x
image
ქეთი1988
Mediator image
,,ფილმის როლისთვის აღარასოდეს მოვიმატებ"- შარლიზ ტერონმა ახსნა, თუ რატომ ამბობს უარს წარმატებულ როლებზე

image
ბოლო დროს შარლიზ ტერონი უარს ამბობს როლებზე, რომლებიც გარეგნობის რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს. ოსკარის მფლობელმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო ინტერვიუში ახსნა.

სწორედ საკუთარ თავზე მუშაობამ და მონდომებამ მოუტანა შარლიზ ტერონს როლები, რომლითაც ოსკარის ჯილდოს მიღება შეძლო. მაგალითად, ფილმისთვის “ტალი" მან განასახიერა გადაღლილი, გამოფიტული 3 შვილის დედა, სწორედ ამ როლისთვის მოუწია კილოგრამების დამატება.image
მიუხედავად ამ და სხვა როლების წარმატებისა, ტერონს აღარ სურს ამ გამოცდილების გამეორება. „აღარასოდეს, , აღარასოდეს ვიტყვი: „ კარგი, 40 კილოგრამს მოვიმატებ“. მე ამას აღარასდროს გავაკეთებ, რადგან ასე მარტივად ვერ დავიკლებ ამ წონას“, - თქვა მან. „როცა 27 წლის ვიყავი, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ღამეში 30 კილოგრამს ვიკლებდი. 3 კვებას ვტოვებდი და ნორმალურ წონას ვუბრუნდებოდი“.

48 წლის მსახიობმა აღიარა, რომ მისი სხეული ისე იოლად ვეღარ კარგავს მოპოვებულ კილოგრამებს. „43 წლის ასაკში “ტალი"-ში ვითამაშე. მახსოვს, წონის დაკლების მცდელობის ერთი წლის შემდეგაც, დავურეკე ჩემს ექიმს და ვუთხარი: „ვფიქრობ, რომ ვკვდები, რადგან ამ წონას ვერ ვკარგავ“. და მან მითხრა: "შენ უკვე 40 წელს გადაცილებული ხარ. დამშვიდდი". შენი მეტაბოლიზმი არ არის ისეთი, როგორიც იყო." არავის სურს ამის მოსმენა, ”- აღიარა ტერონმა.image
მან ასევე ისაუბრა იმაზეც რომ სამოქმედო ფილმებში სხვადასხვა ილეთების გაკეთებაც სულ უფრო და უფრო რთული ხდება. „ნამდვილად მაწუხებს, რომ თუ ტრავმას მივიღებ, გამოჯანმრთელებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მაშინ, როცა 20 წლის ვიყავი“, - დასძინა მან. „მინდა მქონდეს ჩემი 25 წლის სხეული, რომელსაც შეეძლო რაიმეს გადატანა ყოველგვარი შედეგების გარეშე. ახლა, თუ 3 დღე არ ვივარჯიშებ და სპორტდარბაზში მივდივარ, სიარული აღარ შემიძლია. უნიტაზზეც ვერ ვჯდები ნორმალურად. ასეთია ცხოვრება"

0
323
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0