x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
მასწავლებელმა თავის 16 წლის მოწაფეს გაუგზავნა ვიდეო, სადაც ის მასტურბირებდა
image

აშშ-ში მისურის შტატში დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც 16 წლის მოსწავლეს თავის შიშველი ფოტოები და ვიდეო გაუგზავნა, სადაც მასტურბირებდა. ინფორმაციას KYTV-TV Springfield ავრცელებს.


25 წლის გათხოვილი ქალი (მთავარ ფოტოზე ქმართან ერთად)რიკი ლინ ლაფლინი (Rikki Lynn Laughlin), რომელიც მუშაობდა სენტ ჯეიმსის სკოლაში, გაასამართლეს. გამომძიებლების თქმით, მან მოზარდს გაუგზავნა მრავალი უცენზურო ფოტო და ვიდეო, რომლებშიც, კერძოდ, ერთ -ერთ ვიდეოში თავს იკმაყოფილებდა ფალოიმიტატორით.


image


New York Post-ის ცნობით, ქალმა ბიჭს სასქესო ორგანოების ფოტოების გაგზავნა სთხოვა. დაზარალებულმა პოლიციას განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მათ დაიწყეს მიმოწერა მესინჯერის საშუალებით, მოვლენები ელვისებურად განვითარდა და ლოფლინმა მალევე მოზარდს აკოცა . შემდეგ ახალგაზრდა ქალი დაჟინებით სთხოვდა ყმაწვილს ინტიმურ კავშირს, მაგრამ მოწაფემ უარი თქვა, რადგან "დიდი დისკომფორტი" იგრძნო.


ამავდროულად, ლოფლინმა გააფრთხილა 16 წლის ბიჭი, რომ ამ ამბის გამჟღავნების შემთხვევაში მას ციხეში ემუქრებოდა და სთხოვა, წაეშალა მისთვის გაგზავნილი მასალები. ამისდა მიუხედავად, სკოლაში მათი ურთიერთობის შესახებ ჭორები გავრცელდა. გამოცემა განმარტავს, რომ მისურის შტატში ინტიმზე თანხმობის ასაკი 17 წელია.


image


მასწავლებლის ქმედების შესახებ პოლიციამ ინფორმაცია 19 ოქტომბერს შეიტყო, რის შემდეგაც იგი დააკავეს. ლოფლინს რამდენიმე ბრალდება ემუქრება, მათ შორის არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობა, ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვა სექსუალური ექსპლუატაცია, მტკიცებულებების განადგურება და ბავშვისთვის პორნოგრაფიული მასალის მიწოდება.

0
582
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0