x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქვის ტალღა - ერთერთი ბუნებრივი სასწაული დედამიწაზე, კერძოდ კი ავსტრალიაში

image დედამიწაზე უხვადაა ადგილები, როლებსაც ათასობით დამთვალიერებელი ჰყავს მისი არამიწიერი ფორმის, იერის თუ სილამაზის გამო.


ერთერთი მათგანი მდებარეობს ავსტრალიაში და ის ცნობილია ქვის ტალღის სახელით. ეს მართლაც საოცარი ადგილი ოკეანის სანაპიროზე არ გეგონოთ, ის საკმაოდ დიდი მანძილითაა დაშორებული ოკეანის სანაპიროდან და მისი ასაკი მილიონ წელზე მეტია.

ეს გრანიტის კლდე, რომელსაც სერფერებისთვის განსაკუთრებით საყვარელი, მაღალი ტალღის ფორმა აქვს დაფარულია მიწის სქელი ფენით, დიდი ხნის მანძილზე ძლიერი წვიმებისას მიწასა და გრანიტის კლეს შორის გამდინარე წყალმა, რომელიც ფართო ჩანჩქერის სახით გადმოედინებოდა, ასეთი ფორმა მისცა გრანიტის კლდეს, აქ თავისი როლი ითამაშა ქარებმაც და ეროზიამაც, რამაც საბოლოოდ კლდის ამ ნაწილს ტალღის დახვეწილი ფორმა მისცა.

დასავლეთ ავსტრალიაში უდაბნოებს შორისაა კონტინენტის საოცრება-ქვის ტალღა, რომელიც ფანტასტიურად ლამაზია, განსაკუთღებით მზის ჩასვლისას ან ალიონზე, როცა გრანიტის ეროზიული ფენები სხვადასხვა ფერებად იწყებს ბრჭყვიალს.


ქვის ტალღის სანახავად ავსტრალიაში ყოველწლიურად 140 000-ზე მეტი ტურისტი ჩადის. ძნელია აქ მყოფმა ადამიანმა თავი შეიკავოს ასეთ თვალწარმტაც ფონზე სურათის გადაღებისაგან თავი შეიკავოს.

ბუნების საოცრება ავსტრალიის დასავლეთში, ავსტრალიის დედაქალაქ კანბერადან 2 800 კილომეტრითაა დაშორებული. უახლოესი დიდი ქალაქიდან (ქალაქი პერტი) დაშორებულია 340 კილომეტრით. პატარა ქალაქი ჰაიდენი დაშორებულია ქვის ტალღიდან 4 კილომეტრით და ის ითვლება ბუნების საოცრებიდან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტად.

ავსტრალიელი აბორიგენების თქმით, ქვის ტალღა წარმოიშვა ძალიან დიდი ხნის წინ და ის წარმოიშვა ამ ადგილზე უზარმაზარი ბრჭყვიალა ქვეწარმავლის გავლის შედეგად.


ეს ადგილი დღემდე წმინდა ადგილად ითვლება ავსტრალიელი აბორიგენებისათვის, მათი თქმით ქვის ტალღის მიდამოებში ცხოვრობენ ბუნების სულები და არ შეიძლება მათი შეწუხება.

აი ასე გამოიყურება ბუნების საოცრება-ქვის ტალღა.

imageimageimageimageimage





0
230
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
230