x
image
ქეთი1988
Mediator image
16 სახალისო შეცდომა ცნობილი ფილმებიდან, რომლებიც ალბათ, ვერც კი შეამჩნიეთ

ფილმის გადაღება ნამდვილად დიდ ძალისხმევას მოითხოვს და შეუძლებელია გადამღებ ჯგუფს ყველაფერი იდეალურად გამოუვიდეს. ისეთ პროფესიონალებსაც კი, როგორებიც არიან კვენტინ ტარანტინო ან მარტინ სკორსეზე, ზოგჯერ მცირე ხარვეზები აქვთ. მაყურებელი, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში მსგავს კონფუზებს ვერ ამჩნევს, ან თუ ამჩნევს სხვებსაც უზიარებს თავის “აღმოჩენას".image

1. “შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი"- ამ სცენის დასაწყისში, ტონი სტარკს მხრებზე ქურთუკი აქვს შემოხვეული. შემდეგ კადრში კი აღარ ჩანს.image

2. “მებრძოლთა კლუბი'-ს ერთ-ერთ სცენაში ედვარდ ნორტონის დუბლიორი ჩანს და არა თავად მსახიობი.image

3. ანა ფერისის გმირი ფილმში “ბორტს მიღმა'' მანქანას გასაღების გარეშე ატარებს.image

4. სერიალ მეგობრებში" ძალიან ბევრი შეცდომაა გაპარული. აი ერთ-ერთი მათგანიც, კადრში რატომღაც მონიკას დუბლიორი ჩანს, და არა თავად მონიკა.image

5. ფილმში “ოცნების რექვიემი" სარკიდან ჩანს ხორცისფერი კორსეტი, რომელიც მსახიობს ეცვა, რათა უფრო მსუქანი გამოჩენილიყო.image

6. როდესაც სანდრა ბულოკის პერსონაჟი ტირის კოსმოსში ფილმიდან “გრავიტაცია", მისი ცრემლები ყველა მიმართულებით დაფრინავს. მაგრამ სინამდვილეში კოსმოსში რომ ყოფილიყო, ცრემლები სახეზე დარჩებოდა.image

7. თუ ყურადღებით დააკვირდებით ტონი კოლეტის პერსონაჟს ფილმში რეინკარნაცია, შეგიძლიათ ნახოთ მისი პარიკის კიდეები.image

8. ისტორიულ ფილმში “გლადიატორი", ფეხსაცმლის ძირები ზედმეტად თანამედროვეა ძველი რომაელებისთვის.image

9. ფილმში „მარტო სახლში“ კრიმინალების მანქანის სანომრე ნიშანი გარკვეული დროის შემდეგ იცვლება 4565 AK-დან 4566 AK-ზე.image

10. ფილმში “ფორსაჟი 6", დუეინ ჯონსონის წვერი აშკარად საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს.image

11. კომედიურ სერიალში “თანამედროვე ოჯახი" ჰეილის ტელეფონი უკუღმა უჭირავს.image

12. მთელი გადამღები ჯგუფის ნახვა შეგიძლიათ კურტ რასელის სათვალეებიდან ფილმში “ვარსკვლავური კარიბჭე"image

13. ფილმში “ცუდი გოგონები" ლინდსი ლოჰანის პერსონაჟი ამბობს, რომ ბავშვობაში აფრიკაში ცხოვრობდა. ამ ფოტოზე კი აზიური სპილო ჩანს და არა აფრიკული. image

14. ადამიან ობობაში ჰეფი პიტერ პარკერს ნაკერებს ალბათ უხილავი ძაფებით ადებს.image

15. “პოპულარულ სერიალში “სექსი დიდ ქალაქში" ტელევიზორის ეკრანიდან მთელი გადამღები ჯგუფი მოჩანს.image

16. ფილმში Django Unchained ჯეიმი ფოქსი ატარებს მრგვალ სათვალეებს. თუმცა 1858 წელს ასეთი სათვალე ჯერ კიდევ არ არსებობდა.image

0
311
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0