x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
უილ სმიტს ოსკარის პრემიაზე სკანდალის გამო შესაძლოა ჯილდო ჩამოართვან

image
გუშინ უილ სმიტმა მიიღო პირველი ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის ფილმიდან “მეფე რიჩარდი". თუმცა, მსახიობმა შესაძლოა ჯილდო დაკარგოს პრემიის დროს ჩხუბის გამო. ამის შესახებ The Post-ი კინოინდუსტრიის ინსაიდერებზე დაყრდნობით იტყობინება.image
„ოსკარს“ აქვს მკაცრი წესები, რომლის დარღვევაც აბსოლუტურად დაუშვებელია. 2017 წელს გამოქვეყნებული ქცევის კოდექსი მოიცავს ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ძირითად ღირებულებებს: ინკლუზიურობას, დამხმარე გარემოს შექმნას და ადამიანის ღირსების პატივისცემას.

ერთ-ერთი გავლენიანი წყაროს თანახმად, ამერიკული აკადემიის წევრები ძალიან აღელვებულები არიან უილ სმიტის საქციელის გამო. „ძირითადად, ეს არის თავდასხმა. დარბაზში ყველა ისეთი შოკირებული იყო, ამ არასასიამოვნო ფაქტის გამო. ვფიქრობ, უილს არ სურს ოსკარის დათმობა, მაგრამ ვინ იცის, რა მოხდება ახლა, ”- თქვა ინსაიდერმა.image


ინციდენტი საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდოს გამოცხადებამდე მოხდა. ცნობილმა კომიკოსმა კრის როკმა კატეგორიის პრეტენდენტები გამოაცხადა. მცირე პაუზაში მან გადაწყვიტა, უილის მეუღლის, ჯადას ვარცხნილობაზე გაეხუმრა. ქალმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა ინტერვიუში, რომ თმა ალოპეციის გამო გასცვივდა. ამის შემდეგ სმიტი ავიდა სცენაზე და კომიკოსს სილა გააწნა. ამ ინციდენტის გამო დაჯილდოების ჩვენება პირდაპირ ეთერში შეწყდა კიდეც.

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0