x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩინეთში კორონავირუსის კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმრო ჩამოიშალა

image ჩინეთში კორონა ვირუსის გამო საკმაოდ რთული მდგომარეობაა, გარდაცვლილთა რაოდენობა მატულობს, თუმცა საბედნიეროდ დაავადებულების განკურნების რაოდენობაც მატულობს.
მიუხედავად ამისა კარანტინში ათასობით ადამიანი რჩება. კარანტინში მყოფ ხალხს ანაწილებენ სხვადასხვა რეგიონში, რათა დაავადების კერას ქალაქ უჰანს მოაშორონ.
ერთერთ ასეთ საკარანტინო შენობად აღმოსავლეთ ჩინეთში პროვინცია Фуцзянь -ში გამოყენებულ იქნა სასტუმრო "Xinjia Express"-ი. დღეს სწორედ აღნიშნული სასტუმრო ჩამოიშალა ადილობრივი დროით 19:14-ზე (მოსკოვის დროით 14:15)-იუწყება სააგენტო Синьхуа.
სასტუმრო ციუანჯოუს ოლქში მდებარეობს. სასტუმროს ჩამოშლის პერიოდში სასტუმროში 70-ი ადამიანი იმყოფებოდა კარანტინში, წინასწარი მონაცემებით ისინი ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.
ბოლო მონაცემებით 28 ადამიანია ნანგრევებიდან ამოყვანილი, დაღუპულების ან დაზარალებულების რაოდენობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება ჯერჯერობით.
ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით სასტუმროში კარანტინში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ ის ადამიანები ვისაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა კორონა ვირუსით დაავადებულ ადამიანებთან.

0
70
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
70