულ, ვირუსული დაავადებისაგან კორონავირუსი სრულიად განსხვავებულია და მასთან ბრძოლა ჭირს მისი თვისებების ცოდნის დეფიციტის გამო.
თუ სხვა საშიში დაავადებები, მათ შორის "აფრიკული ღორის გრიპი" და "ქათმის გრიპი" შესწავლილ იქნა სრულად და ვაქცინაც იქნა შექმნილი, კორონავირუსის ამ სახეობაზე ცოტა რამაა ცნობილი და რაც ყველაზე უარესია მის საწინააღმდეგოდ ეფექტური ვაქცინა ჯერ არ არსებობს.
"ადამიანების შველის უმთავრესი საშუალება ამ ეტაპზე თვითიზოლაცია და კარანტინში ყოფნაა აცხადებს ოქსანა" და რუსულ ენაზე მოუწოდებს საზოგადოებას დაჰყვნენ ექიმების რეკომენდაციებს და ურჩევს საფრთხე არც საკუთარ თავს და არც საზოგადოების სხვა წევრებს არ შეუქმნან.
"მძიმე მდგომარეობაშია ესპანეთი, თავად სამედიცინო პერსონალი ვართ დაუცველი სპეციალური კომბინეზონების და პირბადეების დეფიციტის გამო, კლინიკაში შესულს მაძლევენ პირბადეს, რომლითაც უნდა ვიმუშაო მთელი დღე არა და ეს პირბადე ვარგისია მხოლოდ 1, 5 საათის განმავლობაში. გირჩევთ არ გახვიდეთ ზღვის სანაპიროზე, ნუ გახვალთ ქუჩაში ძაღლის გასასერინებლად, ნუ გახვალთ ქალაქში აუცილებლობის გარეშე, დარჩით სახლებში ხშირად დაიბანეთ ხელები, მიიღეთ დიდი რაოდენობით თბილი სითხე. ეს დაგიცავთ არ მოხვდეთ ხორცსაკეპში, რომელსაც COVID19-ი ჰქვია".
"კუნძულ ტენერიფეზე მე ვარ პირველი ექიმი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულთან, კლინიკის ადმინისტრაცია ვალდებული იყო კარანტინში მოვეთავსებინე, თან ეს ჩემი მოთხოვნაც იყო. მიუხედავად ამისა მე მომთხოვეს გამეგრძელებინა მუშაობა და მე დღესაც ვიღებ პაციენტებს".
ექიმის თქმით დაავადებაში ეჭვმიტანილებს არ უკეთებენ ტესტირებას, ტესტირებას უკეთებენ მხოლოდ მძიმე ავადმყოფებს, რათა დადასტურდეს კორონავირუსის არსებობა.

0
567
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
567