x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თურქეთში ბიზნესმენს პენისის გადიდება სურდა და საბოლოოდ დაუპატარავდა 2,8 სმ-ით
image

კურიოზული შემთხვევა დაემართა თურქ ბიზნესმენს .პენისის გადიდების წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ ექიმის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.


ილტერ თურქმენმა ქალაქ თექირდაღიდან სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომ ოპერაციის შემდეგ მისი პენისი, გადიდების ნაცვლად 2, 8 სანტიმეტრით დაპატარავდა.


მისივე თქმით, ექიმმა ჰალუქ სოლეიმეზმა პირობა დადო, რომ ოპერაციის შედეგად, თურქმენის პენისი 2, 7 სანტიმეტრით გრძელი და 2, 7 სანტიმეტრით სქელი გახდებოდა. თუმცა, 2022 წლის იანვარში ჩატარებულმა პროცედურამ გეგმის მიხედვით არ ჩაიარა, რის შედეგადაც პაციენტის პენისი არა მხოლოდ დაპატარავდა, არამედ ფორმაც შეიცვალა.



პირველი ოპერაციის შემდეგ ილტერ თურქმენს მეორე ოპერაცია დასჭირდა სისხლდენის შესამცირებლად და გაზრდის მცდელობის შედეგად მიყენებული ზიანის აღსადგენად. ამასთან, მამაკაცის თქმით, ამის შემდეგ მას დაახლოებით ერთი თვე აწუხებდა ტკივილი და ნორმალურად სიარული არ შეეძლო.


ბიზნესმენი ქირურგისგან 500 ათასი ლირის ოდენობით კომპენსაციას ითხოვს (დაახლოებით 45 ათასი ქართული ლარი). თუმცა სოილმეზი ამტკიცებს, რომ ოპერაციის დროს შეცდომა არ დაუშვია და გართულებების მიზეზი პაციენტის ანატომიური თავისებურებები იყო. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ თურქმენებს კონკრეტულ შედეგს არ დაჰპირდა. ქირურგის დაცვაც ამტკიცებს, რომ კომპენსაციის ოდენობა ძალიან მაღალია და ექიმის ხარჯზე გამდიდრების მცდელობას მიუთითებს.


ცოტა ხნის წინ ვწერდით რუსეთში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ცოლის ხუმრობამ მამაკაცი პენისის გარეშე დატოვა.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წყვილი საღამოს სახლში ალკოჰოლს სვამდა. ცოლმა ქმარი საყვედურებით აავსო ღალატის გამო, რის შემდეგაც ქმრის მამაკაცურ ღირსებას „ერგულები ქამარი“ შეუკრა, საკეტი დაადო და გასაღები გადააგდო.


ქმრის პენისმა ზეწოლის შედეგად სწრაფად დაიწყო შეშუპება, გაიბერა და ბადრიჯნის ფერი გახდა. საკეტის გახსნა ვერაფრით ვერ მოხერხდა, ისევე როგორც გადაგდებული გასაღების პოვნა. შედეგად, წყვილმა საავადმყოფოს მიაკითხა, სადაც ექიმებმა განაცხადეს, რომ საჭირო იყო სასქესო ორგანოსა და სათესლე ჯირკვლების სასწრაფო ამპუტაცია. ეს ყველაფერი რამდენიმე საათში მოხდა. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა ის ფაქტი, რომ მამაკაცი სვამდა და ტუალეტში ვერ გადიოდა.


ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა ახლა ცოლ-ქმრული ეჭვის მსხვერპლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ცოლის ბოროტი ხუმრობის შედეგად დარჩა მამაკაცური ღირსების გარეშე.

0
209
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0