x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალების მიმართ შიშის გამო მამაკაცი 55 წელია სამყაროსგან იზოლირებულია
image

71 წლის მამაკაცმა რუანდიდან ღობე ააშენა, რათა ქალებისგან თავი დაიცვას.




მოხუცი კაცი რუანდიდან ქალების მიმართ შიშის გამო, იძულებული გახდა აგერ უკვე 55 წლით იზოლირებულ იყოს სამყაროსგან. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს.


71 წლის კალიტქსე ნზამვიტი (Kallitxe Nzamwith) ჩაიკეტა საკუთარ სახლში, როდესაც ის 16 წლის იყო. ის იძულებული გახდა დისტანცირება მოეხდინა ქალებისგან, რომლებიც, მისი თქმით, მასში "საშინელ შიშს"ბადებდნენ . მოგვიანებით, დამატებითი დაცვის მიზნით, მამაკაცმა თავის ნაკვეთს ოთხნახევარი მეტრის სიმაღლის ღობე შემოავლო.



მისი განცხადებით, ბარიერი იმიტომ აღმართა, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები არ მიუახლოვდნენ მას.


ნზამვიტი რა თქმა უნდა დარჩა ვაჟიშვილი და შესაბამისად არს არასდროს ჰქონია რომანტიული ურთიერთობა.


მამაკაცის ერთ-ერთმა მეზობელმა დაადასტურა, რომ ის ბავშვობიდანვე თითქმის არასდროს ტოვებდა საკუთარ სამოსახლოს .


ამავე დროს, მამაკაცი გადარჩა მხოლოდ თანასოფლელების წყალობით, რომლებიც მასზე ზრუნავენ.


„უცნაურია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას ქალების ეშინია, ჩვენ ვართ ისინი, ვისაც მისთვის მოაქვს საკვები და სხვა აუცილებელი ნივთები. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია მასთან მიახლოება და საუბარი. უბრალოდ შესასვლელში ვტოვებთ ყველაფერს, მერე მოდის და საჭმელსა და ნივთებს თავად იღებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობლის ქალმა.


მეზობლები ამბობენ, რომ თუ ნზამვიტი სახლთან ახლოს ხედავს ქალს, ის სახლში შერბის და იქ იკეტება.


ამ დაავადებას, რომელიც ამ მამაკაცს აწუხებს გინოფობია (ძველი ბერძნულიდან γυνή "ქალი", φόβος "შიში") ან გინეკოფობია ეწოდება -ეს არის ქალების მიმართ აკვიატებული შიში, სპეციფიკური სოციალური ფობიის ტიპი. ლათინური ტერმინი horror feminae წარსულში ასევე გამოიყენებოდა სხვადასხვა უცხოურ ლიტერატურაში.


ამ ფობიით დაავადებულებმა შეიძლება განიცადონ შფოთვა მარტო ქალებზე ფიქრითაც კი.

ექიმების დაკვირვებით გინოფობიათი დაავადებულებს ასევე აღენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხშირი პანიკური შეტევები, ტკივილი გულმკერდის არეში, ჭარბი ოფლიანობა და პრობლემები საჭმლის მომნელებელ ორგანოებში.

0
308
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0