x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"შავი ქვრივი ანუ სისხლიანი ბებო" - 67 წლის რუსმა დედამ საკუთარი შვილების მკვლელობა დაუკვეთა ქონების გამო

image

ქონებისათვის დავას უამრავი შეწირვია დედამიწის ზურგზე, მათ შორის საქართველოში. შვილები ვერ იყოფენ მშობლების დანატოვარ ქონებას, როცა ანდერძით არაა ქონება გაყოფილი და მიდის გაუთავებელი სასამართლო პროცესები ქონების დასაკუთრებისათვის.


რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ლამის საშინელი ცოდვა დატრიალდა, რადგან 67 წლის მოხუცმა ქალმა ნაცნობს საკუთარი 47 წლის ქალიშვილის მკვლელობა დაუკვეთა. თავად ფაქტია საინტერესო თუ რატომ დაუკვეთა პენსიონერმა ქალმა საკუთარი შვილის მკვლელობა. მოხუცს უნდოდა გაეყიდა კერძო სახლი და ბინაში ეცხოვრა, სადაც ნაკლები ფუსფუსი მოუწევდა. სახლის გაყიდვის წინააღმდეგი კი მისი ქალიშვილი იყო, რომელიც სახლის თანამეწილედ ითვლებოდა მამის დანატოვარი ანდერძით.

67 წლის მოხუცმა ქალმა თავის უახლოეს ნაცნობს 80 000 რუბლი შესთავაზა, რათა მას მოეკლა მისი ქალიშვილი. ასევე იგივე თანხა შესთავაზა თუ ქალიშვილის მკვლელობის შემდეგ მის მეორე შვილს 40 წლის მამაკაცსაც თუ მოკლავდა მოგვიანებით, რადგან ფიქრობდა რომ მისი მეორე შვილი ქალიშვილის მკვლელობის მერე ქონებაზე პრეტენზიებს გამოთქვამდა.

მოხუცის ახლობელი მამაკაცი ასეთმა შეთავაზებამ შოკში ჩააგდო, ის დაუყოვნებლივ გამოცხადდა პოლიციის სამმართველოში და მომხდარ ფაქტზე ყველაფერი მოუყვა. პოლიციაში დაიგეგმა სპეცოპერაცია, რა დროსაც მამაკაცისთვის ფულის გადაცემის პროცესში უნდა დაეკავებინათ მოხუცი ქალი.

ახლობელი მამაკაცი პოლიციის რჩევისამებრ შეუთანხმდა შვილების მკვლელობის მოსურნე ქალს, თუ სად მიეტანა ფული. 67 წლის ქალი ფულის გადაცემის მომენტში დააკავეს. სასამართლომ მას ბრალად შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვის ბრალდება წაუყენა, მოხუცს 15 წლიანი სასჯელი ემუქრება.

ადგილობრივმა პრესამ და მედიამ მოხუც ქალს "შანუ ქვრივი ანუ სისხლიანი ბებო" უწოდა.

image

0
165
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
165