x
image
ქეთი1988
Mediator image
ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა თავიანთ ყველაზე დამამცირებელ ქასთინგებზე ისაუბრეს- ეს ისტორიები შოკში ჩაგაგდებთ

image
ქალებისთვის ჰოლივუდშიც კი საკმაოდ რთული და დამამცირებელი იყო მუშაობა. როლისთვის მსახიობები ყველაფერს აკეთებენ, იცვლიან იმიჯს, იკლებენ ან იმატებენ წონაში, ვარჯიშობენ, რომ პერსონაჟს მაქსიმალურად დაემსგავსონ, თუმცა არანაკლებ მძიმე სამუშაოა ქასთინგზე გასვლა და ისეთ რეჟისორებთან კონტაქტი, რომლებიც პირად სივრცეს და საზღვრებს პატივს არ სცემენ:

1. ტენდი ნიუტონი

ბრიტანელმა მსახიობმა, სერიალ „Westworld“-ის ვარსკვლავმა, ფილმებში მსახიობობა ჯერ კიდევ მოზარდობაში დაიწყო. CNN-თან ინტერვიუში მან ჯურნალისტს უამბო უსიამოვნო ამბავი, რომელიც მას ერთ-ერთ ქასტინგზე შეემთხვა:

„მოხდა ერთი ამაზრზენი ინციდენტი. ეს იყო ჩემი მეორე გასაუბრება. რეჟისორმა მთხოვა, ფართოდ გაშლილი ფეხებით დავმჯდარიყავი. კამერა იმ დონეზე იყო, სადაც ნათლად ჩანდა რა იყო ჩემი კალთის ქვეშ. რეჟისორმა მაიძულა ცალი ფეხი სავარძლის საყრდენზე გადამედო და ამ პოზაში დიალოგი გამეტარებინა. მათ მოითხოვეს, წარმომედგინა, თუ როგორ მექნებოდა სექსი პერსონაჟთან“.

მოგვიანებით ტენდიმ აღმოაჩინა, რომ ვიდეო გავრცელდა სხვა რეჟისორებს შორისაც.image

2. ჯენიფერ ლოურენსი


2017 წლის ოქტომბერში, ოსკაროსანმა ვარსკვლავმა გააზიარა თავისი დამამცირებელი ქასთინგის ისტორია:

„როდესაც ბევრად პატარა ვიყავი, პროდიუსერებმა მოითხოვეს, რომ ფილმისთვის ორ კვირაში 15 ფუნტი დამეკლო... პროდიუსერმა ქალმა მაიძულა შიშველი მევლო ხუთ სხვა ქალთან ერთად, რომლებიც ჩემზე ბევრად გამხდრები იყვნენ. ჩვენ გვერდიგვერდ ვიდექით და მხოლოდ ინტიმურ ნაწილებზე გვქონდა სტიკერები. ამ ამაზრზენი და დამამცირებელი მოსმენის შემდეგ, პროდიუსერმა მირჩია, ჩემი შიშველი ფოტოები გამომეყენებინა შთაგონების წყაროდ, რათა დიეტის დაცვა მარტივი გამხდარიყო“.image

3. როზამუნდ პაიკი

ბონდიანას მსახიობი იხსენებს უსიამოვნო ინციდენტს ჯეიმს ბონდის ფილმის ქასტინგზე. მას კაბის გახდა სთხოვეს:

„მახსოვს, მთხოვდნენ, გამეხადა და მათთან საცვლებით გამოვსულიყავი. არ ვიცი, როგორ მქონდა საკმარისი მონდომება და ნებისყოფა უარის სათქმელად."

მაგრამ რეჟისორებზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა თავდაცვამ, რომ როლი მაინც მისცეს.image

4. ემი როსუმი

მსახიობმა 2017 წლის Emmy Contender მრგვალი მაგიდის დროს თავისი ყველაზე ცუდი გამოცდილება გაიხსენა.

"ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა: "ძალიან მრცხვენია, რომ მოგაწოდო ეს შეთავაზება, მაგრამ არის ერთი კარგი სურათი, რომელშიც სურთ შემოგთავაზონ როლი. პროდიუსერებს მოსწონთ თქვენი მუშაობა, მაგრამ რეჟისორს უნდა, რომ მის ოფისში გამოჩნდეთ ბიკინით. ქასთინგი არ იქნება, ეს ერთადერთი პირობაა."image


5. მეგან ფოქსი

ტრანსფორმერების რეჟისორი მაიკლ ბეი არაერთხელ დაადანაშაულეს მსახიობებთან არასათანადო მოპყრობაში. მეგან ფოქსმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად უსიამოვნო იყო მისთვის ქასთინგზე გასვლა, რადგან რეჟისორმა მსახიობს მოსთხოვა... მისი ფერარის გარეცხვა. ფოქსი აღიარებს, რომ მან ჯერ კიდევ არ იცის სად არის ეს კადრები.image

6. ანა კენდრიკი

მაშინაც კი, თუ ოსკარზე ნომინირებული მსახიობი ხართ, მაინც უნდა იდგეთ რიგში... მამაკაცების უკან.

„გავატარე ქასთინგი ფილმზე, სადაც ყველა ქალის როლს მხოლოდ მამაკაცების ქასთინგის შემდეგ განიხილავდნენ. ჩემი ერთი ნაწილი ამას ხვდება, მეორე ნაწილი კი ყვირის: "რა ჯანდაბა?" იღებთ ფილმს ქალებისთვის და პირველ რიგში მამაკაცებს ირჩევთ?“image







0
127
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0